ყარაბაღის თემა არც ხელმოწერამდე გადაწყვეტილა, არც ხელმოწერით მოგვარებულა — ფაშინიანის მიმართვა ხალხს
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ ტვიტერზე დაპოსტა, რომ ბოლო რამდენიმე დღე სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო, ამიტომ ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ახსნას იმსახურებენ. საკუთარი ხალხისადმი მიმართვა და შეთანხმების ახსნა კი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
"სომხეთსა და სომეხ ხალხს გადამწყვეტი დღეები ელის. მწუხარებაა ყველა ჩვენგანის გულში, ცრემლებია ჩვენს თვალებზე და ტკივილი ჩვენს სულში. დასასრულმა ომისა, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო და რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა, საჯარო სასოწარკვეთა გამოიწვია და კითხვები გააჩინა. მე უნდა ვუპასუხო ამ კითხვებს:
რატომ გაფორმდა სომხეთისთვის ასეთი არახელსაყრელი დოკუმენტი?
ეს მოხდა იმ პირობებში, როცა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინებოდა, რომ ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა და ომი უნდა შეწყვეტილიყო რაც შეიძლებოდა სწრაფად. ხოლო არცახის პრეზიდენტი გვაფრთხილებდა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდებოდა, ჩვენ რამდენიმე დღეში დავკარგავდით სტეფანაკერტს. უარესი სცენარის შემთხვევაში კი რამდენიმე საათში.
შესაძლოა, ბევრმა თქვას, რომ ჩენ უკვე დაკარგული გქვონდა ჰადრუტი, შუში და ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, თუ სტეფანაკერტსაც დავკარგავდით. რეალობა ცოტათი სხვანაირია — თუ ჩვენ დავთმობდით სტეფანაკერტს, რომელიც, იმ დროისთვის, მეტწილად, დაუცველი იყო, მაშინ წინასწარ პროგნოზირებულად დავკარგავდით ასკერანსა და მარტაკერტს. რამდენადაც ეს ქალაქები ომის წინა ხაზიდან მოშორებით, უკანა ნაწილში მდებარეობს, არ ჰქონდათ შესაბამისი თავდაცვითი სტრუქტურები და ნაგებობები. არც იმდენი საბრძოლო ძალა იყო, რომ რეალურად ეს ქალაქები დაეცვა.
რა მოხდებოდა ამ ქალაქების დაცემის შემდეგ?
თავდაცვის ძალების მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილები მტრის ალყაში მოექცეოდა. ეს კი ნიშნავს, რომ 20 000-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი და ოფიცერი მტრის ჯარით გარშემორტყმული და სიკვდილის ან დატყვევების პერსპექტივის წინაშე იდგებოდა. ასეთ შემთხვევაში ქალბაჩარისა და ქაშათაღის რეგიონების დაცემა გარდაუვალი იქნებოდა, რაც სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა.
რატომ დავიწყე ჯარისკაცებზე შფოთვა დოკუმენტის ხელმოწერის დროს და რატომ არ ღელავდი მანამდე?
მეთაურებს აქვთ ძირითადი ფუნქცია, კერძოდ, საბრძოლო ამოცანების დასახვა, რომელსაც კონკრეტული ტაქტიკური და სტრატეგიული მიზნები აქვს. მეთაურმა ამოცანების დასახვისას უნდა გააცნობიეროს, რომ მათმა შესრულებამ, შესაძლოა, ჯარისკაცების სიკვდილი გამოიწვიოს. მთავარსარდლის რანგში ყოფნისას, ომის დაწყების პირველივე დღიდან ვსახავდი ამოცანებს ჯარისა და შეიარაღებული ძალებისთვის. იქმნება სიტუაცია, როცა ჯარისკაცს არ შეუძლია მოვლენების შემდგომ განვითარებაზე გავლენის მოხდენა. ჯარისკაცი აღარ უნდა დაიღუპოს სამშობლოს გამო, მაგრამ სამშობლოს სჭირდება ჯარისკაცისთვის მსხვერპლის გაღება. მეთაურმა არ უნდა გასცეს ისეთი ბრძანება, რომელიც მისი ჯარისკაცების სიკვდილს გულისხმობს.
ამის გათვალისწინებით, როცა ხელი მოვაწერე დოკუმენტს, გავაცნობიერე, რომ თავად ვიდექი სიკვდილს საფრთხის წინაშე და არა მხოლოდ პოლიტიკური, ასევე, ფიზიკური გაგებით, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენთვისაც 25 000 ჯარისკაცის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია. საფრთხის ქვეშ იყვნენ ჯარისკაცები, რომლებმაც სამშობლოსთვის გაწიეს სამსახური, მეტიც, უკანა ფლანგზე შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენის შანსი აღარ ჰქონდათ, რადგან იქ, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა საბრძოლო ძალა, ამიტომ, დრო იყო, მთავარსარდალს ჯარისკაცის სიცოცხლისთვის საკუთარი სიცოცხლე დაეყენებინა საფრთხის ქვეშ. დრო იყოს, სამშობლოს გაეღო მსხვერპლის იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც სამშობლოს გულისთვის არაფერს იშურებდნენ, და მე ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერე.
ამ სიტუაციასა და ამ პირობებში საკითხი აღარ ეხებოდა დღეებს ან კვირებს, სადაც ჩვენ მანევრირება შეგვეძლო — გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ეს გადაწყვეტილება საათებში უნდა მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაწყებულიყო ისეთი პროცესები, რომელიც 10 000, 20 000 და 25 000 სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლეს იმსხვერპლებდა.
რატომ არ გადავდექი თანამდებობიდან, სანამ ამ დოკუმენტს მოვაწერდი ხელს?
იმიტომ, რომ ეს დეზერტირობას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ჩამომეხსნა და სხვების მხრებზე შემომედო იმ იმედით, რომ მოგვიანებით ხალხი იტყოდა, პრემიერმინისტრი ფაშინიანი იმდენად პატრიოტი იყო, რომ ამ დამამცირებელ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. ასევე, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე საათში უნდა მიმეღო. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ბორბალი ისე დატრიალებულიყო, რომ ვეღარავის გაეჩერებინა.
რატომ არ გავიარე კონსულტაციები ხალხთან დოკუმენტზე ხელმოწერამდე?
ძალიან მარტივი მიზეზია — მე წარმოვადგენდი ობიექტურ სიტუაციას, რაც გულისხმობდა, მტრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მდგომარეობის შესახებ, მეტიც, მიწოდება გეგმის, რომ ჩაეკეტათ ჩვენი ჯარისკაცები, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვებოდა.
გარდა ამისა, პირობა დავდე, რომ ხალხთან ერთად განვიხილავ ყარაბაღის საკითხის მოგვარებას და ეს დოკუმენტი არ ითვალისწინებს თემის არსებით მოგვარებას, ეს მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაა. ყარაბაღის საკითხი არც ამ დოკუმენტის ხელმოწერამდე გადაწყვეტილა და არც ხელმოწერის მერე მოგვარებულა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
რატომ არ იყო შესაძლებელი ცეცხლის პირველივე დღეს, ან, თუნდაც, ცოტათი მოგვიანებით შეწყვეტა?
ორი მიზეზი იყო. პირველი, შუშის ჩათვლით შვიდი რაიონის უბრძოლველად ჩაბარებამ მოგვიწია. მეორე, სამხედრო სიტუაციამ იმედი გააჩინა, რომ ახალი რესურსების ჩართვით, ზეადამიანური ძალისხმევით შევძლებდით გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე და არცახის პრეზიდენტი ვაგრძელებდით მოწოდებას სამშობლოს დასაცავად, მაგრამ, ასევე, ვცდილობდით, დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი გზავნილები ჯარისკაცებს ენთუზიაზმს არ დაუკარგავდა, სასოწარკვეთაში არ ჩააგდებდა და მტერს არასაჭირო ინფორმაციას არ მიაწოდებდა ჩვენი პრობლემების შესახებ.
ჩვენ, არცახის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, თავად მე და სომხეთის მთავრობამ, ჩვენმა ჯარისკაცებმა, მოხალისეებმა, ოფიცრებმა და გენერლებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეცვა ჩვენი მიწის ყოველი სანტიმეტრი.
ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა, არა დანებებისთვის, არამედ გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა, რაც გვაქვს. ისინი, პრაქტიკულად, სამი არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ, როგორც არცახის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ვერ შევძელით ჯარისთვის ზურგი გაგვემაგრებინა.
მიუხედავად გმირობისა, მოხალისეთა ჩართულობისა, მობილიზაციისა, ეს ყველაფერი არ იყო იმდენად ძლიერი, რომ იმ გამოწვევებს გამკლავებოდა, რადგან იმ რეალობის წინაშე ვიდექით, საიდანაც გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობდა.
დოკუმენტის შინაარსი ნამდვილად ცუდია ჩვენთვის, მაგრამ იმაზე უარესი არ უნდა გავხადოთ, ვიდრე არის
ვრცელდება ინფორმაცია ქალაქ მეღრის ჩაბარების შესახებ, რაც აბსოლუტური უაზრობაა. საკითხი ეხება მხოლოდ სატრანსპორტო გზების გახსნას რეგიონში, მათ შორის, აზერბაიჯანიდან ნახიჩევანისკენ. უნდა მოხდეს სიუნიკის გავლით ერევნიდან ნახიჩევანისკენ სატრანსპორტო გზის გახსნა, მათ შორის, იგულისხმება სარკინიგზო კომუნიკაცია სომხეთსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილს, რომელიც არცახის ხელისუფლებას ექვემდებარება, რუსი სამშვიდობოების განლაგების შემდეგ გორისიდან სტეფანაკერტის მიმართულებით ლაჩინის კორიდორი უწყვეტად იფუნქციონირებს. სტეფანაკერტსა და ერევანს შორის კომუნიკაცია საიმედო უნდა იყოს. სამშვიდობოები უზრუნველყოფენ საზღვრის უსაფრთხოებას არცახის ნაწილში, ამიტომ ამ ტერიტორიის დასახლებაზე მცხოვრებლები უნდა დაუბრუნდნენ სახლებს რაც შეიძლება მალე.
და ბოლოს საკითხი მთიანი ყარაბაღის თემაზე, არცახის სტატუსი არის ფუნდამენტური მნიშვნელობის. ჩვენი ამოცანა არ შეცვლილა — არცახის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება აბსოლუტური პრიორიტეტია და რეალურად, უკვე არის წონიანი არგუმენტები მისი აღიარებისთვის".
შეჯამება
განცხადების ბოლოს ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ ხალხს სრული უფლება აქვთ ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით და უფლებით, რომ შექმნან მთავრობა. მიუხედავად ამისა, ფაშინიანმა ისიც თქვა, რომ აჯანყებული ჯგუფების გამოსვლები ყოფილი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული და დაორგანიზებული მოვლენებია და მთავრობა დათმობას არ აპირებს. ასევე, განაცხადა, რომ აჯანყებულთა ჯგუფის ბევრი მონაწილე უკვე დაკავებულია, ბევრიც იძებნება და აუცილებლად იპოვიან.
"მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, არ წამოეგონ პროვოკაციას და გაერთიანდნენ მთავრობის გარშემო, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ვერავინ შეძლებს ხალხის ძალაუფლების უზურპაციას ქვეყნის ძარცვისა და კორუფციის მორევში დაბრუნების წინააღმდეგ", — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ყაჩაღობისა და კორუფციის მწარე ნაყოფს იმკის, როცა ქვეყნის შემოსავალი და სიმდიდრე კარგად ცნობილი ინდივიდების ჯიბეში მიდიოდა და არ იყო მიმართული ჯარის განვითარებისკენ.
პრემიერმინისტრმა ხალხს მიმართა, რომ ქვეყანას აქვს მომავალი და ყველამ უნდა იზრუნოს, რომ არსებული სირთულე მნიშვნელოვან ეტაპად აქციოს მომავლის გზისკენ სვლაში. ასევე, ყველამ ერთად უნდა მიიღოს გაკვეთილი კოლექტიური შეცდომებისგან.
ფაშინიანმა, ასევე, მოიყვანა სხვა ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც მე-20 საუკუნეში ყველაზე მძიმე კაპიტულაცია განიცადეს, მაგრამ დღეს ყველაზე ძლიერ ქვეყნებს შორის არიან.
"სასტიკი დამარცხების შემდეგ მათ შეძლეს გამხდარიყვნენ ძლიერები განათლებაზე, მეცნიერებაზე, ინდუსტრიასა და დემოკრატიაზე აქცენტით და ეს უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯიც. ყველას მოვუწოდებ, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რის გაკეთება შეგვიძლია ქვეყნის გაძლიერებისთვის. ეს იქნება საუკეთესო პასუხი ჩვენი მოწამეების, დაჭრილების დაღუპულებისა და მათი ოჯახის წევრებისადმი", — აღნიშნა ფაშინიანმა.
ბოლოს კი პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ განვითარებაზე ზრუნვა და ყოველდღიური შემოქმედებითი მუშაობა დაფასებაა მათი, ვინც ამ ომში დაიღუპა.
9 ნოემბერს გვიან ღამით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სომხეთში შეთანხმება კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.
სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, შეთანხმებაში არ წერია.
ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.
ამავე თემაზე:
- რუსეთი ყარაბაღში "სამშვიდობოებს" შეიყვანს — რა წერია დეკლარაციაში, რომელზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს
- არცახის სრულად დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, დავთანხმდი ომის დასრულებას — ყარაბაღის ლიდერი
- ეს განცხადება ნიშნავს სომხეთის დანებებას, დასრულდა მრავალწლიანი ოკუპაცია — ილჰამ ალიევი
- შეთანხმებას არმია დაჟინებით მოითხოვდა — ფაშინიანი
- სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მთიანი ყარაბაღის შეთანმების შესახებ პრესიდან გაიგო
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა

კომენტარები