კლიმატური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაში ილიაუნის სტუდენტები ჩაერთვებიან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მდინარეების აუზებში ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების მოდელირებაში და შესაბამისი რუკების შედგენაში. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მონაცემების შეგროვებასა და რუკების შემუშავებაში სტუდენტები ეტაპობრივად ჩაერთვებიან და მათ, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტთ გუნდი უხელმძღვანელებს.
მემორანდუმს ხელი მოეწერა 10 ნოემბერს, მსოფლიო მეცნიერების დღეს, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობას ისეთი გლობალური გამოწვევების დაძლევაში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და პანდემია.
მემორანდუმს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა მოაწერა.
ონლაინ ღონისძიებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორი დანიელ მევლი, კავკასიის მთიანი რეგიონების სამეცნიერო ქსელის წარმომადგენლები და მისი სამდივნოს — მდგრადი კავკასია — აღმასრულებელი დირექტორი, ნინა შატბერაშვილი მონაწილეობდნენ.
პროექტის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართულია ფართომასშტაბიან პროგრამაში, რომელიც კლიმატის ცვლილებისადმი საქართველოს ადაპტაციას ემსახურება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო აფასებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების, კერძოდ, წყალდიდობის, მეწყერის, ღვარცოფის, წვიმის, ქარიშხლის, ზვავისა და გვალვის რისკებს. გარდა ამისა, ამზადებს მრავალმხრივი საფრთხეების რუკებსა და რისკის პროფილებს საქართველოს თერთმეტი მდინარის (ენგური, რიონი, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობისწყალი, კინტრიში, ხრამი-ხცია, ალაზანი, იორი, მტკვარი) აუზებისთვის.
მონაცემების შეგროვებასა და რუკების შემუშავებაში ჩართულ სტუდენტებს უხელმძღვანელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი. მასში შედიან მრავალმხრივი რისკების შეფასების, საფრთხის რუკების შემუშავების, ჰიდრავლიკური მოდელირების, გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების (GIS), საერთაშორისო პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების პროფესიონალები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის შექმნაში, გააგრძელებს თანამშრომლობას, როგორც ქსელთან, ასევე მის სამდივნოსთან მდგრადი კავკასია, და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ადაპტაციაში უნივერსიტეტების ჩართულობის მოდელის შექმნასა. ასევე, ამ მოდელის შემდგომ დანერგვას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები