აშშ-ს დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე 13 მილიონი გრიფმოხსნილი გვერდი გამოაქვეყნა.

დოკუმენტები შეიცავს როგორც რეპორტებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, ასევე ცნობებს, ე.წ. Stargate-ის ექსპერიმენტის შესახებ.

Stargate Project სადაზვერვო ექსპერიმენტი იყო, რომლის მიზანიც შორ მანძილზე არსებული სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება იყო. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ექსტრასენსმა ური გელერმა ამ პროექტის ფარგლებში კედლის მეორე მხარეს არსებული ფოტოებისა და ნახატების გადმოკოპირება შეძლო.

აღნიშნული დოკუმენტები ტექნიკურად აქამდეც საჯარო იყო, მაგრამ მათი ნახვა მხოლოდ მერილენდში მდებარე ეროვნულ არქივში იყო შესაძლებელი. ორგანიზაცია მაკროკის სარჩელის საფუძველზე, CIA იძულებული გახდა, ყველა დოკუმენტი გაეციფრულებინა და ონლაინ არქივში აეტვირთა. დავა 2 წელზე უფრო დიდხანს მიმდინარეობდა.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დოკუმენტებზე წვდომა ე.წ. Readingroom-იდან შეგიძლიათ. არქივში ამჟამად 800 ათასი დოკუმენტია, რომელთა გვერდების საერთო რაოდენობა 13 მილიონს აღწევს.