დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გატრდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

ორივე გარდაცვლილი აჭარიდანაა — 61 წლის ქალი და 66 წლის კაცი.

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 992 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1100 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: