უნდა აიცრათ თუ არა იმ შემთხვევაში, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ
აშშ-ის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველი კომიტეტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, ადამიანს გადატანილი აქვს თუ არა COVID-19, ის მაინც უნდა აიცრას. ამჟამინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანებისთვის, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, ვაქციანაცია "უსაფრთხო და ეფექტიანია".
გავრცელებულია მოსაზრება, რომ კორონავირუსთან გამკლავების შემდეგ, ადამიანი COVID-19-ისგან დაცულია, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. კორონავირუსისადმი იმუნიტეტი ინდივიდებს განსხვავებულად უვითარდებათ. მსუბუქი COVID-19-ისას ადამიანი ანტისხეულების მცირე რაოდენობას გამოიმუშვებს, რის გამოც ხელახალი ინფიცირების ალბათობა მაინც არსებობს. მარტივად რომ ითქვას, თუ COVID-19-ის ძალიან მსუბუქი ფორმა გაქვთ, თქვენი იმუნური სისტემა, მომავალი თავდაცვისთვის საკმარის ანტისხეულებს არ გამოყოფს.
საიტნერესო ისაა, რომ იგივე პრობლემის წინაშე არიან ადამიანები, რომლებმაც მძიმე COVID-19 გადაიტანეს. კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადება იმდენად მძიმედ მიმდინარეობდა, რომ მათ დაავადებისადმი შესაფერისი "იმუნური მეხსიერება" არ განუვითარდათ.
თუ რამხელაა ხელახალი ინფიცირების ალბათობა, ამ დრომდე უცნობია და ამის დანამდვილებით სათქმელად მეტი მონაცემებია საჭიროა. კორონავირუსისადმი გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა და ეფექტიანობა ზუსტად განსაზღვრული არაა. მეტიც, აცრილ ადამიანებს შეიძლება დამატებითი დოზები დასჭირდეთ, რათა იმუნიტეტი შეინარჩუნონ. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი მონაცემებით, COVID-19-ის გადატანის შემდეგ, მომდევნო 90 დღეში ხელახალი ინფიცირება არ ხდება.
რამდენად ხანგრძლივია ადამიანის იმუნიტეტი ვირუსისადმი, კვლევის საგანია. სამომავლოდ, შესაძლოა, ანტისხეულების რაოდენობით განისაზღვროს ვინ შეძლებს ხელახლა აცრას. ადამიანები, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს ან აიცრნენ, მაგრამ ცოტა ანტისხეულები აქვთ, ახლიდან უნდა აიცრნენ და მათი ვაქცინაცია პრიორიტეტული უნდა იყოს.
დროთა განმავლობაში, დამატებით მონაცემებთან ერთად იმუნიზაციის უფრო დეტალური განხილვა გახდება შესაძლებელი და მეცნიერებს უფრო ზუსტი წარმოდგენა ექნებათ იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსი ჩვენ სხეულზე.
კომენტარები