მიხეილ სააკაშვილი

19 Dec. 2020, 21:22

საქართველოს წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, უბრალოდ, ჩარეცხეს, ჩარეცხეს ჩვეულებრივად. ის 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ნახეთ, როგორი მონაცემები გვქონდა. ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ [ჯორჯ ბუშის ვიზიტის გარდა გულისხმობს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს, რომელიც მაშინ პრეზიდენტები არ იყვნენ] საქართველოში ბოლოს და ბოლოს.

ახლა გამოივლის გზად უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან, გვიხარიაო. სახელმწიფო მდივნები ჩვეულებრივად შემოივლიდენ ხოლმე, მოქმედი ძლიერი სახელმწიფო მდივნები და დისკოტეკებზე დაგვყავდა და მთებში.

ვერტმფრენით გადავაფრინე ერთხელ ერთი სახელმწიფო მდივანი, რუსების პოსტებს გადავუფრინეთ. ცე ერ უს (CIA) დირექტორით, მეორე ადგილზე გადავუფრინე პოსტებს, მესამე ადგილზე გადავსვით შატილში უკან და ზემოდან ისეთ ადგილებში, სადაც... ყველგან მომყვებოდენ ბრმად, არც კითხულობდნენ მათი პროტოკოლი... მერე გამომაცხადეს გიჟად და ეს იყო ნდობა, თანასწორობა, რისკზე მოდიოდნენ ჩვენი გულისთვის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ

პოლიტიკურ ლიდერშიფს არც არაფრის არ ეშინია, ჩვენ ვართ პირნათელი ქართული საზოგადოების წინაშე, აქედან გამომდინარე, რა თქმა…