ყარაბაღის საინფორმაციო ომი და Facebook-ის რადარზე გამოჩენილი საქართველო— GWB-ის მეთერთმეტე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ახალმა ტალღამ რეგიონში საინფორმაციო ომსაც დაუდო საფუძველი
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამწვავების პარალელურად, ისედაც გადატვირთულ საინფორმაციო ველში დეზინფორმაციული ომი გაჩაღდა. სანდო და გადამოწმებული წყაროების ნაკლებობა, გაზრდილი დაძაბულობა და სტრესული ფონი, პროპაგანდისა და დეზინფორმაციების გასავრცელებლად ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციას მტრული აქტორები რეგიონში საკუთარი მიზნების მისაღწევად და ეთნიკური შუღლის გასაღვივებლად იყენებენ. ამ კუთხით, ორი ძირითადი ნარატივი გამოიკვეთა:
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალურად აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არ დაეხმარება მხარეებს საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში, ის მაინც აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოქმედებს, საქართველო ბაქოს მიმართულებით თავის საჰაერო სივრცეში ატარებს სამხედრო ტვირთებსა და პერსონალს. ამ საკმაოდ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანი საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით თურქულ და ებრაულ შეიარაღებას და სირიელი ჯარისკაცებით დატვირთულ თვითმფრინავებს იღებს. აღნიშნული ბრალდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო და მას დეზინფორმაცია უწოდა.
- ყალბი სოციალური მედიის ანგარიშები და მედია გამოცემები აქტიურად ავრცელებენ შეცდომაში შემყვან და მცდარ ინფორმაციებს, რაც მიზნად სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას ისახავს. მაგალითისთვის, ინტერნეტში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველო სომხეთის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთებისა და საწვავის გატარებას აფერხებს, რაც მოგვიანებით თავად სომხეთის საელჩომ საქართველოში დეზინფორმაციად შეაფასა.
ამასთან ერთად, თურქეთ/აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური წყაროები ავრცელებდნენ ერთმანეთის საწინააღმდეგო ინფორმაციებს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეობის შესახებ.
ასევე იხილეთ გადამოწმებული სტატიები:
- დეზინფორმაცია: ახალქალაქი და ახალციხე არის სომხეთი;
- დეზინფორმაცია: საქართველოს გავლით აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლები გადაჰყავთ და იარაღი გადააქვთ;
- დეზინფორმაცია: საქართველომ მხარდაჭერის გამოსახატად მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში გაანათა.
Facebook-მა პარტნიორებთან ერთად საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამა აამოქმედა
17 სექტემბერს, Facebook-მა FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობით, პლატფორმაზე გავრცელებული მისინფორმაციის გადამოწმების პროექტის, third-party fact-checking program-ის საქართველოში დაწყება დააანონსა. აღნიშნული ქართული ორგანიზაციები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერაა სერტიფიცირებული, რაც პროექტში ჩართვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
"ინფორმაციას, რომელსაც დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებელი სიყალბედ შეაფასებს, ჩვენ [Facebook] სიახლეების ველის (News feed) ქვედა ნაწილში განვათავსებთ, რაც ნიშანდობლივად შეამცირებს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას" - განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა. მისივე თქმით — "ეს ყალბი ამბების გავრცელებას ხელს შეუშლის და უზრუნველყოფს, რომ მისინფორმაცია ნაკლებმა ადამიანმა ნახოს".
აღნიშნული პროგრამა, რომელიც 21 სექტემბერს ამოქმედდა, Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.
Facebook-ის პოპულარობა საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონია, საკმაოდ მაღალია და სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონს აჭარბებს. შესაბამისად, პლატფორმა მისინფორმაციის გასავრცელებლად ხშირად გამოიყენება. ამასთან, სხვადასხვა აქტორი ინფორმაციას კოორდინირებულად და არაავთენტურად ავრცელებს, რაც, სოციალური ქსელის განმარტებით — "სტრატეგიული მიზნის მიღწევის მიზნით, საზოგადოებრივი დისკუსიის კოორდინირებული ძალისხმევით მანიპულაციაა, რაშიც ყალბი ანგარიშები კრიტიკული მნიშვნელობის როლს თამაშობენ". Facebook-ი მსგავს ქსელებს პლატფორმიდან შლის. რამდენიმე დღის წინ, Facebook-მა რუსულ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ანგარიშების, გვერდების, ჯგუფებისა და Instagram-ის ანგარიშების ქსელი გააუქმა, რომელიც "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში" იყო ჩართული და სხვა ქვეყნებთან ერთად, მის სამიზნეს საქართველოც წარმოადგენდა. მანამდე კი, Facebook-მა "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში" ჩართული ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების ქსელი ორჯერ 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის აპრილში გააუქმა.
არჩევნების შემდეგ ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების დათბობას იმედოვნებს
17 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა, სერგეი ლავროვმა RTVI-ს ჟურნალისტ თინა კანდელაკისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა — "მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან აღსდგება და გაუმჯობესდება. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი დაინტერესებულია ამით. ამ ეტაპზე, ისინი მმართველი ელიტის მცირე ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ მე მჯერა რომ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე და ჩვენს ხალხებს შორის არსებული ორმხრივი სიმპატიები საბოლოოდ გაიმარჯვებს".
ლავროვის ოპტიმიზმი ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ და მისი აქცენტები მმართველი ელიტის ნაწილზე, რომელიც ამ პროცესის მომხრეა, ორ მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს ხაზს. პირველი, რუსეთი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ მათ ჰყავთ მოკავშირეები მმართველ ელიტებში (პირველ რიგში - პატრიოტთა ალიანსი) და მეორე, რუსეთის იმედოვნებს რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მსგავსი ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება მომავალ პარლამენტში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ლავროვმა ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შეფერხება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს დააბრალა, რაც თანხვედრაშია ნარატივთან, რომლის საქართველოში გავრცელებასაც პრორუსული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ.
კოვიდ19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია
ფეისბუქ გვერდმა — საერთო გაზეთი, რომელიც ბეჭდურადაც გამოდის, გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰომეოპათ თინა თოფურიასთან, რომელმაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძველი დეზინფორმაციები გაიმეორა. ადრე თოფურიამ ტვ ობიექტივის ეთერში რამდენჯერმე გააჟღერა მტკიცებულების გარეშე არსებული გზავნილები. მითების დეტექტორმა გამოავლინა თოფურიას 8 მითი და 2 მანიპულაციური განცხადება, რომელიც საერთო გაზეთში 18 სექტემბერს გამოქვეყნდა.
დეზინფორმაცია მუსლიმ მესხებზე
News Front საქართველოს რედაქტორის შოთა აფხაიძის მტკიცებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 100 ათასი მუსლიმი მესხის სამცხე-ჯავახეთში საკუთარი ხარჯებით ჩასახლება შესთავაზა. აფხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობის 8 სექტემბრის განცხადებით ქვეყანა მზად არის მუსლიმი მესხების რეპატრიაციის მეორე ტალღის დასაწყებად როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. მითების დეტექტორის მიხედვით, ზემოთ ხსენებულ განცხადებებს არ გააჩნია მტკიცებულება და ღია წყაროებში არ იძებნება. ამასთანავე, თურქი მესხების რეპატრიაციის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს და არა თურქეთს, თუმცა რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი არა 100 ათასმა, არამედ 5841 დეპორტირებულმა მესხმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის თურქეთიდან წარადგინა, ხოლო განცხადებების მიღების პროცესი კანონის თანახმად, 2010 წელს დასრულდა.
ანტილიბერალები ბავშვის უფლებათა კოდექსის წინააღმდეგ
27 სექტემბერს ანტილიბერალურმა ფეისბუქ გვერდმა, ალტ-ინფომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ბავშის უფლებათა კოდექსის საწინააღმდეგო კამპანიის გაგრძელებაა. ვიდეო მანიპულაციურად ინტერპრეტირებს კანონს და ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს კოდექსი სახელმწიფოს შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს და იმის დისკრეციას აძლევს, რომ ბავშვი ოჯახიდან საფუძვლიანი მიზეზის განაცალკევოს. მითების დეტექტორმა ახსნა, რომ მტკიცება, თითქოს ბავშვის უფლებათა კოდექსი ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგაა მიმართული, უსაფუძვლო მანიპულაციაა. რეალურად, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევაში ხდება, როდესაც შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მეყსეული საფრთხე შეექმნას და როდესაც აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომები მომდევნო 24 საათში ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
კონსპირაციები პირბადეებზე
ონლაინ მედია — Tvalsazrisi.ge-მ, News Front საქართველომ და ფეისბუქ გვერდმა— სტალინი გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს პირბადეების გამოყენება იწვევს ნახჟირორჟანგით მოწამვლას და იმუნიტეტის დაქვეითებას. დამატებით, მათ გაავცელეს კონსპირაცია, რომ პირბადეები უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს და სინამდვილეში ადამიანების დამორჩილებას ისახავს მიზნად. პირბადეებთან დაკავშირებული საკითხები, რაც მოიაზრებს პროტესტს და დეზინფორმაციულ განცხადებებს, ხშირად არის წამოწეული ანტილიბერალური და პრორუსული ჯგუფების მიერ.
ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია, სახელმწიფო მედიასაშუალებების ინდიფერენტულობა მარნეულში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების მიმართ
29 სექტემბერს, მარნეულში მოვალეობის შესრულებისა და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას, მთავარი არხისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე ჟურნალისტსა და ოპერატორზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა საქართველოს საარჩევნო კამპანიის ძალადობრივი ხასიათი, ხოლო ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და ნეიტრალურმა და ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა ოფიციალურად დაგმეს მსგავსი ქმედებები. ამასთან, როგორც გამოჩნდა, მმართველი პარტიის და პრო-სამთავრობო მედიაარხების წარმომადგენლებს უჩვეულო დამოკიდებულება აქვთ მანკიერი წინასაარჩევნო მოვლენების მიმართ. ამ ტენდენციების დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითია ბონდო მძინარაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და ტელეკომპანია ობიექტივის ყოფილი მთავარი რედაქტორი. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემაშფოთებელი პოსტი გაავრცელა, სადაც ძალადობა წაახალისა და აღშფოთებულ მოსახლეობას მოუწოდა, რომ შეეწყვიტათ ამ ინციდენტის გარშემო დაწყებული ისტერიკა. მისგან ეს განსაკუთრებით გასაკვირია, რადგან სწორედ მისი სატელევიზიო არხის აპარატურა დაზიანდა მარნეულის ძალადობრივი მოვლენების დროს. გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, პოსტი გაქრა მისი ფეისბუქ გვერდიდან.
განსხვავებულად აშუქებდა მარნეულში ძალადობის ფაქტებს მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ტელეკომპანია იმედიც. მათ თავი აარიდეს სხვა ტელეარხების ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ამბავს და სანაცვლოდ, გააშუქეს მარნეულის დაპირისპირების დროს დაშავებული ცესკოს ტექნიკური პერსონალის შესახებ. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას მარნეულში პარტია ქართული ოცნების სპეციალისტზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ, ხოლო მათი კოლეგების საავადმყოფოებში მოხვედრის ამბავზე სიტყვაც არ დასცდენიათ თავიანთ რეპორტაჟებში. აშკარაა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია იმედის "შეშფოთება" შერჩევით მიდგომებსა და რეალური მოვლენების არასწორ ჭრილში ინტერპრეტირებას ეფუძნება, რაც ხელს უშლის საქართველოში საარჩევნო კამპანიის მშვიდობიანად ჩატარებას.
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) 25-27 სექტემბერს ჩაატარა კონფერენცია — რუსეთის ჩარევა საარჩევნო პროცესებში - საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - რას უნდა ველოდოთ და როგორ დავუპირისპირდეთ?კონფერენციის დროს მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის და მისი მოკაშირეების მავნე ზეგავლენა საქართველოში, საქართველოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს სახელმწიფოს პასუხი რუსეთის ჩარევაზე, დეზინფორმაციის საზოგადოებაზე ზემოქმედების გაზომვის მეთოდები, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის არჩევნებში ჩარევის, საწინააღდეგო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხი რუსეთის მტრულ ჩარევაზე.
კონფერენციის ერთ-ერთი შედეგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი განცხადება იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს პატრიოტთა ალიანსის შესახებ დოსიეს მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდეს. პატრიოტთა ალიანსი საქართველოში მოქმედი პრორუსული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც დოსიეს ანგარიშების მიხედვით, კრემლთან თანამშრომლობს და მისგან ფინანსდება.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი - GFSIS) აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის გეოსტრატეგიული აქტივობების შესახებ პუბლიკაცია გამოსცა. კვლევა ეხება რუსულ ქმედებებს ბელორუსიაში, საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, პოლონეთსა და უკრაინაში. სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი - GFSIS) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ დაიჯესტი გამოაქვეყნა. ის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩინეთის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობებს და ჩინეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობებს გადმოსცემს. დაიჯესტი 24 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, დაიჯესტი ასევე მოიცავს ჩინეთის სახელმწიფო მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ სამიზენესთან — ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. გამოცემა სრულად იხილეთ აქ.
სამართლიანი არჩევებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მთავარი პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების Facebook-ის ოფიციალური გვერდების აქტივობებსა და ასევე პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ გვერდებზე დაკვირვების შედეგებსა და სხვა მნიშვნელოვან ტენდენციებს აღწერს. ანგარიშში 2020 წლის პირველი ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდია გაანალიზებული. ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი ძირითადად Facebook-ს მოიცავს, თუმცა ანგარიშში Instragram-ისა და Tik-Tok-ის მონიტორინგის შედეგებიც არის აღნიშნული. ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
1 ოქტომბერს, სამოქალაქო იდეამ ჩაატარა ონლაინ დისკუსია თემაზე "მშვიდობისა და ომის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენების შესახებ ორივე სახელმწიფოსა და საქართველოს წარმომადგენელ ექსპერტებთან ერთად. ამ ვებინარის მთავარი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა არის მხარეებს შორის კონფლიქტის ბოლო ესკალაციის მიზეზები. პანელის მონაწილეებმა განიხილეს მთიან ყარაბაღსა და მათ ქვეყნებში მიმდინარე ვითარება, შეტაკებების მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი შედეგები და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. დისკუსიამ 90 წუთს გასტანა და მას ონლაინ რეჟიმში 400-მა ადამიანმა უყურა.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
კომენტარები