ბლინკენს 2008 წელს საქართველოსთვის დახმარების მობილიზებაში კრიტიკული როლი ჰქონდა — ტეფტი
ფოტო: AP
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი (ტონი) ბლინკენი დაასახელა. ბლინკენი ჯო ბაიდენთან წლების მანძილზე მუშაობდა, როგორც ბაიდენის სენატორობის ასევე ვიცე-პრეზიდენტობის დროს.
ბლინკენი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი და ჯერ სენატორის და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ამ ამპლუაში, ბლინკენი ბაიდენთან ერთად ხშირად მოგზაურობდა და მნიშვნელოვანი მიმართვების დროს, მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტებს სწორედ ის ამზადებდა.
ამერიკის ხმა აშშ-ის ვეტერან დიპლომატს და საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს ჯონ ტეფტს ტონი ბლინკენზე ესაუბრა. ტეფტი ამერიკის ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც ელჩის თანამდებობაზე ლიეტუვასთან ერთად, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში იმსახურა. ის საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე რუსეთის საქართველოში შეჭრის, უკრაინაში მაიდნის რევოლუციის, ხოლო მოსკოვში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს დაინიშნა.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ტეფტს ბლინკენთან ხშირი შეხება ჰქონდა.
"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი 2008 წელს. მაშინ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც საქართველოში [ომის დროს] ჩამოვიდა. სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ე.წ. მილიარდ დოლარიანი პაკეტის სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა. ამ პაკეტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა იყო იმისთვის, რომ [ომის შემდეგ] ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად", — უთხრა ამერიკის ხმას ჯონ ტეფტმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში ტონი ბლინკენს საკვანძო როლი ჰქონდა.
"მისი როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა".
ბლინკენი ჯო ბაიდენთან ერთად საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა — პირველად 2008 წლის 17 აგვისტოს და შემდეგ თითქმის ერთი წლის თავზე, 2009 წლის ივლისში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის როლში.
ტეფტი იხსენებს, რომ ამ ვიზიტის დროს მან ტონი ბლინკენთან ახლოს იმუშავა და მასთან ერთად დაწერა გამოსვლის ტექსტი, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტს მიმართა.
ემოციურ სიტყვაში მაშინ ბაიდენმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საწინააღმდეგო რჩევების მიუხედავად, ის საქართველოში ჩავიდა.
"მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით და ამ ჩემს დაპირებას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი", — განაცხადა მაშინ ბაიდენმა.
ბაიდენი თბილისში მაშინ ჩავიდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრა. ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან ურთიერთობის "გადატვირთვას" ცდილობდა, რაც რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვეში დაიწყო. ამ ნაბიჯმა როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში მაშინ შეშფოთება გამოიწვია. ბლინკენის რეკომენდაციით, ბაიდენმა საკუთარ სიტყვაში ამ წუხილზეც ისაუბრა.
"მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც ინსტრუქცია, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია", — თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში.
ამ და სხვა მიმართვების გათვალისწინებით, რომელთა ტექსტების პირველი ვერსიაც ბლინკენმა ბაიდენს დაუწერა, ტეფტი ამბობს, რომ მომავალი პირველი დიპლომატი "სიტყვით გამოსვლის უბადლო" ექსპერტია. ტეფტი აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ ვინმემ გამოსვლის ტექსტი მოუმზადოს ისეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირს, როგორიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტია, მას დეტალურად უნდა ესმოდეს თემის ნიუანსები და ზუსტად იცოდეს ის, თუ რისი თქმა სურს სიტყვის წარმომთქმელს და როგორ დააწინაურებს ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკას.
ტეფტი ამბობს, რომ ბლინკენს არა მხოლოდ ეს უნარები აქვს, არამედ მას სენატში მნიშვნელოვან პოსტზე მუშაობის და ოპონენტებთან მოლაპარაკებების კარგი გამოცდილება აქვს.
ბაიდენთან ერთად საქართველოსთვის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე მისი რესპუბლიკელი კოლეგა სენატორი რიჩარდ ლუგარიც აქტიურად მუშაობდა. ბაიდენმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ლუგარი მას შემდეგ შეცვალა, რაც რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა დაკარგეს. ტეფტს საქართველოს დახმარების პაკეტზე მუშაობა ამ ორპარტიული თანამშრომლობის მაგალითად მოჰყავს.
"ორივე მათგანი უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო არა მხოლოდ იმაში, რომ როგორც სენატორებს აღმასრულებელი მთავრობისთვის ბიძგი მიეცათ დახმარების პაკეტის შემუშავებაში, არამედ იმაშიც, რომ სენატში ამ პაკეტის მიმართ ორივე პარტიაში მხარდაჭერა შეემუშავებინათ. ეს პერიოდი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უდიდესი შემოქმედებითობით და წინდახედულობით გამოირჩეოდა. ვფიქრობ, ტონის კარგად ესმის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო შეიცვალა", — თქვა ჯონ ტეფტმა.
მისივე თქმით, ტონი ბლინკენი არის ადამიანი, რომელსაც"ღრმა ფესვები აქვს" დიპლომატიასა და ამერიკის ღირებულებებში. ტეფტს სჯერა, რომ ბლინკენი, როგორც ამერიკის მომავალი პირველი დიპლომატი აცნობიერებს, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გამო მან "შემოქმედებითი და ახალი გზები უნდა გამონახოს" ამერიკის ინტერესებისა და მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად.
მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ახალ პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კანდიდატის ნომინაციის დასამტკიცებლად სენატისთვის წარდგენა.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები