MIT-ის ინჟინრებმა რობოტი ლეოპარდი შექმნეს, რომელსაც ხტუნვა შეუძლია. MIT-ის საინფორმაციო გამოშვების რელიზის მიხედვით, დიზაინერებმა რობოტში ახალი სისტემა სახელად "მინი ლეოპარდი" დააინსტალირეს, რომელიც მას სხვადასხვა რელიეფზე ნაპრალებზე გადახტომის საშუალებას აძლევს.

სისტემა რეალური დროის ვიდეო სენსორს ეყრდნობა, რომელიც ისეთ პოტენციურ დაბრკოლებებს ამჩნევს, როგორებიცაა ხვრელები და ნაპრალები. იგი ამ დაბრკოლებებს ინსტრუქციებად თარგმნის, რომლებიც ლეოპარდი რობოტის რეაქციებს განსაზღვრავს.

"ამ პარამეტრებში, მარცხის თავიდან ასაცილებლად, მხედველობის გამოყენებაა საჭირო", — განაცხადა რელიზში გაბრიელ მარგოლისმა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის პროფესორმა MIT-ში. "მაგალითად, ძნელია ნაპრალში არ ჩავარდეთ, თუ ვერ ხედავთ სად მიდიხართ. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომლებიც ფეხებიან გადაადგილების საშუალებაში მხედველობის ჩაინტეგრირებას ხდის შესაძლებელს. მათი უმეტესობა ახალ მოძრავ რობოტულ სისტემებში გამოყენებისთვის მოუხერხებელია".

მინი ლეოპარდის მხედველობის სისტემა რელიეფის სიღრმეზეა ორიენტირებული. სისტემა ამ ინფორმაციას ნეირონულ ქსელს გადასცემს, რომელიც დაბალი დონის მაკონტროლებელს სამიზნე ტრაექტორიას აწვდის. ეს უკანასკნელი რობოტის 12 სახსრის მოძრაობას განკარგავს.

ფოტო: news.mit.edu

"სისტემის იერარქია, დაბალი დონის მაკონტროლებლის ჩათვლით, რობოტის ქცევების შეზღუდვის საშუალებას გვაძლევს", — განმარტა მარგოლისმა რელიზში. "დაბალი დონის მაკონტროლებლით ვიყენებთ კარგად შერჩეულ მოდელებს, რომლებსაც შეგვიძლია აღნიშნული შეზღუდვები მოვარგოთ. ჩვეულებრივ, ეს სწავლაზე დაფუძნებული ქსელებისთვის არაა შესაძლებელი".

აქამდე ვიცოდით, რომ ლეოპარდ რობოტს ჰაერში უკუღმა ამოტრიალება შეეძლო, ახლა კი ის გადაადგილებისას რიგი დაბრკოლებების გადალახვას ისევე შეძლებს, როგორც ჩვენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე