ციდან დანახული მსოფლიო — ნახეთ დრონით გადაღებული 22 საუკეთესო ფოტო
თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების მარტივად გადაჭრაში გვეხმარება, არამედ ხელს გვიწყობს, ჩვენი შემოქმედების საზღვრები კიდევ უფრო გავაფართოვოთ.
მაგალითად, ფოტოგრაფიაში მაღალი ხარისხის კამერით აღჭურვილმა დრონებმა არაერთ ხელოვანს მისცა საშუალება, რომ ის კადრები აღებეჭდათ, რომლებიც მანამდე სრულიად მოუხელთებელი ჩანდა.
1. სიყვარულით სავსე ბუნება
ავსტრალიელი ფოტოგრაფის ჯიმ პიკოტის ამ ფოტოს, რომელიც ახალ სამხრეთ უელსშია გადაღებული და ორაგულების ქარავანში მოცურავე ზვიგენს ასახავს, მთავარი ჯილდო გადაეცა.
2. საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში
2019 წელს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ქუჩაში ორი მილიონი მოქალაქე გამოვიდა.
3. ყავა თუ ჩაი
ბრაზილიაში გადაღებული ეს ფოტო ამ ქვეყნის ბუნების მაგიურობაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.
4. აფრიკული კამეჩები სახლისკენ მიმავალ გზაზე
როგორც ამ ფოტოში ვხედავთ, "სახლში" მისასვლელად მათ ტბის გადალახვა უწევთ და კარგადაც გაიწუწებიან.
5. მორწმუნეების შეხვედრა ბანგლადეშში
ფოტოზე ასახულია სამხრეთ აზიაში ბაირამის აღნიშვნის ყველაზე დიდი თავყრილობა .
6. ნეკერჩხლის ჩრდილი გაზაფხულის პირას
სიცოცხლის ხე.
7. ლოცვა ფიზიკური დისტანცირებით
თურქეთში მორწმუნეები პანდემიის გათვალისწინებით ღვთისმსახურებას უსაფრთხოების წესების დაცვით აღავლენდნენ.
8. ხუთი სეზონი
ეს ჯადოსნური ფოტო რუმინეთშია გადაღებული.
9. წვრილმანების ღმერთი
ვიეტნამში ადგილობრივები დუმფარებს აგროვებენ.
10. გალაქტიკა წყალში
ერთი შეხედვით კოსმოსში გადაღებულ ფოტოს ჰგავს.
11. კარანტინი იტალიაში
ამ ფოტოს ავტორს უეს ანდერსონის ფილმებიც ეყვარება.
12. ჩრდილის დევნა
ეს შთამბეჭდავი ფოტო იტალიაში, ტოსკანას რეგიონშია გადაღებული.
13. მიტოვებული
ფოტოგრაფმა ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქის — შანხაის უჩვეულოდ დაცარიელებული ქუჩების ფოტოობიექტივით აღბეჭდვა კარანტინის დროს შეძლო.
14. აფრიკული კამეჩების ნავსაყუდელი
ვიეტნამში მსგავს ადგილებში კამეცებს ხელოვნურად ანაყოფიერებენ.
15. მდინარის დელტა
კენიაში მდებარე მდინარე ევუასო-ნგიროს ტოტებად გაშლილი დელტა.
16. რადიოლოკაციური კომპლექსი დუგა
საჰაერო დაბომბვის გამაფრთხილებელი საბჭოთა რადარი ჩერნობილში.
17. მიფრინავენ ფლამინგოები
კენიაში მდებარე ტურკანის ტბას ფლამინგოები ხშირად სტუმრობენ.
18. ქსოვილების ცისარტყელა
მიანმარში ადგილობრივები ქსოვილებზე მუშაობისას ნამდვილი ფერების დღესასწაულს აწყობენ.
19. ნავები მდინარე ბურიგანგას პირას
არადა, შეიძლება, იფიქრო, რომ მოლუსკებია.
20. მარილის გორაკები
ვიეტნამში მარილს აქტიურად მოიპოვებენ.
21. წიწაკის შეგროვება
მწარე კერძების მოყვარულთა სამოთხე.
22. ზღვაზე
რთულია, ამ კადრს თვალი მარტივად მოსწყვიტო.
კომენტარები