დიუნის ტრეილერისთვის Pink Floyd-ის ქავერზე ჰანს ციმერმა დისტანციურად იმუშავა
რამდენიმე დღის წინ 2020 წელს დაგეგმილ კინოპრემიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე ფილმის — დიუნის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც გაერთიანებულმა კადრებმა და ამის ფონად გაშვებულმა საუნდტრეკმა მაყურებლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
სამწუთიანი ტრეილერის საუნდტრეკი ლეგენდარული როკბენდის Pink Floyd ცნობილი სიმღერის Eclipse ქავერია, რომელზეც თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გერმანელმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა იმუშავა.
ამ ოსკაროსანმა ხელოვანმა დიუნისთვის მუსიკა მთლიანად თავად შექმნა, ამავდროულად კი იმ იშვიათ კომპოზიტორებს შორის მოხვდა, ვინც ტრეილერის მუსიკაზეც კი იმუშავა. ჰანს ციმერმა კარანტინის დიდი ნაწილი სწორედ ამ ფილმისთვის მუსიკის შექმნას მიუძღვნა, ამასთანავე კი დისტანციურად იმუშავა ლოს-ანჯელესის 32-წევრიან მომღერალთა გუნდთან, რათა Eclipse-ის ქავერი ჩაეწერათ.
ციმერი მომღერალთა გუნდს თავისი სახლიდან FaceTime-ის საშუალებით ერთვებოდა, თავად გუნდი კი შესაფერის დარბაზში გადიოდა რეპეტიციას, სადაც 12 მათგანი ვოკალისტი იყო, 20 კი ინსტრუმენტებზე უკრავდა.
"უსაფრთხოების ყველა პროტოკოლს ვიცავდით. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ყველას პირბადე ეკეთა, თავისი მიკროფონი ჰქონდა და შესვენებებს შორის ყველაფერს დეზინფექცია უტარდებოდა", — აღნიშნა ამ გამოცდილებაზე საუბრისას მომღერალთა გუნდის წარმომადგენელმა, ლემან ბოდიკერმა.
ჰანს ციმერს აქამდე ისეთ რეჟისორებთან ერთად უთანამშრომლია, როგორებიც არიან რიდლი სკოტი, კრისტოფერ ნოლანი თუ გაი რიჩი და ინტერსტელარის, გლადიატორისა და ბნელი რაინდის ტრილოგიის მსგავსი ფილმებისთვის შეუქმნია მუსიკა. მას დიუნის რეჟისორთან, დენი ვილნევთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს: სწორედ ის იყო კომპოზიტორი ფილმისა Blade Runner 2049.
როცა დიუნის ტრეილერი გამოქვეყნდა, ამ ფაქტს ეს ცნობილი გერმანელი ხელოვანი თავის ტვიტერის ანგარიშზე ასე შეხვდა: "ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა".
Pink Floyd-ის ცნობილი სიმღერა Eclipse ამ ბენდის 1973 წელს გამოშვებულ ალბომში Dark Side of the Moon შედის. აღსანიშნავია, რომ ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ ამ ორიგინალი სიმღერის გაყიდვები 1 750%-ით გაიზარდა.
თავად ტრეილერმა 8 დღეში YouTube-ე 24 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
კომენტარები