ახალციხეში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა — ტიკარაძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მაესტრო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხის სასწრაფოს თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ საკითხზე დამატებითი განმარტება ტიკარაძეს არ გაუკეთებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დამატებით მიზეზებზე ტიკარაძეს არ უსაუბრია.
აცხადებს, რომ ახალციხის სასწრაფოს მუშაობა არ შეუწყვეტია. ამ კითხვის მიზეზი სასწრაფოს ექიმის გარდაცვალება გახდა.
"ახალციხის სასწრაფოს არ მოუწია გაჩერება. მე ვიზიარებ, ჩემი კოლეგების წუხილს და ვიზიარებ, პირველ რიგში, ამ ექიმის ოჯახის წუხილს. ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექიმებს, როგორც ჩვენს ყველა სხვა მოქალაქეს, ესაჭიროება გაფრთხილება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი თხოვნები და მოწოდებები, რომ დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ უკვე 9 თვეზე მეტია მოვუწოდებთ მოქალაქეებს. ექიმებიც სწორედ ისევე ატარებენ რისკს და არიან პირველ ხაზზე, როგორც ჩვენი მოქალაქეები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობასაც გაფრთხილება ესაჭიროება", — თქვა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ის ვერ ისაუბრებს გარდაცვალების მიზეზებზე, რადგან ეს ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება.
"თუ რა გახდა მიზეზი, თქვენთვის ცნობილია, რომ მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, ვინაიდან ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ჩემთვის ამაზე საუბარი არის მიუღებელი", — განაცხადა ტიკარაძემ.
20 ოქტომბერს ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან, მოძიებულია ინფიცირებულთა კონტაქტები, რომლებიც კარანტინსა და იზოლაციაში არიან გადაყვანილი. ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში On.ge-ს განუცხადეს, ამჟამად ახალციხეში სასწრაფოს ეკიპაჟები ადიგენიდან და ასპინძიდან არის მობილიზებული.
26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.
დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, 603 კი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 30 303 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 11 370 გამოჯანმრთელდა, ხოლო 215 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 832, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 249.
"მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 694, აქედან 3 832 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფიში, მათ შორის, თბილისში 1 969 პაციენტი, აჭარაში კი 657. მძიმე მდგომარეობაშია 401 პაციენტი, მათ შორის თბილისში 199, ხოლო აჭარაში 80. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი, თბილისში 71, ხოლო აჭარაში 23. 2 249 პირი იმყოფება კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 1 216 აჭარის რეგიონში, ხოლო 775 თბილისში", — განმარტა საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები