ერთი ვიდეოს გამო ჩარლი დ'ამელიომ TikTok-ზე მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა
განახლება: TikTok-ზე ჩარლი დ'ამელიოს გამომწერთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა
ტიკტოკის 16 წლის ვარსკვლამა ჩარლი დ'ამელიომ ბოლო რამდენიმე საათში პლატფორმაზე მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა, რისი მიზეზიც YouTube-ზე გავრცელებული ვიდეო გახდა.
პოპულარობას ყველაზე ბევრგამომწერიანი ტიკტოკ ვარსკვლავის ოჯახის წევრებიც იხვეჭენ, მათ YouTube-ზე ანგარიში აქვთ გახსნილი, სადაც ვლოგზე, ვახშამი დ'ამელიოებთან ახალი სერია გამოაქვეყნეს. ჩარლის, მის დას დიქსის და მშობლებს, ჰეიდისა და მარკს სტუმრად ინტერნეტვარსკვლავი და გრიმიორი ჯეიმს ჩარლზი ჰყავდათ მიწვეული, მათი ვახშამი კი ასევე იუთუბერმა და შეფ-მზარეულმა აარონ მეიმ მოამზადა.
ვიდეოში ჩანს, რომ ჩარლი და დიქსი მზარეულის ზურგს უკან დამცინავ და ზიზღნარევ სახეებს იღებენ და მას მენიუსა და სახლში მომზადებულ კერძს უწუნებენ. მეიმ ვახშამი კრევეტებით, ქათმითა და ლოკოკინებით მოამზადა. გასინჯვის შემდეგ, დიქსი გარეთ გარბის და გულს ირევს, დაბრუნებული კი მზარეულს საყვედურობს.
მოგვიანებით, ვახშამზე ჩარლი დ'ამელიო ტიკტოკზე საკუთარი გამომწერების რიცხვს განიხილავს და გულდაწყვეტით ამბობს, რომ 100 მილიონი გამომწერი ვერ მოაგროვა.
"ოხ, ნეტა მეტი მყოლოდა. წარმოიდგინეთ, 100 მილიონი რომ მომეგროვებინა", — ამბობს ჩარლი. იმ მომენტისთვის მისი გამომწერების რაოდენობა 99,5 მილიონი იყო და ის ვარაუდობდა, რომ სასურველ რაოდენობას რამდენიმე დღეში დააგროვებდა. ჯეიმს ჩარლზი კი უკმაყოფილო სახით ეკითხება: "ნუთუ 95 მილიონი შენთვის საკმარისი არა?"
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ფანებმა ჩარლის ტიკტოკზე გამოწერა გაუუქმეს და რამდენიმე საათში მან მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა. დღის ბოლოს, მისი გამომწერების რაოდენობა 98,4-ზე ჩამოვიდა. ფანები დებს "სნობსა" და "უმადურს უწოდებდნენ.
მოგვიანებით დიქსიმ ჩაწერა ვიდეო, სადაც ახსნა, რომ ვიდეოს სცენარი წინასწარ იყო დადგმული და შეთანხმებული. ჩარლი ინსტაგრამ ლაივზე გამოჩნდა, სადაც თქვა, რომ მზარეულთან სიუჟეტი კონტენტმენეჯერის მოფიქრებული იყო, მან ასევე ემოციურად მოუხადა ბოდიში გამომწერებს და ცრემლნარევმა დასძინა, რომ მკვლელობის მუქარებს იღებს:
"მეც ადამიანი ვარ, ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებ".
ჩარლი დ'ამელიო ამერიკელი მოცეკვავე და ინტერნეტვარსკვლავია. მან ტიტკოკზე აქტიურად კონტენტის განთავსება 2019 წლის მიწურულს დაიწყო, ერთ წელიწადში კი მას პლატფორმაზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს.
თუ გამოცდილი ტიკტოკერი ხარ და ამ აპლიკაციაზე ბევრი სასაუბრო დაგიგროვდა, შემოგვიერთდი ჯგუფში – Georgian TikTok Community - ქართული ტიკტოკი.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები