როგორ შევარჩიოთ ლეპტოპი
განვითარების მოკლე ისტორია
ისტორიაში პირველი ლეპტოპი Grid Compass გამოჩნდა 1979 წელს. მისი დამკვეთი გახლდათ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო NASA. ხსენებული ნოუთბუქი ხუთ კილორგამს იწონიდა, ჰქონდა პროცესორი Intel 8086 სიხშირით — 8 მჰც. 340 კბ. მოცულობის დისკი. მას აქტიურად იყენებდნენ ასტრონავტები ХХ საუკუნის 80-90-იან წლებში. თუმცა, იმის გამო, რომ Grid Compass მეტად ძვირადღირებული იყო და სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფა ჰქონდა, მან ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება.
ბაზარზე პირველი ლეპტოპი გამოვიდა 1981 წელს. ეს იყო Osborne 1. იგი იწონიდა დაახლოებით 11 კგ-ს, ჰქონდა 4 მჰც. სიხშირის მქონე პროცესორი, 64 კბ მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, 5 დუიმიანი დისპლეი, 5,25 დუიმიანი ორი დისკი და გააჩნდა ბატარეით ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობა. Osborne 1 მუშაობდა ოპერაციულ სისტემა CP/M 2,2-ზე, პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ გათვალისწინებული იყო Basic ენის ორი ვერსია, ტექსტური რედაქტორი WordStar, ელექტრონული ცხრილები SuperCalc და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა dBase II.
Osborne 1 მოდელს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, რამაც კომპანიების დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პერსპექტიული სფეროს მიმართ და დაიწყო მრავალრიცხოვანი პორტატული მოწყლობილობების წარმოება. პირველი ნოუთბუქების მწარმოებლებს შორის იყვნენ კომპანიები — Compaq, Epson, Apple, Toshiba.
1985 წელს გამოსულ ლეპტოპ Toshiba Т1100-ს ხშირად მოიხსენიებენ თანამედროვე ლეპტოპების წინაპრად. იგი გამოირჩეოდა ხარისხიანი მონოქრომული თხევადკრისტალური დისპლეითი, რომლის გაფართოება იყო 640x200 პიქსელი. ნოუთბუქს ჰქონდა 4,77 მჰც. სიხშირის პროცესორი Intel 80C88 და 720 კბ. მოცულობის 3,5 დუიმიანი დისკეტა.
Toshiba-ს ეკუთვნის მსოფლიოში პირველი ლეპტოპი 386 პროცესორით, პირველი პორტატული კომპიუტერი ფერადი თხევადკრისტალური ეკრანითა და აქტიური მატრიცით, პირველი ლეპტოპი 2,5-დუიმიანი მყარი დისკით, PCMCIA კონექტორითა და USB პორტით. ასევე, პირველი პორტატული კომპიუტერი CD-ROM-ით.
80-იანი წლების ბოლოს, ლეპტოპების ნაკადების წარმოება იწყება. ყოველი ახალი თაობის მოწყობილობები ხდებოდა სულ უფრო კომპაქტური, მეტად ფუნქციური და მახასიათებლებით თანდათან უახლოვდებოდა დეკსტოპ კომპიუტერებს.
თუმცა, სიმძლავრის მატებასა და კომპონენტების მატებასთან ერთად იზრდებოდა ენერგომოხმარება. მწარმოებლებს მოუწიათ ახალი გზების ძიება ენერგომოხმარების შემცირების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეპტოპების ავტონომიური მუშაობის დრო რამდენიმე წუთამდე ჩამოდიოდა.
პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგა კორპორაცია Intel-მა და 1990 წელს გამოუშვა პროცესორი 386 SL. ეს იყო მსოფლიოში პირველი ჩიპი სპეციალურად პორტატული კომპიუტერებისთვის. მისი უნიკალურობა გამოიხატებოდა ენერგომოხმარების მართვის დამატებით ფუნქციაში. მომდევნო წლებში, ეს პროცესორი ლეპტოპების სერიულ წარმოებაში სტანდარტად იქცა.
კლასიფიკაცია
ლეპტოპები იყოფა შემდეგ ძირითად კატეგორიებად:
ბიუჯეტური მოდელები
ამ კატეგორიაში შედის დაბალი ფასის ლეპტოპები შეზღუდული შესაძლებლობებით. დაბალბიუჯეტურ პროცესორებს უმეტესად არც ისე კარგი ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი აქვთ, რაც უარყოფითად აისახება მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დროზე. ყველაზე დაბალბიუჯეტიან მოდელებში ხელმისაწვდომი არ არის Wi-Fi-ადაპტერი.
საშუალო დონის ლეპტოპები
ეს გახლავთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული კატეგორია. ამ ტიპის ლეპტოპები არ ფლობენ განსაკუთრებულ წარმადობას, აქვთ ინტეგრირებული გრაფიკა, ან დაბალი სერიის დისკრეტული ვიდეოადაპტერი. საბაზისო, ან საშუალო დონის პროცესორი. ამგვარი ნოუთბუქების კორპუსი, როგორც წესი, პლასტმასისაა, დიზაინი — სადა.
ბიზნეს-კლასის ლეპტოპები
ტექნიკური მახასიათებლებით ასეთი მოწყობილობები საშუალო დონის ლეპტოპებისგან განსხვავდებიან გაცილებით დახვეწილი დიზაინით. ასევე, უფრო ძვირადღირებული მასალების გამოყენებით.
მულტიმედია ლეპტოპები
როგორც წესი, ამ კატეგორიას მიეკუთვნება ნოუთბუქები საშუალოზე მაღალი დონის ვიდეო დაფითა და პროცესორით, რაც საშუალებას იძლევა მოწყობილობა გამოყენებულ იქნას პრაქტიკულად ყველანაირი მიზნით, მათ შორის, უმეტესობა თამაშში. ამ ტიპის ლეპტოპების ეკრანის ზომა საშუალოდ 15,6-18,4 დუიმია. უფრო მცირე დიაგონალის მქონე მოდელები თითქმის არ გვხდება, რადგანაც, მცირე ზომის დისპლეი ართულებს მულტიმედია ფუნქციების შესრულებას.
გეიმინგ ლეპტოპები
მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მაღალი წარმადობის პროცესორი და მძლავრი ვიდეო დაფა. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ვიდეო დაფები დეკსტოპ ვერსიებს სიმძლავრით ჩამოუვარდება, მათ შეუძლიათ უზრუნველყონ საკმარისი კომფორტი და თანამედროვე თამაშების მოთხოვნები. ზოგიერთი კომპანია გვთავაზობს ორი გრაფიკული ადაპტერის მქონე ნოუთბუქებს, რომლებიც მუშაობენ SLI/Crossfire რეჟიმში (Desktop Replacement კლასის მოდელები).
მობილური სამუშაო სადგური
ამ ტიპის ლეპტოპები განკუთვნილია სამგანზომილებიანი მოდელირების, პროფესიონალური ამოცანებისა და ავტომატიზებული პროექტირების სისტემებში მუშაობისთვის. მობილური სამუშაო სადგურის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ლეპტოპებისგან არის პროფესიონალური NVidia Quadro FX, ან ATI FireGL ვიდეო დაფების ვერსიის გამოყენება. მსგავს ნოუთბუქებში, ძირითადად, გამოყენებულია მაღალი წარმადობის პროცესორი და მაღალი გაფართოების დისპლეი.
საიმიჯო ლეპტოპები
ამ კატეგორიის ლეპტოპები სხვა მოწყობილობებისგან თვალშისაცემი და დასამახსოვრებელი დიზაინით გამოირჩევა. მათი კორპუსის დასამზადებლად გამოიყენება ფოლადი, ალუმინი, კარბონი და სხვა უჩვეულო მასალები. გვხდება ძვირფასი თვლებით მორთული ნოუთბუქებიც.
დაცული ლეპტოპები
ამგვარი პორტატული კომპიუტერები განკუთვნილია ექსტრემალურ პირობებში გამოყენებისთვის. მათ გააჩნიათ მომატებული მდგრადობა ვიბრაციების, დარტყმის, მტვრისა და სინესტის, აგრესიული ქიმიური გარემოს მიმართ. შეუძლიათ ექსტრემალურ ტემპერატურაზე მუშაობა. ასეთ მოწყობილობებს იყენებენ სამხედრო სამსახურში, ავარიულ-სამაშველო დაწესებულებებსა და ა.შ. დაცულ ლეპტოპებში გამოიყენება გარე ზემოქმედებისადმი მდგრადი სპეციალური კომპონენტები. ხსენებული ლეპტოპების ფართოდ გავრცელების ხელისშემშლელი ფაქტორებია მაღალი ფასი და დიდი წონა.
ლეპტოპები სენსორული ეკრანით (პლანშეტ-კომპიუტერები)
სენსორული დისპლეის მქონე ლეპტოპები გახლავთ პლანშეტისა და ლეპტოპის ერთგვარი ჰიბრიდი: პლენშეტებისგან მას ერგო სენსორული ეკრანი, ლეპტოპისგან კი — კორპუსი სრულფასოვანი კლავიატურით. ხსენებული კატეგორიის ეკრანის ზომა, როგორც წესი, არ აღემატება 15 დუიმს, რაც გამოწვეულია ამგვარი პანელის მაღალი ფასისა და საკმაოდ დიდი ენერგომოხმარებით.
კომპონენტები
ლეპტოპის კორპუსში გაერთიანებულია ეკრანი, კლავიატურა, თაჩპედი, აკუმულატორი და ერთგვარი სისტემური ბლოკი, რომელიც განთავსებულია მოწყობილობის ქვედა ნაწილში.
სისტემურ ბლოკში მოცემულია:
- პროცესორი;
-
დედა დაფა;
-
ვიდეოადაპტერი;
-
ოპტიკური დისკი (თუკი აქვს კონკრეტულ მოდელს);
-
დინამიკები;
-
ქულერი.
დედა დაფა თანამოქმედებს პროცესორთან ერთად და აღჭურვილია მეხსიერებისა და გაფართოების სლოტებით, სხვადასხვა პორტებითა და კონექტორებით.
დედა დაფის ზომა და კონფიგურაცია ინდივიდუალურია ყოველი მწარმოებლისა და მოდელის შემთხვევაში.
ყოველი დედა დაფა დაფუძნებულია გარკვეულ ჩიპსეტზე. ეს არის ერთი, ან რამდენიმე მიკროსქემა, რომელიც სპეციალურადაა შემუშავებული პროცესორთან თანაქმედების უზრუნველყოფისთვის, კომპიუტერის ყველა დანარჩენ კომპონენტთან მიმართებაში.
ჩიპსეტი განსაზღვრავს რომელ პროცესორთან შეიძლება მოქმედებდეს მოცემული დედა დაფა, რომელი ვიდეო დაფების გამოყენებაა შესაძლებელი. აგრეთვე, განსაზღვრავს მხარდაჭერილ USB პორტებს, SATA არხებსა და მთელ რიგ სხვა პარამეტრებს.
პროცესორი
პროცესორი გახლავთ დამუშავების ცენტრალური მოწყობილობა. იგი ასრულებს ყველა არითმეტიკულ და ლოგიკურ ოპერაციას და მართავს მთელი კომპიუტერის მუშაობას.
თანამედროვე პროცესორი წარმოადგენს ნახევრადგამტარ კრისტალს, რომელიც მილიარდობით ტრანზისტორს შეიცავს.
1. პროცესორის ტიპი მოიცავს მწარმოებლის დასახელებასა და თაობას;
ამჟამად გამოშვებული ლეპტოპების უმრავლესობას აქვს პროცესორების ორი წამყვანი მწარმოებლის — Intel-ისა და AMD-ის ჩიპები.
პროცესორების თაობები ერთმანეთისგან განსხვავდება წარმოების ტექნოლოგიით, პროცესორებში რეალიზებული ტექნოლოგიებით, ენერგომოხმარების დონითა და ა.შ. თითოეული თაობის ფარგლებში გამოდის რამდენიმე სერია და მოდელი.
2. პროცესორის ინდექსი;
პროცესორის ინდექსით ხასიათდება მისი მოდელი. ინდექსში ჩადებულია მახასიათებლები: ტაქტის სიხშირე, ქეშ-მეხსიერების მოცულობა, ბირთვების რაოდენობა, ენერგომოხმარების დონე და გრაფიკული პროცესორის სიხშირე.
3. ტაქტის სიხშირე;
ეს გახლავთ პროცესორის წარმადობის მაჩვენებელი (წამში ელემენტარული მოქმედებების რაოდენობა). იზომება მეგაჰერცებსა და გიგაჰერცებში.
მაგალითად, Intel Core i7-640M პროცესორის ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2,8-დან 3,46 გჰც-მდე (Turbo რეჟიმის მიხედვით. Turbo რეჟიმი, ეს არის ავტომატური აჩქარების ტექნოლოგია).
4. ქეშ-მეხსიერების მოცულობა.
ქეშ-მეხსიერება, ეს არის მცირე მოცულობის სწრაფადმოქმედი მეხსიერება, რომელიც განთავსებულია უშუალოდ თავად პროცესორის კრისტალზე. მასში ინახება ინსტრუქციები, რომლებიც მცირე ხნის წინ შეასრულა პროცესორმა. აგრეთვე, მონაცემები, რომელსაც იგი ყველაზე ხშირად იყენებს.
განასხვავებენ 1-ელ, მე-2 და მე-3 დონის ქეშ-მეხსიერებას. ლეპტოპში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სამივე დონის, ან მხოლოდ 1-ლი და მე-2 დონის ქეშ-მეხსიერება.
ყველაზე სწრაფია პირველი დონის ქეში — L1. იგი თავის მხრივ იყოფა ორად: ბრძანების (ინსტრუქციის) ქეში და მონაცემთა ქეში. პირველი დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა მცირეა — არ აღემატება 128 კილობაიტს.
სიჩქარით მეორეა მეორე დონის ქეში — L2. მისი მოცულობაა 512-1024 კბ, ხოლო, თუ მესამე დონის ქეშ-მეხსიერება ხელმისაწვდომი არ არის, მისმა მოცულობამ შესაძლოა 12 მეგაბაიტი შეადგინოს.
მეორე დონის ქეშ-მეხსიერებას პროცესორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მეტი მოცულობით უზრუნველყოფილი იქნება უფრო მაღალი წარმადობა.
მესამე დონის ქეში ყველაზე ნაკლებად სწრაფია, თუმცა მისი მოცულობა 8 მეგაბაიტს შეადგენს. L3 ქეში სხვებზე ნელია, თუმცა ოპერატიულ მეხსიერებაზე მნიშვნელოვნად სწრაფი.
ოპერატიული მეხსიერება (RAM - Random Access Memory)
კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება განკუთვნილია იმ ბრძანებებისა და მონაცემების დროებითი შენახვისთვის, რომლებიც აუცილებელია პროცესორისთვის ოპერაციის შესასრულებლად.
ოპერატიული მეხსიერება ენერგოდამოკიდებულია, კომპიუტერის გამორთვისას იგი სუფთავდება.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, ტიპი და მოცულობა:
1. ოპერატიული მეხსიერების ტიპი;
მეხსიერების ტიპი განსაზღვრავს მეხსიერების შიდა სტრუქტურასა და ძირითად მახასიათებლებს.
დღესდღეობით ხელმისაწვდომია შემდეგი ტიპები:
- Static RAM (SRAM);
-
Dynamic RAM (DRAM);
-
Synchronous Dynamic RAM (SDRAM);
-
Single Data Rate Synchronous Dynamic RAM (SDR SDRAM);
-
Double Data Rate Synchronous Dynamic RAM (DDR SDRAM, DDR2, DDR3, DDR4);
-
Graphics Double Data Rate Synchronous Dynamic RAM (GDDR SDRAM, GDDR2, GDDR3, GDDR4, GDDR5).
2. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა.
ლეპტოპებში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ძირითადად 2-16 გიგაბაიტს შეადგენს.
მონაცემთა შენახვის სისტემა
ნოუთბუქის მონაცემთა სანახი სისტემა მოიცავს მყარ დისკს — HDD-ს, ან SSD-ს; ოპტიკურ დრაივერებს; სლოტებს ქსელის ბარათისთვის; შიდა მყარ დისკებს; ფლეშ-მეხსიერების ბარათს.
მყარი დისკი (hard disk drive) — მოწყობილობა მონაცემთა შენახვისთვის, დამყარებულია მაგნიტური ჩაწერის პრინციპზე. მისი ძირითადი მახასიათებლებია მოცულობა (320 გბ; 500 გბ; 1 ტბ. და ა.შ.) და ბრუნვის სიჩქარე, რომელიც იზომება წუთში ბრუნვის მაჩვენებლით, მაგალითად 5400 ბრუნი/წუთში.
SSD (Solid State Disk/Drive) — ენერგოდამოუკიდებელი, ხელახალი გადაწერის შესაძლებობის მქომე მოწყობილობა, რომელსაც არ აქვს მოძრავი მექანიკური ნაწილები. SSD — ეს არის ფლეშ მიკროსქემების მასივი, რომელიც კონტროლერით იმართება.
HDD-სთან შეადრებით SSD-ს ბევრი უპირატესობა გააჩნია: დაბალი ენერგომოხმარება, ჩუმი მუშაობა, სამუშაო ტემპერატურის ფართო დიაპაზონი, მცირე გაბარიტები და წონა და ა.შ.
თუმცა, არსებობს ნაკლოვანებებიც — შეზღუდვა მონაცემთა ხეალახალი გადაწერის ციკლებში; მონაცემთა შენახვის მაღალი ღირებულება გათვლილი 1 გიგაბაიტზე, რაც დისკის მოცულობის პროპორციულად იზრდება.
ოპტიკური დისკი — მოწყობილობა, რომელიც ოპტიკური საშუალებებიდან მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის საშუალებას იძლევა. პროცესი ხორციელდება ლაზერის მეშვეობით. ლეპტოპებში გამოყენებულია დრაივერები შემდეგ ოპტიკურ საშუალებებთან მუშაობისთვის:
- CD RW;
-
DVD RW;
-
DVD super multi;
-
Blu-ray Disc.
მეხსიერების პორტატულ ბარათებთან მუშაობისთვის ნოუთბუქში განთავსებულია ქარდრიდერი და ხელმისაწვდომია სპეციალური კონექტორები — PCMCIA, Express Card, USB.
ქარდრიდერი (Сard reader) — მოწყობილობა სხვადასხვა ფლეშ-ბარათების წაკითხვა/ ჩაწერისთვის. ასეთი ბარათებია, მაგალითად, SD (Secure Digital), MMC (MultiMediaCard), MS (Memory Stick), MS Pro, MS Duo, XD. ამ ბარათებს აწარმოებს სხვადასხვა კომპანია და ერთმანეთისგან განსხვავდებიან ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარით, მეხსიერების მოცულობითა და ფიზიკური ზომებით.
ვიდეოსისტემა
ლეპტოპის ვიდეოსისტემა მოიცავს ეკრანსა და მოწყობილობას, რომელიც კომპიუტერის მეხსიერებაში არსებულ გამოსახულებას ვიდეოსიგნალად აქცევს.
ეკრანის ტექნიკური მახასიათებლები:
- ეკრანის დიაგონალი — იზომება დუიმებში (1 დუიმი=2,5 სმ, დაახლოებით).
- ეკრანის გაფართოება — იმ პიქსელების რაოდენობა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, რომლის აღქმაც შეუძლია მონიტორს. მაგალითად — 1280х1024, 1680х1050.
- გვერდების შეფარდება — 4/3, 16/10, 16/9.
- ეკრანის სიკაშკაშე — ეკრანის ზედაპირის მაქსიმალური განათება, მაჩვენებელი იზომება ნიტში. 1 ნიტი = 1 კდ/მ2-ს. რაც მეტია მაჩვენებელია, მით უფრო კაშკაშაა გამოსახულება.
- სენსორული ეკრანი — ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე. სენსორული მულტითაჩი აღიქვამს ერთდორულად რამდენიმე ადგილას დაჭერას ეკრანზე.
გრაფიკა
ნოუთბუქის მეხსიერებაში არსებული გამოსახულების ვიდეოსიგნალად გარდაქმნისთვის არსებობს ორი მიდგომა: ინტეგრირებული და დისკრეტული გრაფიკა.
1. ინტეგრირებული გრაფიკა — გამოსახულება მუშაოვდება ჩიპსეტში ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვისა და ლეპტოპის პროცესორის მეშვეობით. ვიდეომეხსიერების სახით გამოიყენება ოპერატიული მეხსიერების ნაწილი. ამგვარი მიდგომა პერსონალურ კომპიუტერში ინტეგრირებული ვიდეო დაფის გამოყენების ანალოგიურია და ლეპტოპის მახასიათებლებში მითითებულია როგორც ინტეგრირებული ვიდეო დაფა.
ინტეგრირებული გრაფიკა გამოიყენება ბიუჯეტურ მოდელებში, იგი საშუალებას იძლევა გადაიჭრას საოფისე ამოცანები. თავისუფლად უმკლავდება ორგანზომილებიან გრაფიკასა და ნაკლებად მომთხოვნ თამაშებს.
2. დისკრეტული გრაფიკა — გრაფიკის დამუშავებისთვის გამოიყენება დისკრეტული ვიდეო დაფა (სხვა სახელწოდებით — ვიდეოადაპტერი, გრაფიკული დაფა, გრაფიკული ბარათი, გრაფიკული ადაპტერი).
დისკრეტული დაფა წარმოადგენს ცალკეულ ჩიპს, რომელიც განთავსდება შესაბამის სლოტში. იგი, ასევე, შესაძლებელია იყოს რამდენიმე ცალკეული, დამოუკიდებელი მიკროსქემა და მიერთებულ იყოს ჩიპსეტის ზედა ხიდზე AGP, ან PCI Express სალტით.
დისკრეტულ ვიდეო დაფას გააჩნია:
ინტეგრირებული გრაფიკული პროცსორი GPU (Graphics processing unit), რომელიც დაკავებულია გამოსახულების გამოთვლით და ამ ამოცანისგან ათავისუფლებს ცენტრალურ პროცესორს.
საკუთარი ვიდეომეხსიერება — ვიდეომეხსიერებაში ინახება გრაფიკული პროცესორის მიერ დაგენერირებული და მუდმივად ცვლადი გამოსახულება, რომელიც ეკრანზე გამოდის. ვიდეომეხსიერების ტიპებია DDR, DDR2, GDDR3, GDDR4, GDDR5. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან წვდომის სიჩქარითა და სამუშაო სიხშირეებით.
ერთი, ან რამდენიმე კონტროლერი, რომლებიც მართავს გამოსახულების ფორმირებასა და დისპლეიზე გამოტანას.
დისკრეტული გრაფიკული დაფები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამგანზომილებიანი გრაფიკის შექმნისთვის, რთულ გრაფიკულ აპლიკაციებში მუშაობისა და კომპიუტერული თამაშებისთვის.
აუდიოსისტემა
ლეპტოპის აუდიოსისტემა მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც ხმოვანი ინფორმაციის დამუშავების საშუალებას იძლევა:
- ხმის ბარათი;
-
დინამიკები;
-
მიკროფონი.
ხმის ბარათი (sound card) — ნოუთბუქის აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას იძლევა ხმა გამოვიდეს აკუსტიკურ სისტემებში, ან მოხდეს აუდიო სიგნალის ჩაწერა.
ლეპტოპებში ხმის ბარათი, როგორც წესი, წარმოდგენილია, როგორც დედა დაფაში ინტეგრირებული აპარატული კოდეკი — ცალკეული მიკროსქემა, რომელიც ახდენს ანალოგური აუდიო სიგნალის კოდირებას და დეკოდირებას ციფრულ სიგნალად და პირიქით — ანალოგურ ციფრული და ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელის მეშვეობით.
ლეპტოპების უმეტესობაში ხელმისაწვდომია ინტეგრირებული დინამიკები და მიკროფონი, აგრეთვე კონექტორები ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, მაგალითად Mini-jack, 3,5 DIA.
კლავიატურა და თაჩპედი
ნოუთბუქის კლავიატურა, ზომაში შეზღუდვის გამო, გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება (ეს არ ეხება 17 დუიმიან მოდელებს, რომელთაც სრული ზომის კლავიატურა გააჩნიათ).
ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია:
-
მცირე ზომის კლავიშები;
-
კლავიშების განსხვავებული განლაგება;
-
განსაკუთრებული ტაქტილური შეგრძნებები.
ლეპტოპების კლავიატურებში გამოიყენება კლავიშებზე დაჭერის მაკრატლისებრი მექანიზმი (scissors ტექნოლოგია). მისი წყალობით კლავიშები მოძრაობს მარტივად და უხმაუროდ.
ზოგიერთ მოდელში გვხვდება მემბრანული კლავიატურა, რომელიც წარმოდგენილია ბრტყელი, დრეკადი ზედაპირით და მასზე კლავიშებით. ამ ტიპის კლავიატურები ხასიათდება დაბალი ფასით, კომპაქტურობით, მაღალი საიმედოობით და მტვრისა და წყლის გამძლეობით.
განსაკუთრებით პოპულარულია ლეპტოპები, რომელთაც განათების მქონე კლავიატურა აქვთ. გეიმინგ ლეპტოპების შემთხვევაში ფერთა გამა მრავალფეროვანია და შესაძლებელია სურვილისამებრ განათების ცვლა.
ზოგ შემთხვევაში ლეპტოპზე ხელმისაწვდომი არ არის ციფრული ბლოკი — იგი, როგორც წესი, კლავიატურის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს განთავსებული.
თაჩპედი (touchpad — სენსორული პანელი) — მასზე თითის ზემოქმედებით ხორციელდება კურსორის მართვა. უმეტესად თაჩპედს აქვს მართკუთხედის ფორმა, თუმცა არსებობს მოდელები სფეროს ფორმის სენსორული პანელით.
თუკი თაჩპედის თავზე მოცემული ღილაკების რაოდენობა სამია, კიდეზე არსებული ღილაკები ახდენენ მაუსის მარჯვენა და მარცხენა კლავიშის ჩანაცვლებას, ცენტრალური კი — სქროლის ღილაკისას.
ბევრ თანამედროვე ლეპტოპში, დისპლეის მსგავსად, თაჩპედსაც აქვს მულტითაჩის მხარდაჭერა.
პორტები და კონექტორები
პორტი — ეს არის მაკავშირებელი, რომლის მეშვეობით ხდება მონაცემების მიღება და გადაცემა. ნებისმიერ მოწყობილობებს შორის მონაცემთა მიმოცვლა შესაძლებელია შესაბამისი სტანდარტის ინტერფეისის გამოყენებით.
ნოუთბუქებში გამოყენებული პორტებია:
-
USB-პორტი;
-
IEEE 1394 (FireWire);
-
პორტი eSATA და კომბინირებული პორტი USB/eSATA;
-
ქსელური პორტი Ethernet;
-
RS-232;
-
პორტები გარე მონიტორებთან დაკავშირებისთვის — VGA, DVI, S-Video, HDMI, DisplayPort;
-
პორტი დოკ-სადგურისთვის/რეპლიკატორისთვის;
-
პორტები გაფართოების მოდულებისთვის PCMCIA, ExpressCard.
-
საწარმოო ტიპის ნოუთბუქებში შესაძლებელია შეგვხვდეს პარალელური LPT პორტი.
კვების ქვესისტემა
ლეპტოპის კვების ქვესისტემა შედგება ორი ელემენტისგან: კვების უნივერსალური ბლოკისა და ბატარეისგან.
კვების უნივერსალური ბლოკი გარდაქმნის AC ძაბვას DC ძაბვად, რომელიც ნოუთბუქის მიკროსქემებს სჭირდება. კვების ბლოკის მიწოდება ხდება ლეპტოპთან ერთად გაყიდვისას და მისი მეშვეობით მოწყობილობა უერთდება დენის როზეტს.
თანამედროვე ლეპტოპების უმეტესობას გააჩნია ლითიუმ იონური (Li-ion) ბატარეა. ეს გახლავთ ელემენტებისგან შემდგარი ბლოკი: როგორც წესი, ბატარეა შედგება 2-12 ელემენტის ერთეულისგან, რომელთაგან თითოეულის ნომიმალური ძაბვაა 3,6 ვატი.
ნოუთბუქების ბატარეის მოცულობაა 2000-8700 მილიამპერი და მეტი. რაც უფრო დიდია დისპლეი და მძლავრია კონფიგურაცია, მით მეტი ენერგია სჭირდება და, შესაბამისად, მით უფრო დიდი მოცულობის უნდა იყოს ბატარეა.
ბატარეის მოცულობა პირდაპირ გავლენას ახდენს ნოუთბუქის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე. რაც უფრო დიდია ბატარეა, მით დიდხანს მუშაობს მოწყობილობა ავტონომიურ რეჟიმში. ავტონომიური მუშაობის დრო, როგორც წესი, იზომება ლეპტოპის მინიმალური დატვირთვისას, ეკრანის მინიმალური სიკაშკაშის პირობებში.
ლითიუმ-იონური ბატარეის მთავარი ნაკლოვანებაა ე.წ. არაკონტროლირებადი დაძველება. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ნახევარ წელში ბატარეა კარგავს ენერგომოცულობის მნიშვნელოვან ნაწილს იმის მიუხედავად, თუ რა სიხშირით გამოიყენებოდა. 2-3 წელიწადში ბატარეა ვეღარ ინარჩუნებს მუხტს დაშესაძლოა სრულიად უსარგებლო გახდეს.
ლითიუმ-იონური ბატარეის გარდა ნოუთბუქებში შესაძლებელია შეგხვდეს ბატარეის სხვა ტიპი: ნიკელისა და კადმიუმის (NiCd); ნიკელი-მეტალოჰიდრიდის (NiMH); ლითიუმ-პოლიმერული (LIP, ან Li-Poly) ბატარეა.
ოპერაციული სისტემა
ლეპტოპებში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს შემდეგი ოპერაციული სისტემები: Windows, Linux, ან DOS. არსებობს კიდევ კომპანია Apple-ის მიერ წარმოებული პორტატული მოწყობილობები Mac OS ოპერაციული სისტემით.
თანხის დაზოგვის მიზნით უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ Linux, ან DOS სისტემის მქონე ლეპტოპებზე. თავისთავად, ეს ოპერაციული სისტემები არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად ისინი უნდა გამოიყენოთ. ეს გახლავთ ნომინალური სისტემები: დაგჭირდებათ თავად დააყენოთ Windows, ან ისარგებლოთ სპეციალისტის დახმარებით.
იმ შემთხვევაში, თუკი დროის ხარჯვას გირჩევნიათ დამატებითი თანხა გადაიხადოთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ მოდელი უკვე დაყენებული Windows-ით, თუმცა გაითვალსწინეთ, რომ ახალი ვერსიის გამოსვლის შემთხვევაში მისი დაყენება იქნება საჭირო.
მწარმოებელი ბრენდები
თანამედროვე ლეპტოპი, ეს გახლავთ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც მუდმივად სრულყოფას განიცდის. მთელ მსოფლიოში ათასობით ინჟინერი მუშაობს იმაზე, რომ გაიზარდოს ლეპტოპის კომპონენტების წარმადობა და საიმედოობა, გაფართოვდეს ფუნქციები და შესაძლებლობები, შემცირდეს წონა, გაუმჯობესდეს დიზაინი და მომხმარებლებისთვის ნოუთბუქთან მუშაობა გახდეს უფრო მოსახერხებელი, მარტივი და მიმზიდველი.
როგორც ვხედავთ, ლეპტოპის არჩევა არც ისე რთულია, როდესაც საკმარისად ვართ ინფორმირებულნი. მთავარი კითხვაა — რისთვის გვჭირდება მოწყობილობა? მიზნების განსაზღვრის შემდეგ ვირჩევთ შესაბამის მოდელს მახასიათებლებისა და ფასის გათვალისწინებით, რათა მივიღოთ ყველაზე ოპტიმალური მოწყობილობა, რომლის გარშე თანამედროვე ცხოვრების სტილი, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
-
გადახედვაპიტერ ფიშერი: "ჰაიდელბერგ ცემენტი" გავიდა ქართული ბაზრიდან, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია პიტერ ფიშერი: "ჰაიდელბერგ ცემენტი" გავიდა ქართული ბაზრიდან, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია
-
გადახედვაახალგაზრდა ნემსიყლაპიებს ანუსიდან სუნთქვა შეუძლიათ, მაგრამ ეს ყველაფერი არაა ახალგაზრდა ნემსიყლაპიებს ანუსიდან სუნთქვა შეუძლიათ, მაგრამ ეს ყველაფერი არაა
-
-
-
გადახედვამაილი საირუსმა Flowers-ის საავტორო უფლებებზე სარჩელს უპასუხა მაილი საირუსმა Flowers-ის საავტორო უფლებებზე სარჩელს უპასუხა
-
გადახედვაევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტების Curriculum Vitae საქართველოს პრეზიდენტების Curriculum Vitae
-
გადახედვაკადიროვის მკვლელობის მცდელობის შესახებ ჭორების გავრცელება დაღესტნელმა ყოფილი დეპუტატმა დაუკვეთა კადიროვის მკვლელობის მცდელობის შესახებ ჭორების გავრცელება დაღესტნელმა ყოფილი დეპუტატმა დაუკვეთა
-
გადახედვაახმად კადიროვის მონუმენტზე შეურაცხმყოფელი წარწერის გამო, მოსკოვში ქალი დააკავეს ახმად კადიროვის მონუმენტზე შეურაცხმყოფელი წარწერის გამო, მოსკოვში ქალი დააკავეს
-
-
გადახედვასტოლტენბერგის თქმით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალიან საჭირო და სასიხარულოა სტოლტენბერგის თქმით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალიან საჭირო და სასიხარულოა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს, გარკვეულწილად დაგვცინის კიდეც გია ხუხაშვილი: ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს, გარკვეულწილად დაგვცინის კიდეც
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენს პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა! მამუკა მდინარაძე: ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენს პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!
-
გადახედვახატია დეკანოიძე: ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი ხატია დეკანოიძე: ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი
-
გადახედვამელია: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამართლებულია, თუ ის საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლას მოემსახურება მელია: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამართლებულია, თუ ის საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლას მოემსახურება
-
გადახედვაშოთა ხაბარელი: მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, რომელმაც ეს კანდიდატურა წამოაყენა შოთა ხაბარელი: მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, რომელმაც ეს კანდიდატურა წამოაყენა
-
-
გადახედვანიკა გვარამია: ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან ნიკა გვარამია: ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან
-
გადახედვაყაველაშვილის დაპყრობილი 6 მწვერვალი, რომლებმაც ის პრეზიდენტობის კანდიდატად აქციეს ყაველაშვილის დაპყრობილი 6 მწვერვალი, რომლებმაც ის პრეზიდენტობის კანდიდატად აქციეს
-
გადახედვათინათინ რუხაძე: გელათში ვიყავი ჩასული, ვესაუბრე კომიტეტს თინათინ რუხაძე: გელათში ვიყავი ჩასული, ვესაუბრე კომიტეტს
-
გადახედვაგენო პეტრიაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ძალიან დიდი შრომა და თავდადება გასწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის გენო პეტრიაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ძალიან დიდი შრომა და თავდადება გასწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის
კომენტარები