ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების დროს უჩვეული რამ მოხდა
მეცნიერებმა, შესაძლოა, ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეერთება დააფიქსირეს. ამ მასიური მოვლენის ნიშნები პირველად 22 მაისს შენიშნეს და უფრო მასშტაბური დაკვირვებებისთვის ასტრონომებმა საუკეთესო ინსტრუმენტები შეკრიბეს.
მენიერებს სჯერათ, რომ მსგავსი გამა-გამოსხივებები ნეიტრონული ვარსკვლავების შეერთებით მიიღება და შესაბამისად, მათზე დაკვირვების ნებისმიერ შანსს დიდი სიამოვნებით იყენებენ. თუმცა დაკვირვებების დროს რაღაც უცნაური შენიშნეს: ნათება იმაზე ათჯერ მეტ ინფრაწითელ გამოსხივებას შეიცავდა, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო. კვლევის ავტორების აზრით, მსგავსი შეუსაბამობა, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ აფეთქებამ რაღაც მოულოდნელი წარმოქმნა.
"დაკვირვებებით მიღებული შედეგები მოკლე გამა-გამოსხივების ტრადიციული ახსნით ვერ შემოიფარგლება. ამ შეერთებისას მიღებული რადიო და რენტგენული სხივები უბრალოდ ტრადიცულს არ ემთხვევა", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა — ვენ-ფაი ფონგმა.
დასაკვირვებლად ასტრონომებმა აუამრავი რესურსი გამოიყენეს, თუმცა ექსტრემალური ინფრაწითელი რადიაცია ჰაბლის ტელესკოპმა დააფიქსირა.
"ჰაბლი ისეა შექმნილი, რომ მან ინფრაწითელი ემისიები მოძებნოს, რომელსაც ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების დროს მძიმე ელემენტების, ოქროს, პლატინისა და ურანის წარმოქმნა იწვევს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ედო ბერგერმა, — "მოულოდნელად, ჩვენ ინფრაწითელი გამოსხივების იმაზე ბევრად მეტი რაოდენობა დავაფიქსირეთ, ვიდრე ველოდით, რაც მიგვანიშნებს, რომ რაღაც უჩვეულოსთან გვაქვს საქმე".
ასტრონომების თქმით, ამ აფეთქების შედეგად, შესაძლოა, შავი ხვრელის ნაცვლად მაგნეტარი მივიღოთ. მაგნეტარი უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპია, რომელსაც რენტგენული და გამა-გამოსხივების გამოყოფა ახასიათებს. თუკი ეს ნამდვილად ასეა, მეცნიერებისთვის ეს მოვლენა უნიკალური შანსი იქნება.
"ჩვენ მაგნეტარების არსებობის შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ მათ ჩვენს გალაქტიკაში ვხედავთ. ჩვენი აზრით, მათი უმეტესობა მასიური ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგაა წარმოქმნილი. აქამდე მსგავსი მტკიცებულება არასდროს გვინახავს, რაც ამ აღმოჩენას ბევრად განსაკუთრებულს ხდის", — აცხადებს ფონგი, — "რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ჰაბლმა ფოტო აფეთქებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ გადაიღო".
კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები