არ ვიცი, ეს ხომ ლაპარაკის თემაა — ვაშაძე კითხვაზე, გულისხმობს თუ არა წარმატებულ მოლაპარაკებებში, კოალიციური მთავრობის შექმნას
ფოტო: გრიგოლ ვაშაძე / FB
"არ ვიცი. ეს ხომ ლაპარაკის თემა არის", — ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე კითხვას, გულისხმობს თუ არა მოლაპარაკებების წარმატებულ შედეგად კოალიციურ მთავრობას. რუსთავი 2-თან ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ საჭიროა ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს, გაუმკლავდეს კრიზის.
"წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს, უპირველეს ყოვლისა, იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში სიცივეში, უკვე ყინვაში, ღამე დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს გაუმკლავდეს იმ ხუთ უზარმაზარ კრიზისს, რომელიც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენეთ", — განაცხადა მან.
დამაზუსტებელ კითხვაზე, საუბრობს თუ არა ის კოალიციაზე, ვაშაძე პასუხობს:
"არ ვიცი. ეს ხომ ლაპარაკის თემა არის არა. ვიცი, რომ თქვენ, როგორც მოქალაქეს და ჟურნალისტს ჩემგან რეცეპტების მოსმენა გნებავთ, მაგრამ მე არავითარი რეცეპტები არა მაქვს, გარდა იმისა, რომ ზუსტად ვიცი და ამას დავიცავ ბოლომდე და არც მეშინია მარტო დარჩენის, რა პრობლემა არის, ხანდახან პირიქით სასარგებლო არის იზოლაციაში ყოფნა და დეპრესიაში ყოფნა, იმიტომ, რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს. რეცეპტი დღესდღეობით არის ეს: პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რაც უფრო მასშტაბური იქნება მით უკეთესი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. მაგრამ ამავე დროს უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ვსინჯოთ, შეიძლება, რომ მოინახოს კომპრომისი ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას შორის?!"
ვაშაძემ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არ პარტიაში ვინმე მის ხედვას და განაცხადა:
"იცით, მე თვლა არ დამიწყია სიმართლე, რომ გითხრათ და ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი. თვლა არ დამიწყია, მაგრამ იმ ადამიანების აზრი, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არავისთან არაფერი არ შემითანხმებია. მაგრამ იმ ადამიანებისგან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩათვლით, მათი მხარდაჭერა, ღია ან პირადული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ძალა ერთობაშიას ბლოკშიც, ზოგიერთმა ღიად დაუჭირა მხარი, ზოგმა მოვლენების განვითარების დაცდა ამოჯობინა, სხვებმა კი თავისი აზრი გამოთქვეს.
- ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა — ვაშაძე
- აღარ უნდა მივრბოდეთ მოკავშირეებთან და ვეხვეწებოდეთ ერთმანეთს დაგვალაპარაკონ იმიტომ, რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით — ვაშაძე
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან ოპოზიციის მოლაპარაკებები ფასილიტატორების ჩართულობით ჩაიშალა. ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ კითხვას, რითი იყო განპირობებული განცხადების გავრცელება.
"ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ, ჩაიშალა", — განაცხადა ვაშაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ნაწყვეტი ტელეკომპანიამ წინასწარ გამოაქვეყნა.
მან არ დაასახელა დიპლომატები, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ამის ნებართვა არ აქვს. თუმცა, მისი თქმით, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქოდნა.
"რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს შველის. ყველა დამნაშავე არის, აბსოლუტურად.
როგორც დიპლომატიური პროცესი იწყება, ისე უნდა დაიწყოს. არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოთხოვნა, არის შუამავლები, მედიატორები, ფასილიტატორები, თუ გნებავთ", — განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა დიპლომატების მზაობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, ვაშაძე პასუხობს:
"ამ წუთში უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ყველაფერი მომზადებული იყო და რახან ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა, დიდი ბოდიში, მინდა ყველას ვუთხრა და ჩემს თავსაც გავუმეორო, რომ ეს ადამიანები თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით, თქვენს თავს დააბრალეთ იმიტომ, რომ ყველა აბსოლუტურად ხართ ერთნაირი", — განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, რა არის გამოსავალი, ვაშაძე პასუხობს, რომ საპროტესტო აქციების გაგრძელება და პარალელურად, პოლიტიკური კომპონენტი — დიალოგი.
"ვსინჯოთ. თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით, თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვ, ხელისუფლება გვეუბნება, ნორვეგიაში და ხელისუფლებაში ცხოვრობთ და იქაური არჩევნები ჩავატარეთო. გამოსავალი რა არის აქედა? თურქმენიზაცია ხელისუფლების და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ეს არის, ესე წარმოგვიდგენია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი?
კითხვაზე, რა იგულისხმება მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში, ვაშაძე პასუხობს:
"წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს, უპირველეს ყოვლისა, იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში სიცივეში, უკვე ყინვაში, ღამე დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს გაუმკლავდეს იმ ხუთ უზარმაზარ კრიზისს, რომელიც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენეთ", — განაცხადა მან.
10 ნოემბერს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. განცხადებას კრიტიკა მოყვა ოპოზიციაში, მათ შორის, ენმ-შიც.
ვაშაძემ თავის განცხადებაზე დამატებითი განმარტებები გაავრცელა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
"დამატებით განვმარტავ:
- მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
- ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
- სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
- ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", — წერს ვაშაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე, გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები