მედიკამენტების გარეშე ჰალუცინაციების გამოწვევა ძალიან მარტივია
ადამიანის ტვინი საოცარი რამაა. მის კომპლექსურობასთან ყველაზე მეტად განვითარებული მანქანებიც კი ვერ მივლენ, თუმცა ამავდროულად მილიარდობით ნეორონის ეს ერთიანობა ძალიან მყიფეა: პაწაწინა ნაწილის დაზიანებამაც კი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, დაზიანებისა და ფუნქციური დარღვევის გარეშეეც კი, ადამიანის ტვინი, ხანდახან, გამართულად ვერ მუშაობს. როგორც აღმოჩნდა, მისი გაცურება და მედიკამენტების მიღების გარეშე, ბუნებრივად ჰალუცინაციების გამოწვევა ძალიან მარტივია, უბრალოდ, საჭიროა იცოდე, როგორ ქნა ეს სწორად.
2016 წელს YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სწორედ ეს პროცესია აღბეჭდილი. თუკი თქვენ შესაფერის სიტუაციას შექმნით, საკმაოდ ძლიერ ჰალუცინაციებს გამოიწვევთ. ვიდეოს მიხედვით, ამისთვის საჭიროა შემდეგი ნივთები:
- სინათლის ფირფიტები;
- თეთრი ქაღალდი;
- ბამბის ბალიშები;
- რეზინის სამაჯურები;
- საკანცელარიო ნივთები, მათ შორის მაკრატელი, სტეპლერი, ლენტი და ძაფი;
- YouTube-ზე ჩართული ვიდეო ან ძველი ტელევიზორის მიერ გამოცემული თეთრი ხმაური;
- ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები.
თითოეული ნივთის გამოყენების შესახებ ინსტრუქცია ვიდეოშია ნაჩვენები, როგორც წესი ეფექტი 10-30 წუთის განმავლობაში იწყება.
ვიდეოს ავტორების თქმით, პროცედურის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ მათ შერეული ფერების დანახვა დაიწყეს, ისე როგორც ეს ქუთუთოების სრესის დროს ხდება. ერთ-ერთ მონაწილის თქმით, მას ყვირილი ესმოდა, მეორეს კი სიცილი.
შესაძლოა, ეს თავდაპირველად უაზრობადაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ამ მოვლენის ახსნა მეცნიერულადაა შესაძლებელი — ამას განცფელდის ეფექტი ეწოდება.
განცფელდის ეფექტი ხსნის, თუ როგორ რეაგირებს ადამიანის ტვინი უსტრუქტურო გარე სტიმულებზე, ისეთებზე, როგორიც მაგალითად, თეთრი ხმაურია. იგი გამოტოვებულ ვიზუალურ სიგნალებს ეძებს. ეს კი, როგორც წესი, ვიზუალური ან ხმოვანი ჰალუცინაციებით სრულდება. რასაკვირველია, ეს ეფექტი ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს.
აღსანშნავია, რომ განცფელდის ეფექტზე კვლევა 2015 წელსაც ჩატარდა — ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეები ერთმანეთს თვალებში 10 წუთის განმავლობაში უყურებდნენ.
"მოხალისეების თქმით, ექსპერიმენტის დროს განცდილი ემოციები უნიკალური იყო და მსგავსი რამ აქამდე არასდროს უგრძვნიათ", — განაცხადა კვლევის ავტორმა ქრისტიან ჯარეტმა.
მნიშნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს არაზუსტი მეცნიერებაა. თუმცა ვიდეოს ავტორების მიერ შემუშავებული ტექნიკა შეგიძლიათ საკუთარ თავზეც გამოსცადოთ და საკუთარი ტვინის საპასუხო რეაქციას დააკვირდეთ.
კომენტარები