ყველამ ვიცით, რომ 2020 პარადიგმების ცვლის წელია. ფინანსურმა ინფრასტრუქტურებმა თავის ლიმიტებს მიაღწია. თუმცა, წლის ბოლო ახლოვდება და იმედის ახალი ნაპერწკალი ჩნდება. ამის ფონზე, Finance Magnates-ს აინტერესებს, რა იქნება 2021 წლის ფინტექ "მენიუში".

აი, რას ამბობენ ექსპერტები:

  • აღქმის შეცვლა

Securrency-ის წარმომადგენელმა, ჯეისონ მიულერმა, Finance Magnates-ს განუცხადა, რომ ფინტეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი, უშუალოდ, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ხედავენ ადამიანები თავის ფინანსურ ცხოვრებას.

მიულერმა განმარტა, რომ პანდემიამ და შედეგად გამოწვეულმა ჩაკეტვებმა ადამიანებს კითხვები გაუჩინა, თუ რა შეიძლება იყოს მათი ფინანსური უზრუნველყოფის ალტერნატივები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ეკონომიკა ზარალდება, როდესაც ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს, "ფულის" აღქმის კონცეფციაც იცვლება.

"რაც უფრო დიდ ხანს გასტანს პანდემია, ადამიანები მით უფრო შეეჩვევიან მას. შესაბამისად, ფინანსური შემოსავლის ალტერნატიულ ფორმებს კიდევ უფრო სწრაფად მოერგებიან", — ამბობს მიულერი.

ყოველივე ამის შემდეგ, რყევებმა, რომლებმაც მთელი გლობალუირ ეკონომიკა შეაზანზარეს, მთლიანად ფინანსური სტაბილურობის აღქმაც შეცვალეს.

პანდემიის პოსტ პერიოდში, იმედია, რომ კანონის შემდგენლები უფრო ახლოდან შეისწავლიან, თუ როგორ უარყოფითად იმოქმედა მილიონობით ამერიკელის ეკონომიკურ ვითარებაზე მოძველებულმა საგადასახადო ინფრასტრუქტურამ.

  • კრიპტოვალუტების მზარდი პოპულარობა — 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინტექ ტრენდი?

ტრადიციული ფინანსური ეკოსისტემის აღქმის ამ ცვლილების ერთ-ერთი ბენეფიციარია კრიპტოვალუტის სივრცე.

Token Metrics-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — იან ბალინამ Finance Magnates-ს განუცხადა, რომ მომავალ წელს, ფინტეკის განვითარების კუთხით, ის კრიპტოვალუტების მიღებისა და განვითარების გზებს ხედავს.

ცნობისთვის, Token Metric არის ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული კრიპტოვალუტის კვლევის კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს კრიპტოინდექსების, რეიტინგებისა და ფასების ზუსტი პროგნოზების გასაკეთებლად.

”2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინტეკ ტენდენციები კრიპტოვალუტები იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიტკოინი ყველა დროის მაჩვენებელს გადაასწრებს და თითო ბიტკოინის ფასი 20 ათას ამერიკულ დოლარამდე ავა. ეს მეინსტრიმ მედიის დიდ ყურადღებას მიიპყრობს“, — ამბობს ბალინა.

გრეგორი კიუ, DMM ფონდის დამფუძნებელი ასევე თვლის, რომ კრიპტოვალუტები მომავალ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

"პანდემიის შემდეგ, ციფრული აქტივები გაცილებით უფრო ინტეგრირდება ჩვენს მონეტარულ სისტემებში, რაც შესაძლოა, ახლებური გლობალური ეკონომიკის საფუძველიც კი გახდეს. შედეგად მივიღებთ ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებს“, — ამბობს კიუ.

  • P2P-ზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურება უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ვიდრე ოდესმე

ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ P2P-ის ფინანსურ მომსახურებაზე მოთხოვნა სულ უფრო მატულობს.

LiquidApps-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, ბენი ჰაკაკმა Finance Magnates-ს განუცხადა, რომ P2P ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლებს იზიდავს და კიდევ უფრო მოთხოვნადს ხდის.

ჰაკაკმა აღნიშნა, რომ P2P-ის ფინანსური მომსახურების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყებში.

კრიპტოვალუტის ეკოსისტემის ფარგლებში, P2P სისტემის ზრდა მეტწილად ეხება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მზარდ მნიშვნელობას, ისეთ მომსახურებების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა აქტივების ვაჭრობა, სესხების გაცემა და პროცენტების მიღება.

  • საინვესტიციო პროგრამები სულ უფრო ახალ მომხმარებლებზე გადადიან

პანდემიის დროს DeFi-ზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტების აქტივებმა ასევე მოიპოვეს დიდი პოპულარობა.

"ონლაინ ინვესტიცეიბმა მოიმატა, რადგან მეტი ადამიანი ეძებს პასიური შემოსავლისა და ფულის გამომუშავების დამატებით წყაროებს", — ამბობს გრეგორი კიუ.

ინვესტორები ეძებენ შემოსავლის მიღების ახალ გზებს. მაგალითად, Robinhood-მა ახალ ინვესტროთან ერთად, ძალიან დიდი ზრდა განიცადა. ისინი ვაჭრობენ Dogecoin-ის კრიპტოვალუტით, რომელიც TikTok-თან არის დაკავშირებული.

"ახალი ინვესტორების ეს ნაწილი გახდება ინვესტიციების მომავალი", — ამბობს ბალინა.

  • ბიტკოინის, როგორც "კორპორატიული სახაზინო ინსტრუმენტის" ინსტიტუციონალიზაცია

კრიპტოვალუტისადმი ზოგადად გაზრდილი ინტერესის გარდა, რომელიც, როგორც ჩანს, 2021 წელს კიდევ უფრო გაიზრდება, ბიტკოინის როლი ინსტიტუციურ ინვესტიცეიბში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

სეამუს დონეჰიუმ, MATACO-ს გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, Finance Magnates-ს განუცხადა, რომ "ყველაზე დიდი ფინტეკ ტრენდი ბიტკოინის განვითარება იქნება.”

"ბიტკოინის, როგორც კორპორატიული სახაზინო ინსტრუმენტის გაფართოება ხდება. ეს ხელს შეუწყობს ამ აქტივების ახალი კლასის უსაფრთხო ინტეგრირებას, ფინანსური კომპანიების ძირითად ინფრასტრურქტუაში", — ამბობს დონაჰეი.

მართლაც, კრიპტოვალუტების ინტეგრირება, როგორიცაა ბიტკოინი, ტრადიციულ საბანკო სისტემაში, განსაკუთრებულად აქტიური თემაა შეერთებულ შტატებში.

ამ წლის დასასწყისში, აშშ-ს ვალუტის კონტროლის ოფისმა (OCC) გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც განმარტავდა, რომ ეროვნულ ბანკებსა და ფედერალურ შემნახველ ასოციაციებს კანონით აქვთ უფლება, ფლობდნენ კრიპტოვალუტებს აქტივებზე.

  • მეტი თანამშრომლობა Fintech–ის მარეგულირებლებთან — "რეგულაციების შემცირება"

"ახლოვდება 2021 წელი და მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა პანდემია კვლავ, მე ვფიქრობ, მარეგულირებელ დონეზე, ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო მისცემს ფინტექს განვითარებისა და გავრცელების საშუელებას", — ამბობს ჯეისონ მიულერი.

მარეგულირებელი ორგანოები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ იმ მოთხოვნების გადახედვასა და განახლებას, რომლებიც გარკვეულ მხარეებს ფიზიკურ დასწრებას ავალდებულებს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფინანსური მარეგულირებლები ხშირად გამოთქვამენ სურვილს, რათა გაერთიანდნენ სარეგულაციო ჩარჩოების დახვეწვისთვის და ჰარმონიზაციისთვის. ეს ყველაფერი კი პირდაპირ დაკავშირებულია ფინტექთან.

  • ყველაფრის "ფინტექიზაცია"

"ფინტეკიზაცია" რამდენიმე წელია რაც აქტიურად მიმდინარეობს. ფინანსური სერვისები ყველგან გვხვდება: სატრანსპორტო აპლიკაციებში, საკვების შეკვეთის აპლიკაციებში, კორპორატიული წევრობის ანგარიშებში. ეს სია იზრდება და იზრდება.

მსგავსი ტენდენცია მალე არ გაქრება, რადგან მონაცემებზე მოთხოვნილება უფრო მატულობს. ეს შემოსავლის ახალ, მასიურ ნაკადს უზრუნველყოფას.

ამასთან, როგორც ამ წლის დასაწყისში ფინანსთა კომუნიკაციების საბჭოს თავმჯდომარემ, დენიელ პ. სიმონმა Finance Magnates-ს განუცხადა, კომპანიებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, სანამ ისინი ფინტექ სამყაროში შევლენ.