ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

18 Apr. 2025, 15:41

უვიზო მიმოსვლაში უნდათ ქოცებსაც — არ არსებობს ქოცი, რომელიც გეტყვის, რომ "მე არ მინდა უვიზო მიმოსვლა ევროპაში".

მაშინ, ჯინაზე გეუბნება უბრალოდ და გულწრფელი არ არის, შეუძლებელია ევროპაში თუ გიწევს მოგზაურობა გინდოდეს, რომ ვიზის რიგში ჩადგე და შეიძლება ვერ მიიღო. 

როცა ქოცებმა თვითონ დაიწყეს მაგის ყვირილი, რომ "რად გვინდა უვიზო?", პაპუაშვილმა თქვა, რომ "ღვთიური მანანა ხომ არ არის უვიზო?" - საქართველოს მოქალაქეების ძალაა უვიზო მიმოსვლა, საელჩოებში დგომა საქართველოს მოქალაქეებს გააძლიერებს თუ დაასუსტებს?

საქართველოს მოქალაქეების კომფორტსა და კეთილდღეობაზეა საუბარი.

[...] საქართველოს მოქალაქეები რაც უფრო ძლიერები არიან, მით უფრო ძლიერია ეს ქვეყანაც და მით უფრო დაცულია.

ევროკავშირმა რომ ქმედითი სანქციები მიიღოს, ტარგეტირებული კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ, სჭირდებათ კონსენსუსი — მანდ რეჟიმს მოკავშირედ ჰყავს უნგრეთი და ნაწილობრივ სლოვაკეთიც, რომელიც ბლოკავს ამას.

ტარგეტირებულ სანქციებს, ქართველი ხალხის დაზიანებას რეჟიმი აიძულებს თავისი მოკავშირე ორბანის დახმარებით — შესაბამისად, ისინი სწირავენ მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერების კომფორტს, კეთილდღეობას და ძალას, რომ თავიანთი პასპორტებით უვიზოდ იარონ ევროპაში, ოღონდ თავიდან აირიდონ ტარგეტირებული სანქციები; ორბანი ბლოკავს ამას.

იმის გამო, რომ სანქციები ვერ ხერხდება და იმის გამო, რომ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ "მოდი, უმრავლესობით რეჟიმის ცვლილებამდე უვიზო შევაჩეროთ" ამიტომ დაიწყეს ამაზე საუბარი მათთვის წამგებიან თემაზე და თვითონ ყვირიან იმაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიცია ვსაუბრობთ, რომ გაჩერდება უვიზო მიმოსვლა, თუ არ შეჩერდა რეჟიმი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  3. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  4. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  5. თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო —…