1945 წლიდან ათწლეულები გავიდა, მაგრამ გერმანიას ფაშიზმს ახსენებენ — კობახიძე განმარტავს, რატომ საუბრობენ სულ ყოფილ ხელისუფლებაზე
ფოტო: On.ge
ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობას ფაშიზმსა და ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებას ადარებს. მისი თქმით, ოპოზიციას ხშირად იმიტომ აკრიტიკებენ და ყოფილ ხელისუფლებაზეც იმიტომ საუბრობენ, რომ ხალხს არ დაავიწყდეს, როგორი იყო რეჟიმი.
"1945 წლის შემდეგ ათწლეულები გავიდა, მაგრამ დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას იმას, რა მძიმე რამე იყო ფაშიზმი. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი ფორმებით არავითარ შემთხვევაში არ განსხვავდებოდნენ. მათი საქმიანობის ფორმებიც ეს იყო ძალადობა და სიცრუე. ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებს ის, თუ როგორი აღარ უნდა იყოს ხელისუფლება.
განსხვავებით ჰიტლერისგან, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღემდე რჩებიან ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს არის დამატებითი მიზეზი, რატომაც ქართულ საზოგადოებას ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, როგორი იყო ეს პოლიტიკური ძალა", — განაცხადა კობახიძემ.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ეკონომიკური პროგრამის წარდგენაზეც ყოფილი ხელისუფლება ლანძღა. ივანიშვილმა დიდი დრო დაუთმო იმაზე საუბარს, რომ წინა ხელისუფლებამ "ვერ აირიდა ავანტიურა", დაიწყო ომი და მთავარსარდალი ომის დროს "ლაჩრულად" გაიქცა ბრძოლის ველიდან. წინა ხელისუფლებას მან მედიის, სასამართლოს, ბიზნესის ადამიანის უფლებების შეზღუდვაც წამოაძახა.
"თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ჩემს ხალხს, და ვაჩვენო, სად ვიყავით 8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლება გადავიბარეთ, და სად ვართ ახლა.
რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ უდავოდ ვალდებულნი ვართ ობიექტურად შევაფასოთ და, არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირესა და მეგობარს, კიდევ ერთხელ, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შევახსენოთ, როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას ცხოვრება, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისუფლებისაგან, და რისი გაკეთება შევძელით განვლილი ურთულესი წლების განმავლობაში", — განაცხადა მან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ივანიშვილი და მისი გუნდი საკუთარ წარმატებებზე საუბრის ნაცვლად, დროს ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას უთმობს.
გაიგეთ მეტი:
- ივანიშვილი ყოფილ ხელისუფლებას "სახელმწიფოებრიობის საყრდენის", ეკლესიის შევიწროებაში ადანაშაულებს
- ოპოზიციამ ბოროტად ისარგებლა ხელისუფლების "უნებლიე შეცდომით" აღელვებული ახალგაზრდებით — ივანიშვილი 20 ივნისზე
- ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს, ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად — ივანიშვილი ენმ-ზე
- როცა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოქალაქეები კრიზისის წინაშე არიან, პრაგმატული მიდგომებით ვინარჩუნებთ მშვიდობას — ივანიშვილი
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები