საფრანგეთმა ბიონიკურ სუპერჯარისკაცებზე დაიწყო მუშაობა
საფრანგეთის არმია იწყებს სამუშაოებს ბიონიკური ჯარისკაცების განვითარების კუთხით, ამ ფაქტს კი ოფიციალური პირები აღწერენ, როგორც დანარჩენ მსოფლიოს არმიის ჯარისკაცებისთვის, ტექნოლოგიურად, ერთი ნაბიჯით გასწრებას.
სამხედრო ეთიკის კომიტეტმა საფრანგეთს მისცა უფლება, რომ სამშაბათიდან სუპერჯარისკაცების განვითარება დაიწყოს ქვეყნის არმიამ. BBC–ის თანახმად, ეს ნაბიჯი საფრანგეთმა, კაცობრიობის განვითარების, სამხედრო კონფლიქტების შედეგების დაბალანსებისთვის, ასევე სამხედრო ძალების ინოვაციურობის მიღწევისა და ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავების სურვილით გადადგა. გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საფრანგეთი უერთდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, ცდილობენ თავიანთი ჯარისკაცების მაღალტექნოლოგიური ინვენტარით უზრუნველყოფას.
ეთიკის კომიტეტმა დაასკვნა, რომ სუპერჯარისკაცების განვითარება აუცილებლად წარმოშობს რთულ ფილოსოფიურ და ზნეობრივ კითხვებს, მაგრამ საფრანგეთმა უნდა განსაზღვროს მომავალი, რადგან სხვა ქვეყნებიც აპირებენ, ამავე ტექნოლოგიის განვითარებას. მიუხედავად ამისა, BBC იუწყება, რომ კომიტეტმა განსაზღვრა ზოგიერთი ძირითადი წესი, რომელიც გულისხმობს, გენეტიკური ან ევგენური მიდგომების აკრძალვას.
"ფაქტების წინაშე უნდა ვიდგეთ", — განაცხადა, თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ, დასძინა რომ "მზად უნდა ვიყოთ მომავლისთვის".
მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის ნებადართული გენეტიკური ან ევგენური ტექნოლოგიების ადაპტირიება ჯარისკაცში, BBC-ს თანახმად, არის ის, რომ მსგავსი რამ, სამხედრო სამსახურის შემდეგ, საზოგადოებაში ჯარისკაცის რეინტეგრაციას შეუშლის ხელს.
ამ მოსაზრებების გარდა, როგორც ჩანს, Supersoldier tech-ის განვითარების პროცესში, მსგავსი შეზღუდვებით საფრანგეთი სამართლიან ნაბიჯებს დგამს თავდაცვის სფეროში, სხვა ქვეყნებთან შედარებით. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ის უარს ამბობს ნეირონული იმპლანტაციისა თუ სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ჯარისკაცების კოგნიტური შესაძლებლობების გასაზრდელად.
კომენტარები