მეცნიერებმა თაგვის ოპტიკური ნერვული უჯრედი წარმატებით აღადგინეს
მეცნიერებმა დაზიანებული ოპტიკური ნერვული უჯრედის აღსადგენად ახალი გზა შეიმუშავეს. ექსპერიმენტები ლაბორატორიაში, თაგვებისგან აღებულ უჯრედებზე ტარდებოდა.
ნერვული უჯრედის დაზიანება ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს, რადგან როდესაც ნერვული ბოჭკოები საბოლოოდ მწიფდებიან, ისინი რეგენერაციის უნარს კარგავენ. ახალმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კონკრეტულ ცილას თვალის ნერვების სტიმლურება შეუძლია, შესაბამისად დაზიანების შემდეგ მისი აღდგენა იქნება შესაძლებელი.
"რეგენერაციის ეს ტექნიკა აქამდე არსებულ ტექნიკებს შორის ყველაზე დამაიმედებელია. წარსულში ოპტიკური ნერვის რეგენირება შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ამ კვლევამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა კეიტ მარტინმა.
თაგვებში მხედველობის აღდგენის მსგავსი პროცედურები აქამდეც ჩაუტარებიათ. 2016 წელს, მეცნიერებმა ზრდასრულ თაგვებში ნერვული ოპტიკური ნერვული უჯრედების მცირე ნაწილის აღდგენა შეძლეს. მანამდე კი, 2012 წელს ჩატარებული კვლევის დროს თაგვებს "მარტივი" მხედველობა აღუდგინეს.
რაც შეეხება მიმდინარე კვლევას, იგი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია და აღნიშნული ცილის მოქმედებაზეა კონცენტრირებული.
კვლევის დროს მეცნიერებმა ნერვული უჯრედების სტიმულირება შეძლეს, რათა მეტი ცილა protrudin წარმოქმნილიყო, მათ აინტერესებდათ დაიცავდა თუ არა ეს უჯრედებს დაზიანებისგან და შეძლებდა თუ არა იგი აღდგენას. როგორც აღმოჩნდა, უჯრედებმა აღდგენა ნამდვილად დაიწყეს.
"ჩვენი სტრატეგია გენური თერაპიის გამოყენებაზეა დაფუძნებული, მეთოდზე, რომელიც უკვე კლინიკური ცდების დროს გამოიყენება", — განაცხადა მკვლევარმა ვასელინა პეტროვამ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანებში მხედველობის აღდგენისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. ლაბორატორიაში თაგვებზე წარმატებით ჩატარებული ექსპერიმენტი ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლეა, თუმცა არა საკმარისი.
მკვლევრებისთვის შემდეგ ნაბიჯს იმის გაგება წარმოადგენს, იმავე ეფექტი აქვს თუ არა protrudin-ის ცილას ადამიანის შემთხვევაში.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები