ნათია მეზვრიშვილი: დღეს თუ უვიზო მიმოსვლას გაგვიუქმებენ, იქნება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა
პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, თუ EU-მ საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმა, ეს არც "დიფ სთეითის" და არც გლობალური ომის პარტიის მხრიდან შანტაჟის ბრალი არ იქნება. ის ამაზე პასუხისმგებლობას ოცნების ხელისუფლებას აკისრებს.
"თავის დროზე ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის მიმართულებით რეფორმების გატარების გამო. არანაირი დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია არ იყო ამაში ჩართული. საჯარო მოხელეებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ამისთვის ვასწორებდით დღეს და ღამეს. დღეს თუ უვიზო მიმოსვლას გაგვიუქმებენ, იქნება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც სრულად გააჩერა მომავალი რეფორმები და მის მიერ წარსულში გატარებული რეფორმებიც უკან წაიღო. ანუ, ესეც არანაირი დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის მხრიდან შანტაჟის ბრალი არ იქნება.
უვიზო მიმოსვლის გაუქმება ნიშნავს ათასობით ქართველისთვის ვიზების დაუსრულებელ რიგში დგომას, სოლიდური სავიზო მოსაკრებლების გადახდას, დასაქმების და ხელფასის ცნობის აღებას (რასაც ყველა ვერ იღებს იმიტომ, რომ თვითდასაქმებულია ან უმუშევარი), მგზავრობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, რაც ყოველთვის უდიდეს რესურსთან იყო დაკავშირებული და ა.შ. ანუ, უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის ნიშნავს პრაქტიკულად ევროპაში სიარულის აკრძალვას იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებენ ვიზის აღების უზარმაზარ ბიუროკრატიულ მოთხოვნებს. ეს არის უდიდესი ტვირთი ქართველი სტუდენტებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ევროპაში დროებით დასაქმებულებისთვის. უვიზოს გაუქმება თანაბრად შეეხება მათ შორის ოცნების ამომრჩეველს.
რა თქმა უნდა, მე ამ გადაწყვეტილება მხარს არ ვუჭერ და არც არასოდეს ვუჭერდი. თუ ეს მოხდება, რისხვა შეგიძლიათ მხოლოდ ოცნებისკენ მიმართოთ", — წერს ნათია მეზვრიშვილი.
- დავით მათიკაშვილი: ევროკავშირი უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს
- გია ვოლსკი: [უვიზოს გაუქმებით] ევროპა საერთოდ გადახაზავს, ყველა პრინციპს და ეს საქართველოს არ ეხება მხოლოდ. [ევროკავშირს] მარიონეტული რეჟიმი სჭირდება საქართველოში.
- თამარ ჩერგოლეიშვილი: უვიზო მიმოსვლაში უნდათ ქოცებსაც — არ არსებობს ქოცი, რომელიც გეტყვის, რომ "მე არ მინდა უვიზო მიმოსვლა ევროპაში".
- ნიკა გვარამია: იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!
- უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, მაგრამ თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი დარჩებოდა თავისი ქვეყნის პატრიოტად — წილოსანი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე
- გიორგი გახარია: "ოცნება" ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას
- შალვა პაპუაშვილი: ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?
- EU 61 ქვეყნისთვის ვიზების გაცემის წესების გამკაცრებას გეგმავს — რის გამო შეიძლება შეუჩეროს EU-მ საქართველოს უვიზო მიმოსვლა?
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები