რიგ შემთხვევაში ზეწოლის მცდელობებია — ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე აქციებზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Prime Time
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე აქციების დროს, რიგ შემთხვევაში "ზეწოლის მცდელობებია". ასე ეხმაურებიან ცესკოში საჩივრების განხილვის პარალელურად მიმდინარე აქციებს.
"ადგილი აქვს გარკევული, არაუფლებამოსილი პირების მიერ მცდელობას დაესწრონ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს, ამასთან, რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს ზეწოლის მოხდენის მცდელობას. კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ სხდომებზე დასწრების უფლებამოსილება გააჩნიათ შესაბამის კომისიაში რეგისტირებულ საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე, ადგილობრივი დამკვრვებელი ორგანიზაციის ერთ დამკვირვებელს, ორ საერთაშორისო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, ასევე, აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით დააკვირედნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამჭვირვალობას და საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას", — აცხადებენ ცესკოში.
საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც ამ წუთებში საჩივრებსა და ოქმებს განიხილავენ, აქციები მიმდინარეობს. როგორც ტელევიზიებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
ოქმების დათვლის პარალელურად, აქციები იმართება რამდენიმე უბანზე. მათ შორის, საბურთალოს საოლქო კომისიასთან. მედიით გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, რომ აქცია აქ რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებისა და დაძაბულობის ფონზე გრძელდებოდა. იქ იმყოფებოდა პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე დაპირისპირების დროს სამი პირი დააკავეს.
ამასთან, აქცია იმართება წყალტუბოშიც, სადაც ნაციონალური მოძრაობის — ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანიც იმყოფება. მისი თქმით, მას უბანზე შესვლისა და კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდნენ.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების დღეს გაყალბების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდება.
პარლამენტში არ შედიან ევროპული საქართველო, ლელო, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია, მოქალაქეები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.
მანდატების დათმობაზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის ღამეს საუბრობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება — 48,23%;
- ენმ — ძალა ერთობაშია — 27,16%;
- ევროპული საქართველო — 3,78%
- ლელო — 3,16%;
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
- პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
- გირჩი — 2,89%;
- მოქალაქეები — 1,33%;
- ლეიბორისტული პარტია — 1%;
ოპოზიციური პარტიებში აცხადებენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა არასწორი იქნება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. პატრიოტთა ალიანსის გარდა, ბარიერგადალახული პარტიები ახლა საერთო აქციების გამართვას აპირებს. პატრიოტთა ალიანსში კი აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად იმოქმედებენ.
-
როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის
-
"რაც ვნახეთ თქვენი ამჩატებული პიართანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა" — შალვა პაპუაშვილი "გახარია საქართველოსთვის" წევრებს "რაც ვნახეთ თქვენი ამჩატებული პიართანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა" — შალვა პაპუაშვილი "გახარია საქართველოსთვის" წევრებს
გადახედვა
-
Netflix გითვალთვალებს — პლატფორმას პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ Netflix გითვალთვალებს — პლატფორმას პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა ტოიოტა ცენტრი თეგეტამ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
-
ვიკა ფილფანი: ქართულმა ოცნებამ საზოგადოება სოცილურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო მარკეტებში ვიკა ფილფანი: ქართულმა ოცნებამ საზოგადოება სოცილურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო მარკეტებში
გადახედვა
-
ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
-
რას ვერ ვსწავლობთ ევროვიზიაზე საკუთარი შეცდომებიდან რას ვერ ვსწავლობთ ევროვიზიაზე საკუთარი შეცდომებიდან
გადახედვა
-
გიორგი ჩახავა — არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება გიორგი ჩახავა — არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება
-
მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია
-
პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის
-
ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან
-
აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა
გადახედვა
-
გურამ როგავა რასა იუკნევიჩიანესა და კშიშტოფ ბრეიზას შეხვდა გურამ როგავა რასა იუკნევიჩიანესა და კშიშტოფ ბრეიზას შეხვდა
გადახედვა
-
მერიამ საბურთალოზე ფერდის ჩამოშლის გამო მშენებლობა შეაჩერა და კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმა მერიამ საბურთალოზე ფერდის ჩამოშლის გამო მშენებლობა შეაჩერა და კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ანდრეი ერმაკს პატიმრობა შეეფარდა — მას შეუძლია აღკვეთის ღონისძიება 140-მილიონიანი გირაოთი შეცვალოს ანდრეი ერმაკს პატიმრობა შეეფარდა — მას შეუძლია აღკვეთის ღონისძიება 140-მილიონიანი გირაოთი შეცვალოს
გადახედვა
-
"მოვუწოდებთ სახელმწიფოს: დროულად მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე" — ექიმები განცხადებას ავრცელებენ "მოვუწოდებთ სახელმწიფოს: დროულად მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე" — ექიმები განცხადებას ავრცელებენ
გადახედვა
-
უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი აშშ-ის კონგრესში კენჭისყრაზე გავა უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი აშშ-ის კონგრესში კენჭისყრაზე გავა
გადახედვა
-
Coca-Cola Bottlers Georgia — ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია Coca-Cola Bottlers Georgia — ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია
კომენტარები