ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მე-7 წერილს აქვეყნებს, რომელშიც ჰყვება როგორ მისცა ხელისუფლებამ პირობითი სასჯელისა და გირაოს პირობა და "გადააგდო". მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პოლიტიკა უნდა დაევიწყებინა, სანაცვლოდ კი დაჰპირდნენ, რომ ციხეში არც ერთ დღეს არ გაატარებდა, მიიღებდა მრავალწლიან პირობით სასჯელსა და ჯარიმას. მისი თქმით, ამ პირობების იმედით ბრალი უკვე აღიარა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელოდებოდა, თუმცა 4 იანვარს მოულოდნელად აცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით პატიმრობა უნდა მოეხადა, რასაც ღარიბაშვილი "გადაგდებად" აფასებს. მისივე თქმით, "ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია".
"საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს საკითხი და ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში. ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია, საბოლოოდ კი — ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება.
მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი — "სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო" — და მოაყოლეს დაპირება: "არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა". ისევ "გადამაგდეს". 4 იანვარს მოულოდნელად მაცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში. უკვე აღიარებული მქონდა ბრალი, გირაოს სანაცვლოდ ვიყავი თავისუფლებაზე და ველოდებოდი დაპირებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას", — წერს ღარიბაშვილი.
ექსპრემიერი იმასაც წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავიდა პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩაჯდა ციხეში, რადგან არ უნდოდა დაპირისპირებაში შესვლა", "ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე "გადაგდება", — წერს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, თებერვალში ხელისუფლებასთან შუამავლის მეშვეობით კომუნიკაციისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი დაპატიმრებით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე თავად, რადგან მისი დისკრედიტაცია ვერ შეძლეს და ხალხში, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში, მის მიმართ თანაგრძნობა გაიზარდა. მისი თქმით, ივლისში ხელისუფლებამ ახალი პირობები შესთავაზა და მისგან ახალი კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა, რათა მისი რეპუტაცია საბოლოოდ დაეზიანებინათ და პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამის გამო მისი პატიმრობა თავიდანვე პოლიტიკური და პოლიტიკურად მოტივირებული იყო და სამართლებრივ პროცესთან კავშირი არ აქვს.
"თებერვალში, როდესაც შუამავლის მეშვეობით შედგა კომუნიკაცია, გაზეთის გარდა, ხელისუფლების ძირითადი გზავნილი შემდეგი შინაარსის იყო: ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე... მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო — ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით.
ამის შემდეგ, ივლისამდე, აღარ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია და, როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, სრულიად მოულოდნელად გამომიგზავნეს წერილი და ახალი პირობები, ხოლო სიტყვიერად, შუამავლის მეშვეობით, გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია. ხალხისა და განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით. ხალხისთვის გაუგებარი და აუხსნელი იყო ჩემი ციხეში 5 წლით დატოვება, ვინაიდან მე აღიარებული მქონდა ბრალი, ზიანი ანაზღაურებული მქონდა, დაზარალებული არავინ მყავდა და ჯარიმაც გადახდილი მქონდა. ამიტომ ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა.
ამას დაემატა უაზრო ეჭვები და შიშები, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში არ დავბრუნებულიყავი. ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები.
აქედან გამომდინარე, ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ", — წერს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას ცრუ პროპაგანდით აგრძელებს და ამის მიზეზად ხელისუფლების შიშს ასახელებს. ის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუბნება, "ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე", ხოლო მათ ქმედებებს "სასაცილო და ბოროტ სპექტაკლს" უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამგვარი პოლიტიკით სახელმწიფო ინსტიტუტები დასაცინი გახადა, ქვეყანას და მმართველ პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, საზოგადოებაში კი უიმედობა და არასტაბილურობის განცდა გააჩინა. ღარიბაშვილი ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება "სააკაშვილის გზით დადის" და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მეთოდებს აბრუნებს, და ბოლოს აფრთხილებს: "ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!"
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს ჩემს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი. ასევე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური და ყალბი განცხადებები, რაზეც მინდა შემდეგნაირად ვუპასუხო: როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა.
ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი. თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...
ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!", — წერს ღარიბაშივლი.
მეტი ღარიბაშვილის წერილები შესახებ:
- "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
- "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
- ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
- "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში
- ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
- ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!"
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები