ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტები ფინანსურ და საბანკო სივრცეში რევოლუციას ახდენენ
დღევანდელ ბიზნესსამყაროში ტექნოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამასთან, ის არა მარტო ბიზნესს, არამედ მომხმარებელსაც ძალიან ადგება. ტექნოლოგიების გამოყენებით, ბიზნესი თავის მომსახურებას უფრო მრავალფეროვანსა და მარტივს ხდის, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კომფორტულია.
ხელოვნური ინტელექტი (AI), ღრმა სწავლება (DL) და მანქანური დასწავლა (ML) არის ტერმინები, რომლებიც განსაზღვრავს მოწინავე ტექნოლოგიურ სისტემებსა და კონცეფციებს. ეს კონცეფციები კი ახდენენ რევოლუციას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში. ინოვაციები მოიცავს როგორც საწარმოების ოპერაციებს, სტრატეგიებს, ასევე სამუშაო პროცესებსა და პროექტებს.
ამ ფაქტორების გასაუმჯობესებლად, ახლა ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტების გამოყენებაზე აქტიურად გადადის.
ჩათბოტები, ან უბრალოდ ბოტები, არიან პროგრამული უზრუნველყოფის რობოტები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ადამიანი (ადამიანის მიმსგავსებულად) და ამასთან, დავალებების ავტომატიზირებას ახდენენ. ეს ზრდის ოპერატიულ ეფექტურობას, რაც შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მომსახურებაში, ასევე მონაცემების დამუშავებასა და გაანალიზებაში.
ამჟამად, ბიზნესის თითქმის ყველა სექტორი იყენებს ჩეთბოტების უპირატესობებს. ეს ყველაფერი კი მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ამავე კონტექსტში, შეიძლება ითქვას, რომ ბოტები გახდნენ მომხმარებელთა მომსახურების ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ერთ-ერთი ასეთი სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მსგავს პოტენციალს იყენებს, არის ფინანსური ინდუსტრია. რობო-მრჩევლებისა და პროგნოზირების ანალიზებიდან, მექანიკური პროცესების სისტემურ ავტომატიზაციამდე, ფინანსური ინდუსტრია ყოველდღე უფრო და უფრო სწრაფად გადადის.
ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩოთბოტები აწარმოებენ პერსონალურ ბანკინგს, აანალიზებენ ფინანსურ ბაზარს, უზრუნველყოფენ საბანკო სისტემებს და ავტომატიზირებენ ფინანსთა დეპარტამენტის სამუშაო პროცესებს. მეტიც, ისინი ნაწილობრივ კომპანიის აქტივებისა და ინვესტიციების ანალიზსაც კი ახერხებენ.
როგორ აკეთებენ ისინი ამას?
ვებსაიტების მონახულებისას ხშირია სპეციალური ფანჯარა, რომელიც გეკითხებათ: "რით შემიძლია დაგეხმაროთ?" შესაბამისად, "ფანჯარა" პასუხობს თქვენს შეკითხვას. ხშირ შემთხვევაში, ამ ფანჯარაში ჩაშენებულია ხსენებული ბოტი. უბრალო შეკითხვებზე პასუხის გაცემა უკვე ძალიან ხშირია. ახლა ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტები შემდეგ ეტაპზე ადიან.
საბანკო და საფინანსო ბიზნესში ცოცხალი ჩეთის პროგრამული უზრუნველყოფის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჩეთბოტები ბუნებრივი მოვლენაა. ისინი მომხმარებელს ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებაში ეხმარებიან და ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხობენ. მომხმარებლები იღებენ სასარგებლო, სწრაფ მომსახურებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც ხელს უწყობს ბიზნესის და მომხმარებლის კომუნიკაციას.
მსგავს ჩეთბოტებს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ. მათ არა მხოლოდ ამ სფეროებში შეუძლიათ მომხმარებელს გამოადგნენ, არამედ შეუძლიათ ფულის მართვაშიც დაგვეხმარონ. მომავალში ისინი ადამიანებს მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებენ, როგორიცაა, ტრანზაქციების განხორციელება, ბიუჯეტის მენეჯმენტი და აქტივების მართვა. ბოტები ამას განახორციელებენ ხარჯვის სქემების ანალიზით და ბანკის ბალანსის მონიტორინგით. ისინი ავტომატურად გამოთვლიან, თუ რა თანხის გადადება შეგიძლიათ და მას შემნახველ ანგარიშზე გადარიცხავენ.
როგორი იქნება მომავალი?
რაც შეეხება პერსპექტივებს, არის მოლოდინები, რომ მსგავსი ჩეთბოტები მთელ ფინანსურ მოძრაობებს ავტომატიზირებულს გახდიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ. ამის გარდა, ფინანსური ინდუსტრიების თანამშრომლები გათავისუფლდებიან ყველანაირი რუტინული სამუშაოსგან და ბევრად უფრო რთულ და კრეატიულ სამუშაოებზე გადაერთვებიან.
შეიძლება ითქვას, რომ საბანკო ინდუსტრია მხოლოდ ახლა იწყებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას. ეს პოტენციალი კი უსაზღვროა.
კომენტარები