მერილ სტრიპის არაჩვეულებრივი გამოსვლის ტექსტი ქართულ ენაზე
გუშინდელი ოქროს გლობუსი გამორჩეული იყო მსახიობ მერილ სტრიპისთვის, მან საპატიო ოქროს გლობუსი მიიღო, მისი სიტყვა კი, რომელიც სცენიდან წარმოთქვა, ნამდვილად შთამაგონებელი იყო არა მხოლოდ იქ დამსწრე საზოგადოებისთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის. დღეს ყველა მედიასაშუალება სწორედ მის გამოსვლას განიხილავს და წლევანდელი ოქროს გლობუსის მთავარ მოვლენად აფასებს.
ლეგენდარული მსახიობი შეეხო დონალდ ტრამპის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტების დაცინვისა და ემიგრანტების თემას, რომელზეც ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი აქტიურად საუბრობდა საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დროს.
გთავაზობთ მერილი სტრიპის სიტყვის სრულ ვერსიას ქართულ ენაზე:
"გთხოვთ, დასხედით. გმადლობთ. ყველანი მიყვარხართ. უნდა მაპატიოთ, ამ კვირის ბოლოს ყვირილისა და ტირილის გამო ხმა დავკარგე და ამ წლის დასაწყისში შევიშალე, ასე რომ, ტექსტი უნდა წავიკითხო.
დიდი მადლობა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას. უბრალოდ მინდა განვავრცო, რაც ჰიუ ლორიმ თქვა: თქვენ და ამ ოთახში მყოფი ყველა ჩვენგანი ახლა ნამდვილად ეკუთვნის ამერიკის საზოგადოებაში ყველაზე დემონიზებულ სეგმენტს. დაფიქრდით ამაზე: ჰოლივუდი, უცხოელები და პრესა. მაგრამ მაინც, ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჰოლივუდი? ადამიანები, რომლებიც სხვა ადგილებიდან მოვიდნენ. მე დავიბადე, გავიზარდე და განათლება მივიღე ნიუ ჯერსის საჯარო სკოლებში, ვაიოლა დევისი ქოხში დაიბადა სამხრეთ კაროლინაში, მერე კი ცენტრალ ფოლსში, როდ აილენდზე გადმოვიდა. სარა პოლსონი ფლორიდაში დაიბადა და მარტოხელა დედამ გაზარდა ბრუკლინში, სარა ჯესიკა პარკერი ოჰაიოში შვიდი თუ რვა ბავშვიდან ერთ-ერთი იყო, ემი ადამსი დაიბადა იტალიაში, ნატალი პორტმანი კი - იერუსალიმში. სად არის მათი დაბადების მოწმობები? მშვენიერი რუთ ნენგა დაიბადა ადის აბებაში, ეთიოპია, გაიზარდა ლონდონში - არა, მგონი ირლანდიაში და აქ ნომინირებულია ვირჯინიის პატარა ქალაქში მცხოვრები გოგონას როლისთვის. რაიან გოსლინგი, ისევე, როგორც ყველა სასიამოვნო ადამიანი, კანადელია. დევ პეტელი დაიბადა კენიაში, ფილმში კი ტასმანიაში გაზრდილ ინდოელს თამაშობს, ასე რომ, ჰოლივუდი ცოცხლობს უცხოელებით და თუ ჩვენ მათ გავყრით, საყურებლად მხოლოდ ფეხბურთი და შერეული საბრძოლო ხელოვნება დაგვრჩება, რაც ხელოვნება ნამდვილად არ არის.
მსახიობის ერთადერთი საქმე არის ხალხის ცხოვრებაში შესვლაა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულნი არიან. ამ წელს იყო ბევრი, ბევრი, ბევრი ძლიერი წარმოდგენა, რომელმაც სწორედ ეს მისია შეასრულა. სუნთქვისშემკვრელი, ემოციური ნამუშევრები.
თუმცა ამ წელს ერთმა წარმოდგენამ განსაკუთრებით შემძრა. მან კლანჭები გულში ჩამასო. არა იმიტომ, რომ კარგი იყო, პირიქით არაფერი იყო მასში კარგი. მაგრამ ეს შესრულება ეფექტური აღმოჩნდა და თავისი საქმე გააკეთა. მან თავისი სამიზნე აუდიტორია გააცინა და კბილები გამოაჩენინა. იყო ასეთი მომენტი: პირი, რომელიც ითხოვდა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პატივცეულ ადგილზე დაჯდომას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტის იმიტაციას ახდენდა. დასცინოდა იმას, ვისაც აღემატებოდა პრივილეგიით, ძალაუფლებითა და ბრძოლისუნარიანობით. როდესაც ეს დავინახე, გული დამწყდა და ჯერ კიდევ ვერ ვიგდებ თავიდან, რადგანაც ეს არ მოხდა ფილმში. ეს რეალური ცხოვრება იყო და როცა დამცირების ინსტინქტს საჯარო პირი ავლენს, ეს ყველა ადამიანის გონებაში ილექება. უპატივცემულობა იწვევს უპატივცემულობას. როდესაც ძლევამოსილი ადამიანი თავის გავლენას სხვების დასაჩაგრად იყენებს, ჩვენ ყველანი ვმარცხდებით.
ამას კი მივყავარ პრესამდე. ჩვენ გვჭირდება პრინციპული პრესა ამ ადამიანის გასაკონტროლებლად, რათა მას ყოველი დარღვევისთვის მოუწიოს პასუხის გაცემა. ჩვენმა დამაარსებლებმა სწორედ ამისთვის განამტკიცეს პრესის თავისუფლება კონსტიტუციაში. ასე რომ, მე ცნობილ ჰოლივუდის პრესასა და ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს ვთხოვ მხოლოდ იმას, რომ შემომიერთდნენ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში. ახლა ყველას დაგვჭირდება მათი წინსვლა და მათ დავჭირდებით სიმართლის დასაცავად.
კიდევ ერთი რამ: ერთხელ, როდესაც გადაღებაზე ვიყავი და ვწუწუნებდი, რომ მუშაობის გამო ვახშამი გვიანდებოდა, ტომი ლი ჯონსმა მითხრა: "მერილ, განა დიდი პრივილეგია არ არის მსახიობად ყოფნა?" დიახ, არის და ჩვენ ერთმანეთს უნდა გავახსენოთ ეს პრივილეგია და თანაგრძნობის ვალდებულება. ჩვენ ყველა უნდა ვამაყობდეთ საქმით, რომელსაც ჰოლივუდი ასრულებს აქ, ამაღამ.
როგორც ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, გარდაცვლილმა პრინცესა ლეიამ ერთხელ მითხრა: აიღე შენი გატეხილი გული და გარდაქმენი ხელოვნებად."
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა

კომენტარები