ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს Facebook-ით აირჩევენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ფეისბუქით აირჩევენ. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
"პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის ელექტრონული მეთოდი.
პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი — ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.
ხმის მიცემის უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომლებსაც კენჭისყრის დაწყების მომენტისათვის ენმ-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი მოწონებული ან/და გამოწერილი აქვთ.
კენჭისყრა დაიწყება 21 დეკემბრის 14:00 სთ-ზე და გაგრძელდება 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე", — წერია პოსტში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ფეისბუქით ხმის მიცემის შემდეგ, 25 დეკემბერს პარტიის ყრილობა გაიმართება და საბოლოოდ გადაწყდება, ვის აირჩევენ თავმჯდომარედ. პარტიაში, ასევე, აცხადებენ, რომ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ არ წავლენ და თავმჯდომარედ დამტკიცდება ის, ვისაც ფეისბუქგამოკითხვით მეტი ხმა ექნება.
"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პარტიის თავმჯდომარის ყველაზე გამჭვირვალე არჩევა მოხდება, ელექტრონულად. ათი ათასობით პარტიის მხარდამჭერს და ასევე, პარტიის წევრებს ამ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ", — განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა TV პირველთან.
ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც. მან აღნიშნა რომ, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს კი მხოლოდ ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.
გაიგეთ მეტი:
- ამაყი ვარ, რომ ვიცნობ და საწყენია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო — დეგნანი ვაშაძეზე
- გრიგოლ ვაშაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გააგრძელებს — სამადაშვილი
- ვწუხვარ, რომ პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის — დეკანოიძე ვაშაძის წასვლაზე
- ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ — სამადაშვილი
- მისი კრიტიკა ყოველთვის ნაკარნახევი იყო იმით, რა სჯობს ქვეყნისთვის — წულუკიანი ვაშაძეზე
- წულუკიანისთვის კარგი ოპოზიციონერი არის პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერი — ბოკერია
- როცა თავმჯდომარე გაცხადებული თუ დამალული მიზეზების გამო მიდის, ეს პარტიის დაშლის წინაპირობაა — მდინარაძე ვაშაძეზე
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები