ჩედვიკ ბოუზმენის ბოლო ფილმიდან პირველი კადრები გავრცელდა
ნეტფლიქსმა წელს დაგეგმილ თავის კინოპრემიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტიდან — Ma Rainey’s Black Bottom პირველი კადრები გაავრცელა.
კინომოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი სხვა დეტალების გარდა, ეს ფილმი საყურადღებოა იმის გამოც, რომ მასში ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოუზმენი თამაშობს, რაც ამ ხელოვანის უკანასკნელი სამსახიობო შესრულება აღმოჩნდა: შეგახსენებთ, რომ ბოუზმენი 28 აგვისტოს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ახლახანს გავრცელებულ ფოტოებში ვხედავთ, შავი პანტერას ვარსკვლავი სუპერგმირის ფორმის ნაცვლად ამჯერად მომხიბვლელ ვინტაჟურ სამოსშია გამოწყობილი.
ჩედვიკ ბოუზმენთან ერთად ამ ახალ ფილმში მონაწილეობს ვაიოლა დევისიც, რომელიც ბლუზის შემსრულებელს განასახიერებს.
ბოუზმენი სწორედ დევისის პერსონაჟის შეყვარებულისა და საყვირზე დამკვრელის როლს ასრულებს.
Ma Rainey’s Black Bottom-ის სიუჟეტი 1927 წლის ჩიკაგოში ვითარდება და როგორც იმდროინდელი ამერიკის მუსიკას აცოცხლებს ეკრანებზე, ისე რასიზმისა და პირადი ურთიერთობების პრობლემებზე მოგვითხრობს.
ფილმი პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის ავგუსტ უილსონის ამავე სახელწოდების მქონე პიესის მიხედვით შეიქმნა.
კინოსურათი ჯორჯ უოლფმა გადაიღო, რომელსაც წარსულში ისეთ ცნობილ პროექტზე აქვს ნამუშევარი, როგორიცაა Angels in America. მთავარი პროდიუსერი კი ცნობილი მსახიობი დენზელ ვაშინგტონია.
"ის შესანიშნავი მსახიობი იყო და მოულოდნელად დაგვტოვა, კვლავ არ შემიძლია ამის დაჯერება", — განაცხადა ვაშინგტონმა ბოუზმენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ახალი ფილმი არ არის, რომელსაც მაყურებელი წელს ჩედვიკ ბოუზმენის მონაწილეობით იხილავს: 12 ივნისს გამოვიდა ასევე ნეტფლიქსთან თანამშრომლობით გადაღებული სპაიკ ლის ახალი ფილმი Da 5 Bloods, რომელიც ვიეტნამის ომის შესახებ მოგვითხრობს და მასში მთავარ როლს სწორედ შავი პანტერას ვარსკვლავი ასრულებს.
ბოუზმენის უკანასკნელი შესრულების ხილვა 18 დეკემბრიდან შეგვეძლება: სწორედ მაშინ შედგება Ma Rainey’s Black Bottom-ის პრემიერა ნეტფლიქსის პლატფორმაზე.
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
კომენტარები