ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი მალალა მაივანდი მოკლეს. BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მალალას მანქანას და მასთან ერთად მძღოლიც მოკლეს.

როგორც გამოცემა წერს, აქამდე არცერთ ჯგუფს არ აუღია პასუხისმგელობა თავდასხმაზე. პროვინციის გუბერნატორის სპიკერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები ტერიტორიიდან გაიქცნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ჟურნალისტის დედა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტი იყო 5 წლის წინ ასევე იარაღით მოკლეს.