NASA-ს მეცნიერთა გუნდმა იუპიტერის ზედა ატმოსფეროში "გარდამავალი ნათების მოვლენის" (TLE) სახელით ცნობილი უცნაური მოელვარე სინათლე შეამჩნია.

ასეთი მოვლენა სხვა პლანეტაზე აქამდე არასდროს დაუნახავთ - თუმცა აქ, დედამიწაზე, მსგავსი მოვლენა დაიკვირვება ქარიშხლებისა და ელვის დროს, ძალიან შორს, ატმოსფეროს ზედა ნაწილში. მისი გამომწვევი მიზეზი, ელვის მსგავსად, ელექტრონების განუხტვაა.

გარკვეული პერიოდის მანძილზე ასტრონომებმა თეორიულად დაუშვეს ელვის წარმოქმნის შესაძლებლობა იუპიტერის მასიურ ტურბულენტურ ატსმოფეროში. ახლახანს კი, მეცნიერებმა საინტერესო მონაცემები შეაგროვეს NASA-ს კოსმოსურ ხომალდზე, Juno-ზე დამაგრებული ულტრაიისფერი სპექტროგრაფიული ინსტრუმენტით (UVS). Juno კოსმოსური ზონდია, რომელიც იუპიტერის გარშემო 2016 წლიდან ორბიტირებს. მისი საშუალებით საბოლოოდ დადასტურდა იუპიტერის ზედა ატმოსფერული TLE-ს არსებობა. ეს პროცესი დეტალურადაა ახსნილი ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Geophysical Research: Planets-ში გამოქვეყნდა.

"UVS ისეა შექმნილი, რომ იუპიტერის ჩრდილო და სამხრეთ ნათებები დააფისქიროს, მაგრამ UVS-ის სურათების შესწავლის შედეგად მეცნიერებმა შეამჩნიეს კაშკაშა ულტრაიისფერ გამოსხივება პლანეტის იმ ნაწილიდან, სადაც წესით ნათება არ უნდა ყოფილიყო, ამბობს თავის განცხადებაში როჰიი გაილესი, ჯუნოს მეცნიერი და მთავარი ავტორი. "რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდით ამ იდეას, მით უფრო მყარდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ ეს ნათება იუპიტერის TLE უნდა ყოფილიყო" დაამატა მან.

ფოტო: lightsinthedark.com

იუპიტერზე შემჩნეული ნათებები დედამიწაზე წარმოქმნილ TLE-ს გავს. გაილსის მიხედვით, ეს მოვლენა დედამიწაზე "ფერიებისა"(მასშტაბური ელექტრული განმუხტვა ქარიშხლების თავზე) და "ელფების" (სინათლის გამოსხივება, რაც ელექტრომაგნიტური წყაროს პულსაციით გამოწვეული დაბალი სხიშირის შეშფოთებებით ხასიათდება) სახით დაიკვირვება. ეს არის სინათლის მასიური ნათება, რაც ქარიშხილებიდან შორს, 100 კილომეტრის დაშორებით ხდება და მას ზედა ატმოსფეროში აზოტტათნ ურთიერთქმედების გამო აქვს მოწითალო ფერი.

სხვა პლანეტებზე ეს იშვიათი მოვლენა განსხვავებულ სახეს უნდა იღებდეს. "იუპიტერზე ზედა ატმოსფერო უმეტესად წყალბადისგან შედგება, ამიტომ აქ TLE-ს ან ლურჯი შეფერილობა უნდა ჰქონდეს, ან ვარდისფერი".

"ახლა, რადგან ვიცით, თუ რას ვეძებთ, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება მისი პოვნა როგორც იუპიტერზე, ასევე სხვა პლანეტებზეც", ამბობს გაილსი. "მოგვიანებით იუპიტერისა და დედამიწის "ფერიებსა" და "ელფებს" ერთმანეთს შევადარებთ. ეს დაგვეხმარება უკეთესად გავიგოთ ელექტრული აქტივობა სხვა პლანეტების ატმოსფეროში".