ასტრონომებმა აღმოაჩინეს უღრუბლო ეგზოპლანეტა, რომელსაც წელიწადში ოთხი დღე აქვს
ასტრონომებმა კიდევ ერთი უცნაური პლანეტა იპოვეს — იუწყება Gizmodo. ჰარვარდისა და სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის გუნდმა დააფიქსირა გაზის გიგანტი WASP-62b, ჩვენგან 575 სინათლის წლის მოშორებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პლანეტა ორბიტის გარშემო მთლიან ბრუნს 4,5 დედამიწისეულ დღეს ანდომებს, გამომდინარე აქედან, პლანეტას წელიწადში ოთხი დღე აქვს, რაც მას ცხელ, იუპიტერის მსგავს ეგზოპლანეტად აქცევს, რომელსაც არ აქვს ღრუბლები. მკვლევრებმა მეორედ იპოვეს უღრუბლო ეგზოპლანეტა. ითვლება, რომ უღრუბლო ეგზოპლანეტები საკმაოდ იშვიათია.
მეცნიერებმა WASP-62b პირველად 2012 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ შეისწავლეს მისი ატმოსფერო. ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომმა მუნაზა ალამ გამოიყენა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სპექტროსკოპიული დაკვირვების შესაძლებლობა, ნატრიუმის არსებობის დასადგენად. ეს არის ელემენტი, რომელიც პლანეტის ატმოსფეროში ღრუბლების არსებობის შემთხვევაში აღმოჩნდებოდა. ასტრონომები, როგორც წესი, მხოლოდ მცირე ცნობებს იღებენ იმის შესახებ, რომ ნატრიუმი არსებობს. ამიტომ მუნაზა ამბობს, რომ მისი გამოკვლევა ადასტურებს პლანეტაზე ღრუბლების არ არსებობას.
CfA–ს გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დამატებით რეზოლუციასა და სიზუსტეს უზრუნველყოფს პლანეტის შემდგომი შესწავლისა და სილიციუმის მსგავსი ელემენტების მოსაძებნად. გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალი გამოკვლევები დაეხმარება მათ იმის გაგებაში, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ მსგავსი პლანეტები და იყო თუ არა რაიმე განსხვავებები პლანეტებისგან, რომლებსაც ღრუბელი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ეგზოპლანეტები იშვიათია, მათმა შესწავლამ შეიძლება სამყაროს შესახებ, აქამდე არსებული წარმოდგენები შეცვალოს.
კომენტარები