EMC მთავრობას მოუწოდებს, გადახედონ შეზღუდვებს და გაითვალისწინონ გარემოვაჭრეების ინტერესები
EMC მთავრობას გარემოვაჭრეებისათვის საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსთავში გამართული აქციის მონაწილე გარემოვაჭრეები უთითებენ რომ საქმიანობის აკრძალვით ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან. გარემოვაჭრეთა უმეტესობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი საპენსიო ასაკის ქალები არიან, რომელთაც საკუთარი ოჯახებისათვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და შენარჩუნება მძიმე ტვირთად აწევთ.
EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:
- გადახედოს ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე მიღებულ ღონისძიებებს და შეზღუდვის ფარგლებში შესაძლებელი გახადოს გარემოვაჭრეთა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერესების გათვალისწინება;
- განიხილოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით გარევაჭრობის დაშვების საკითხი;
- დადგენილი შეზღუდვების ფარგლების, პირობებისა და მისი სოციო-ეკონომიკური გავლენების დეტალური შესწავლის საფუძველზე, გადახედოს სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების საკმარისობას და თავსებადობას სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, მათ შორის გარემოვაჭრეთა უკიდურესად მძიმე ყოფით საჭიროებებთან მიმართებით;
- უარი თქვას რეპრესიული და სადამსჯელო მეთოდების გამოყენებაზე აქციებისა და პროტესტების ფორმით გამოხატული სოციალური წინააღმდეგობის შესაკავებლად და საზოგადოებრივ უკმაყოფილებას სოციალური დაცვისა და შესაბამისი მხარდაჭერის ღონისძიებებით უპასუხოს;
- შეიმუშავოს და დაუყოვნებლივ დანერგოს სოციალური დაცვის იმგვარი სისტემა, რომელიც შეაფასებს და გაითვალისწინებს არაფორმალურად დასაქმებულთა მათ შორის გარემოვაჭრეთა სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებს;
ორგანიზაცია რუსთავის მუნიციპალიტეტს მიმართავს და ამბობს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გარემოვაჭრეთა მოთხოვნებზე საპასუხოდ მათ შორის, უზრუნველყოს გარემოვაჭრეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების გაძლიერება და მხარი დაუჭიროს მათ ვაჭრობის გაგრძელებისათვის უსაფრთხო სივრცეების მოწყობაში, რაც შესაძლებელია გახდეს მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების გადახედვის საფუძველი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრამდე შეიზღუდა თითქმის ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ქვეყნის დიდ ქალაქებში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება მხოლოდ დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე განხორციელდება. დასახელებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად კი ქალაქ რუსთავში გარემოვაჭრეების ნაწილმა დღეს სამუშაო დახლები გაშალა და მუშაობა გააგრძელა, ხოლო მათმა ნაწილმა საქმიანობის გაგრძელების ან სათანადო სოციალური დახმარების მიღების მოთხოვნით სამანქანო გზა გადაკეტა და საპროტესო აქცია გამართა.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები