საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

გახარია Twitter-ზე წერს, რომ საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

"ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", — წერს გახარია.

ამასთან, პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა კამალა ჰარისს მიულოცა.

"კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას", — დაწერა გახარიამ ტვიტერზე.