შეიმუშავეს კონცეფცია, რომელიც მარსზე მყოფ ასტრონავტებს უკანა გზისთვის საწვავის შევსებაში დაეხმარება
მეცნიერები მუშაობენ პორტატულ სისტემაზე, რომელიც მარსზე მყოფ ასტრონავტებს, უკანა გზაზე მოგზაურობისთვის, საწვავის მარაგის შევსებაში დაეხმარება.
Space California-ის თანახმად, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ შესაძლებელი იქნება მეთანის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება სარაკეტო საწვავად. ეს კონცეფცია ჯერ დამტკიცების ეტაპზეა, თუმცა, მისმა განვითარებამ, შესაძლოა, კოსმოსური მოგზაურობა უფრო რეალისტური გახადოს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური უკვე იყენებს მსგავს ორსაფეხურიან პროცესს წყლის ჟანგბადად გარდასაქმნელად. UC Irvine-ის გუნდის კვლევის მთავარი ნიშა კი თუთიის კატალიზატორის გამოყენებაა, რომელიც გვერდს უვლის წყლის სინთეზის პროცესს და ქიმიურ რეაქციას ერთი საფეხურით ამცირებს. მსგავსი კონცეფცია გახდის უფრო კომპაქტურს საწვავის გამომუშავების ნებისმიერ სისტემას. Journal of the American Chemical Society-ის თანახმად, მსგავსი საწვავის გამომუშავების სისტემა ტრანსპორტირებას უფრო მარტივს გახდის.
"თუთია ფუნდამენტურად დიდი კატალიზატორია", — განაცხადა UC Irvine-ის ფიზიკოსმა და წამყვანმა მკვლევარმა ჰულინ სინმა პრეს-რელიზში.
"ჩვენ მიერ შემუშავებული კონცეფცია, უფრო სწრაფად და ეფექტიანად გარდაქმნის CO2-ს მეთანად, მაღალი შერჩევითობით", — ამბობს ჰულინ სინმა და დასძენს, რომ "უამრავი ინჟინერი და კვლევაა საჭირო, სანამ ეს იდეა სრულყოფილად განხორციელდება", [...] "მაგრამ შედეგები ძალიან იმედისმომცემია."
ჯერჯერობით, სინმამ და მისმა გუნდმა დაადგინეს, რომ ქიმიური რეაქცია ლაბორატორიაში, მარსის მსგავს პირობებში მუშაობს, კვლევა კი კვლავ გრძელდება.
კომენტარები