"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 7 ნოემბრის საქმეზე ტელეკომპანია "იმედის“ ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე დაიკითხა. რუხაძემ ტელევიზიის დარბევასა და მისი ყოფილი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე ისაუბრა.
რუხაძის თქმით, პატარკაციშვილი "რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე ნერვიულობას შეეწირა. რუხაძის მტკიცებით, ტელეკომპანიამ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) დირექტორის, ერეკლე კოდუას და ბადრი პატარკაციშვილის საუბრის ფარული ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსია გაუშვა:
"[იმედის დარბევის მერე] ბადრი პატარკაციშვილი იყო ინგლისში, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა სატელიტური ტელეფონით. საღამოს სახურავზე ავედი და დავურეკე. მითხრა, რაღაც გავუგზავნე [გიორგი] თარგამაძეს, უნდა გაუშვას და არ უშვებსო. მთხოვა, თარგამაძესთან მიდი და უთხარი, რომ გაუშვასო. მივედი თარგამაძესთან და მითხრა, "აუ, ირაკლი, იმიტომ არ ვუშვებ მაგ ჩანაწერს, რომ ნახო დამეთანხმები, რომ რისკიანია მისი გაშვებაო". მითხრა, "საღამოს მოდი და ერთად გადავწყვიტოთ მისი გაშვებაო"... მერე, დღის განმავლობაში ის ჩანაწერი გაუშვა "რუსთავი 2"-მა, ოღონდ გადაკეთებულად. ბადრიმაც მითხრა, ეს არის გადაკეთებული ჩანაწერიო. თქვა, რომ ამას ასე არ დავტოვებ და ვიბრძოლებო. რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა...მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში.
გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო," — განაცხადა რუხაძემ [IPN].
მიხეილ სააკაშვილი ირაკლი რუხაძის ჩვენებას სასამართლოზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის იტყუება. საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მისი ტყვეობა დროებითია და ის შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც "მისი აღმაშენებელი", ისინი კი, როგორც "ტურები და გიენები".
"ტყუილია, არ იყო მონტაჟი. ტყუილებს ნუ ლაპარაკობ! მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია. სააკაშვილთან რა პრეტენზია გაქვთ? ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილნენ მისი ჟურნალისტები, წერტილი. თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!" არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?
ამ კაცის დაკითხვით დადგინდა ის, რომ კაცმა, რომელმაც წააგო ჩემთან სასამართლო, თქვა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია, იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ წავიდნენ ჟურნალისტები.
თქვენ წახვალთ ისევ იმ სოროში, საიდანაც ივანიშვილს მოახსენებთ, როგორც შეასრულეთ თქვენი დავალება დღეს სასამართლოში. თქვენ შეხვალთ სოროში. ეს არის ივანიშვილის კენგურუს სასამართლო. ჩემი ტყვეობა დროებითია და მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები," — განაცხადა სააკაშვილმა [IPN].
2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილი დიდ ბრიტანეთში, საკუთარ სახლში, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრიტანელი სამართალდამცველებისა და ექსპერტების ოფიციალური დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის უეცარი შეტევა გახდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2007 წლის დეკემბერში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე ისაუბრეს, რომელშიც ლონდონში ბადრი პატარკაციშვილისა და სოდ-ის უფროსის, ერეკლე კოდუას საუბარია ასახული.
პროკურატურის ვერსიით, პატარკაციშვილი კოდუას 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა, სანაცვლოდ კი 2008 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ჩამოშორებასა და ძალოვნების ნეიტრალიტეტს ითხოვდა, რაც ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. პატარკაციშვილი და მისი გარემოცვა აღნიშნულ ვერსიას უარყოფდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ტელეეთერით ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსია გავრცელდა.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები