ბაქტერიების დახმარებით, კოსმოსში მრეწველობა 400%-ით ეფექტური იქნება
კოსმოსში მინერალების მოპოვება იმაზე უფრო მარტივი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა — თანაც დედამიწის პაწაწინა მაცხოვრებლების დახმარებით.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბაქტერიას კოსმოსური მრეწველობის ეფექტიანობის გაზრდა 400%-ით შეუძლია. რაც ნიშნავს, რომ მომავალში ისეთ ნივთიერებებს, როგორიც რკინა, მაგნიუმი და დედამიწაზე იშვიათად გავრცელებული მინერალებია, ბევრად მარტივად მოვიპოვებთ.
დედამიწაზე მიწიდან მინერალების გამოყოფაში ბაქტერიები ძალიან მნიშნელოვან როლს თამაშობს. ისინი ქვების ბუნებრივ დეგრადაციაში არიან ჩართულები, რაც მათში არსებული მინერალების გამოთავისუფლებას იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ისეთ გარემოში, როგორიც მთვარეზე, ასტეროიდებზე და მარსზეა, მრეწველობა ადამიანებისთვის განსაკუთრებულად გამოსადეგი იქნება: დედამიწიდან გაფრენა საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, ყველაზე იაფი ვარიანტი, SpaceX-ის Falcon Heavy-ც კი ტვირთის თითო კილოზე 1 500 დოლარი ჯდება. სწორედ ამიტომ, მეცნიერები კოსმოსში ბიომრეწველობის ვარიანტებს განიხილავენ.
10 წლის განმავლობაში, მკვლევართა გუნდმა პატარა, ასანთის კოლოფის ზომის მოწყობილობა biomining reactor შექმნა, რომლის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადატანა და ინსტალირება ძალიან მარტივია. 2019 წლის ივლისში, სადგურზე 18 ასეთი მოწყობილობა წაიღეს.
თითოეული მოწყობილობა ბაქტერიულ ხსნარს შეიცავდა, რომელშიც ბაზალტი, ვულკანური ქვა, რომელიც მთვარეზე ძალიან უხვია, მოათავსეს. სამი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ, შეძლებდა თუ არა ბაქტერია ქვების დაშლას მიკროგრავიტაციის პირობებში.
საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბაქტერიებს მრეწველობაში დახმარება მიკროგრავიტაციის პირობებშიც უპრობლემოდ შეუძლიათ.
"ჯერჯერობით, კოსმოსში მრეწველობა ეკონომიკურად მოგებიანი არ არის. ამჯერად, იგი დაგვეხმარება, რომ ადამიანის კოსმოსში არსებობას შეუწყოს ხელი", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა, — "მაგალითად, ჩვენი შედეგების მხიედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთვარის რეგიონ Oceanus Procellarum-ში (სადაც ისეთი ელემენტებია კონცენტრირებული, რომლებიც დედამიწაზე იშვიათია) რობოტული მაღაროების აგება ადამიანისთვის დედამიწის გარეთ სამეცნიერო და ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისთვის იქნება მნიშნელოვანი".
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები