როგორ შეინარჩუნებენ ციფრული სერვისები აქტუალურობას პანდემიის შემდეგ — Alipay-ის ფინტექ გაკვეთილი
კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდეც კი, მობილური გადახდების ბაზარზე მიმდინარეობდა უპრეცედენტო ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას, ამან ციფრული გადახდების ბაზარის ზრდას შეუწყო ხელი, რადგან მომხმარებლებსა და ბიზნესის შორის კონტაქტური გადახდის შეზღუდვამ სავაჭრო პროდუქტებზე უკონტაქტო გადახდის ზრდა გამოიწვია.
Payvision–ის მონაცემების თანახმად, ვირუსმა საცალო ვაჭრობაში, მომხმარებლების მიერ ელექტრონული საფულეების გამოყენება გაზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ერიდებიან ტრადიცულ საკრედიტო ბარათებისა და ნაღდი ფულის გამოყენებას.
ჩინეთში ციფრული საფულე წლებია უკვე ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მობილური გადახდები კი მთლიანი ოპერაციების 80%-ზე მეტს შეადგენს. ქვეყანას ახლა სურს გახდეს მსოფლიოში პირველი, რომელიც მთლიანად გადავა უნაღდო გადახდებზე. დღესდღეობით, ჩინეთში მინიმუმ ერთი ონლაინ გადახდების კომპანია ეძებს მომავალს COVID-ის მიღმა და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მისი ტექნოლოგია კიდევ უფრო ფართოდ იქნას გამოყენებული ვირუსის გაქრობის შემდეგ.
AliPay ჩინეთის მობილური გადახდების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელსაც მსოფლიოში 1,3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ მისი სერვისი აქტუალური ყოფილიყო პანდემიის პირობებში. პლატფორმის მფლობელი კომპანია — Ant Financial, პანდემიის პირველ დღეებში წარმოუდგენლად ჩქარობდა, რომ განეხორციელებინა და გაეშვა მთავრობის ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მიზნად ისახავდა ვირუსის გავრცელების შემცირებას ჩინეთში.
ვგულისხმობთ "შუქნიშნის" სისტემას, რომელიც ელექტრონული საფულის აპლიკაციის ალგორითმის გამოყენებით, მომხმარებლებს წითელი, ყვითელი ან მწვანე ფერის QR კოდს ანიჭებდა. ამას კი მათი ბოლოდროინდელი მოგზაურობის ისტორიისა და სამედიცინო ჩანაწერების საფუძველზე აკეთებდა. წითელი QR კოდის მქონეებს აფრთხილებდნენ, რომ დაეცვათ კარანტინი 14 დღის განმავლობაში. ყვითელი ნიშნავდა, რომ მომხმარებელს შესაძლოა, საფრთხე შეექმნა სხვებისთვის და 7-14 დღის განმავლობაში უნდა დაეცვა კარანტინი, ხოლო მწვანე QR კოდის მქონეებს ქალაქში თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს "ჯანმრთელობის კოდექსი" მოკლევადიანი გამოსავალია კრიზისისაგან, ხოლო კრიზის აღმოფხვრა სრულად ვაქცინით შეიძლება, როგორც ჩანს, შუქნიშნის სისტემის გამოყენება ჩინეთში ჯერ კიდევ გრძელდება.
გასულ თვეს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა G20 ის სამიტზე ისაუბრა QR Code სისტემის მომავალ მხარდაჭერაზე, რომელიც საერთაშორისო მოგზაურობის ხელშესაწყობად გამოიყენება და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, გამოიყენონ ეს ტექნოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს იმედები ახლა COVID-19 ვაქცინაზეა დამყარებული, არ არის უსაფუძვლო ის მოსაზრება, რომ საჭიროა ამ კონკრეტულ ტექნოლოგიურ მიდგომაში, სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ ჩინეთს.
ათობით სხვა ქვეყანამ წარმოადგინა ჩინეთის სისტემის მსგავსი ვერსია. მას შემდეგ, რაც Google-მა და Apple-მა ითანამშრომლეს კორონავირუსის კონტაქტების საძიებო სისტემის შექმნის კუთხით, რომელშიც მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვას უფრო დიდი პრიორიტეტი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩინეთის სისტემა არ დარჩენილა კრიტიკის გარეშე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. კრიტიკოსებმა დაადანაშაულეს ჩინეთის მთავრობა იმაში, რომ AliPay-ს ტექნოლოგია ქვეყანაში მოქალაქეებზე თვალთვალის ტენტენციის გამამყარებელ მნიშვნელოვან ნაბიჯად გამოიყენეს. ამის მიუხედავად, ჩინეთის მთავრობამ მიიღო დადებითი შეფასება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ვირუსის გავრცელების წარმატებით აღსაკვეთად გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის განუყოფელი ნაწილია AliPay–ს ტექნოლოგია.
AliPay-მ ასევე გაზარდა საკუთარი როლი რიგ სხვა სფეროებში, COVID-19 პანდემიის დროს. მაგალითად, კომპანიამ სწრაფად შემოიღო სესხები "ნულოვანი კონტაქტით" მილიონობით სავაჭრო ობიექტისთვის, Ant Financial–ის ონლაინ ბანკის MYbank–ის მეშვეობით და 100 ჩინურ ბანკთან პარტნიორობით. მონაწილეობის წახალისების მიზნით კი, 360 000 ოფლაინ მიკროვაჭრისთვის საპროცენტო განაკვეთი მოიხსნა ქალაქ ვუჰანში.
ციფრული კუპონები იყო AliPay-ის კიდევ ერთი ინოვაციური იდეა, რომელიც ქაღალდის ფასდაკლების, საჩუქრების კუპონის ციფრული ანალოგია. 1 ივლისს, მათი გაშვებიდან ორი კვირის თავზე, 10 მილიონზე მეტი მცირე ბიზნესი მონაწილეობდა პროგრამაში.
პლატფორმამ ასევე გამოაცხადა სამწლიანი გეგმა 40 მილიონი მოვაჭრის ციფრული ტრანსფორმაციის დასახმარებლად. AliPay-იმ დეველოპერებს მოუწოდა, შეექმნათ მინი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ უკონტაქტო მომსახურებებს, როგორიცაა საკვების მიწოდება და სამედიცინო კონსულტაციები.
აღსანიშნავია, რომ AliPay-ის ძალისხმევა მიმართულია, ჩინეთის საზოგადოების სრულად "გაციფრულებისკენ", რაც გამოიწვევს კომპანიის სერვისების აუცილებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში, კორონავირუსის პანდემიის შემდეგაც. Ant Financial–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სიმონ ჰუმ, განაცხადა: ”ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ COVID-19 აფეთქების შემდეგ, მომსახურების მიმწოდებლები, რომლებსაც შეეძლებათ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები, გახდებიან ყველაზე ძლიერები”.
AliPay-ის მიდგომებზე დაკვირვებით კარგი გაკვეთილების მიღება შეგვიძლია, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ მოერგო კომპანია პანდემიის პირობებს. COVID-19-მა მსოფლიო ციფრული გადასახადების ბაზარს შეუწყო ხელი, მაგრამ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უფრო მეტმა პლატფორმამ უნდა გამოიყენოს ეს იმპულსი და იპოვოს გზები, რომ ციფრული სერვისებმა პანდემიის შემდეგაც შეინარჩუნოს აქტუალურობა. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო საბოლოოდ დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, სავარაუდოდ შეიცვლება ის, თუ როგორ ვყიდულობთ პროდუქტებს, ვმოგზაურობთ და ვაწარმოებთ ბიზნესს.
კომენტარები