მამუკა ხაზარაძე: გილოცავთ, თელავი ღვინის მსოფლიო დედაქალაქი იქნება
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
დღეს თელავში ლელომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიტინგი გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები თელავის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მსვლელობისას მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე წარუდგინეს.
თელავში ლელოს წინასაარჩევნო მიტინგზე პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა ამოძრავდეს ყველა ის მიმართულება, რაც საქართველოს გააჩნია. ხაზარაძის განცხადებით, ლელოს "ახალი მარშალის გეგმის" მიხედვით, თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, ხოლო ამ მიმართულებით პარტია უკვე მუშაობს და სამი დღის წინ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიიღეს პასუხი, რომ მათი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.
"არ შეიძლება, გაჩერებული ქვეყანა ავიტანოთ, უნდა ავამოქმედოთ მისი პოტენციალი — ინტელექტუალური ძალა და მშრომელი ადამიანი. არ შეიძლება, ეს ბარაქიანი მხარე იყოს პასიური და გლეხი ფიქრობდეს, როგორ გაყიდოს თავისი მომავალი კაპიკებად. ის დუხჭირი ქვეყანა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, უნდა შევცვალოთ. უმუშევრობა და სიღატაკე — ეს არის შიდა ომი და სწორედ ამ ომში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი ლელოსთან ერთად. პარტიამ შეიმუშავა ისეთი პროგრამა, რომელიც აამოქმედებს მთლიან საქართველოს, სრულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ნამდვილად განავითარებს მას", — განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, თელავი, როგორც ღვინის სამშობლო, ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს და ლელოს ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს:
ჩვენი 'მარშალის გეგმის' მიხედვით თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ღვინის სამშობლო. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სამი დღის წინ მივიღეთ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისგან პასუხი, რომ ჩვენი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ჩვენ თელავს გამოვაჩენთ საერთაშორისო რუკაზე", — დაამატა ხაზარაძემ.
მიტინგის მსვლელობისას პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრო ჯაფარიძემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობასა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
"გვიახლოვდება არჩევნები — დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ვარდნა უნდა შევაჩეროთ. ამ დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ცვლილებები და ნამდვილი აღმშენებლობა. ამ დღიდან უნდა დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები პოლიტიკაში, რომ მოვიდნენ პატრიოტი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ და შეინარჩუნებენ ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამიტომ 31 ოქტომბერს ხმა უნდა მივცეთ ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალს. ლელო თავისი გუნდით, ადამიანებით, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან, მზადაა, ქვეყნის და ხალხის სამსახურში ჩადგეს", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტალახაძემ თავისი ოლქის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და მათ მიტინგზე მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება ლელოში მის გაწევრიანებას, ტალახაძის თქმით, გუნდთან მისი იდეოლოგია საერთოა და პარტიასთან ერთად რეგიონში სასიკეთო ცვლილებებისთვის იბრძოლებს.
"ლელო არის პოლიტიკური ძალა, რომელშიც გაერთიანებულნი არიან პატიოსანი და მაღალკვალიფიციური ადამიანები. მათთან ჩემი იდეოლოგიის თანხვედრის გამო შევუერთდი გუნდს. ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი არის სწორი. ამ დროის განმავლობაში, სანამ ბიზნესში ვიყავი, მეგონა, საქვეყნო საქმეს ვაკეთებდი, თუმცა ქართულმა ოცნებამ 8 წელი გააჩერა ქვეყანა და მე მინდა, ეს ლელოსთან ერთად შეცვალო", — განაცხადა ტალახაძემ.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები