ჩეჩნეთი შუა საუკუნეებს უბრუნდება
ფოტო: OC Media
თუ OC Media-ს თვალს ადევნებთ, ალბათ შეამჩნიეთ საშინელი მოვლენები, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ჩეჩნეთში ხდება. რაც იქ ხდება, საჯაროდ სიკვდილით დასჯას ჰგავს — თითქოსდა ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც სამართლის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩეჩნეთის დასავლეთით, აჩხოი-მარტანში, მოზარდი პოლიციელებს დანით თავს დაესხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოტივი პირადი უთანხმოება იყო. მოწმეები ამბობენ, რომ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, მოსკოვში მცხოვრები ბიჭი პოლიციამ გააჩერა, საბუთები და ტელეფონი მოსთხოვა. მისთვის მსგავსი მოპყრობა უცხო იყო და პოლიციის მკაცრი ტონი შეურაცხყოფად მიიღო. მეორე დღეს კი ის შურის საძიებლად დაბრუნდა. ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე კი დაჭრა. 17 წლის ბიჭს თავდასხმისას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე ჩაცხრილეს.
მოგვიანებით მისი ცხედარი საჯაროდ დაასვენეს მოედანზე, სადაც ადგილობრივები იძულებულები გახდნენ გამოსულიყვნენ და ბიჭის ქმედება საჯაროდ დაეგმოთ. მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. შეკრების დასრულების შემდეგ, ცხედარი ქუჩაში დატოვეს. ჯერ კიდევ უცნობია, საერთოდ დაკრძალეს თუ არა ის.
მომდევნო დღეს, მოსკოვში მოზარდის მამა და სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავები გაიტაცეს. დაუდასტურებელი ცნობებით, ისინი ჩეჩნეთში წაიყვანეს. მათი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
კრემლი ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირებას ცდილობს. კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამაზე არაფერი სმენია და ხალხს ურჩია, ოპოზიციურ ტელეგრამ არხებს არ ენდონ. თუმცა, მოწმეების, ფოტოებისა და ვიდეოების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათი იგნორირება შეუძლებელია. ცნობისთვის, ოპოზიციური არხების ადმინისტრატორების ოჯახები ჩეჩნეთიდან გაასახლეს და აიძულეს, მთელი ქონება სხვებისთვის გადაეცათ.
აი ასე ვართ: ჩეჩნეთში შუა საუკუნეების სტილში, ქალაქის მოედანზე ადამიანს სიკვდილით სჯიან. ადამიანებს ართმევენ ყველაფერს, რაც სიცოცხლის განმავლობაში შეუძენიათ, სახლიდან აგდებენ და ამას რუსეთში ცივილიზებულ სახელმწიფოს უწოდებენ.
რამდენიმე დღის წინ, ალექსანდრ ხარიჩევმა — პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალური პროცესების მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა — გამოაქვეყნა იდეოლოგიური სტატია სახელწოდებით, "ცივილიზაცია "რუსეთი"". მასში ავტორმა აღწერა უნიკალური კულტურული კოდი, რომელიც თითქოს ყველა რუსს აერთიანებს, მათ შორის ჩეჩნებსაც — ავტორი ეროვნებებს საერთოდ არ განასხვავებს.
ავტორს თუ დავუჯერებთ, ეს არის ჩვენი ტრადიცია და კულტურა — ბავშვების ცხედრების დაცინვა. მოხუცების ქუჩაში გაგდება. თურმე, ესაა ჩვენი კულტურა — მსგავსი ამბების არ შემჩნევა, ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. თურმე, ესაა ჩვენი კულტურა — ყველაფერში უკრაინის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების დადანაშაულება. იმიტომ, რომ რუსეთი ხელშეუხებელი და წმინდაა!
ყველაფერი, რაც ჩეჩნეთში ხდება, მალევე ხდება ხოლმე "ნორმა" რუსეთის სხვა რეგიონებისთვისაც. საჯარო ბოდიშების ვიდეოებით დაწყებული — ეს პრაქტიკა პირველად სწორედ ჩეჩნეთში გამოჩნდა. ჩეჩნეთი ასევე იყო პირველი ადგილი, სადაც ქვიარ ადამიანები საჯაროდ დაგმეს. ასე რომ, წარმოსადგენადაც კი აღარ არის შორეული ის რეალობა, სადაც "რუსეთის მტრების" ცხედრები წითელ მოედანზე გამოიფინება. და სავარაუდოდ, პირველი მათ შორის იქნებიან ისინი, ვინც "ეროვნულ არმიის დისკრედიტაციას ეწევა" ან უბრალოდ სოციალურ ქსელებში კომენტარს ტოვებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები