მამუკა ხაზარაძე

24 Nov. 2024, 18:20

"ჩვენ ყველა აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა. ჩვენ მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა. ქართველი ხალხის ხელში აუცილებლად იქნება გამარჯვება. ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ ხავსმოკიდებული ტყუილი და საბჭოთა მენტალიტეტი. ახალი არჩევნები უნდა იყოს მოპოვებული. ამას მოვიპოვებთ როგორც ქუჩაში, ისე სხვა მექანიზმებით, რაც გითხარით.

დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ვისაც მომავალი წაართვეს. ხვალ 9:00 საათზე ყველა უნდა ვიყოთ აქ. დღეს საღამოს ყველა ვიკრიბებით პარლამენტის გარშემო. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია მათ პროტესტი და აქტიურობა. ერთიანობა და სიმტკიცე! ერთი წამით არანაირი ნიჰილიზმი! გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ ვართ მართლები, მომავალი მოგვპარეს და დავიბრუნებთ პროტესტით, აკადემიური მუშაობით, საერთაშორისო ურთიერთობებით."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ

ტეილორ ლოტნერი და ტეი ლოტნერი უკვე ოფიციალურად მშობლები გახდნენ. წყვილმა 23 სექტემბერს, ინსტაგრამის ერთობლივი პოსტით…