NASA-მ ჰაბლის ტელესკოპის მიერ გადაღებული აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა
ჰაბლის წელს 30 წლის გახდა. ტელესკოპი კოსმოსში 1990 წელს გაემგზავრა და ის ისევ განაგრძობს კოსმოსის "შესწავლას". ცოტა ხნის წინ კოსმოსურმა სააგენტომ ამ ტელესკოპის მიერ გადაღებული 50 ახალი სურათი გამოაქვეყნა, რომლებიც ჰაბლმა ამ სამი ათწლეულის მანძილზე გადაიღო და რომლებიც ჯერ არავის გვინახავს.
ფოტოებზე იხილავთ 30 ციურ სხეულს, მათ შორის, აფეთქებულ ვარსკვლავებს, ექსტრემალურად მაღალი სიმკვირივის მქონე ვარსკვლავთა კლასტერებს, კაშკაშა გალაქტიკებს და ა.შ. ეს ობიექტები მიეკუთვნება კატალოგს, რომელიც მოყვარული ასტრონომებისთვის ქოლდუელის კატალოგის სახელითაა ცნობილი. ფოტოები წლების მანძილზე გამოიყენებოდა კვლევისთვის, წელს კი NASA-მ მათი გასაჯაროება გადაწყვიტა.
ჰაბლის ფოტოები გამოირჩევა მეტი გამჭვირვალობით, რადგან ტელესკოპი დედამიწის ატმოსფეროს მიღმა მოძრაობს და ჩვენი პლანეტის აირები და ამინდი მას ხელს არ უშლის. გარდა ამისა, ამ 30 წლის მანძილზე ტელესკოპი უკვე 5-ჯერ გააუმჯობესეს ასტრონავტებმა.
"დღეს ჰაბლი 30 წლისაა იმაზე ბევრად დახვეწილია, ვიდრე იგი გაშვებისას, 1990 წელს იყო. ტელესკოპი თავისი საქმიანობით გამოწვევებს უქმნის და ცვლის ჩვენს მსოფლხმედველობას კოსმოსის შესახებ", — წერს NASA.
ქვემოთ მოცემული ფოტოები ცნობილია, როგორც "ქოლდუელის კატალოგის ობიექტები". მათი დანახვა შესაძლებელია სამოყვარულო ტელესკოპებითაც.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები