ლელოს ლიდერების თქმით მათ წევრებზე ზეწოლის ფაქტები გახშირებულია
ლელოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც წინა საარჩევნოდ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.
ლელოს ლიდერების თქმით, ქართულ ოცნებას ოპოზიციური პარტიის გაძლიერება აშინებს და მიმართავს თვალთვალის, დაშინებისა და შანტაჟის გზებს.
პარტიაში ხმამაღლა საუბრობენ და ფაქტებს ასაჯაროებენ იმ ავტომობილებზე, რომლებიც ლელოს წევრებს ბოლო დროის განმავლობაში უთვალთვალებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, ლელოს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - II252HH. ხოლო უშუალოდ ბუაძეზე თვალთვალს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - AA055EE ახორციელებს.
ლელოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დღეს ცხადად ჩანს, როგორ ეშინია ქართულ ოცნებას ლელოს გაძლიერების, მათი მაჟორიტარების და მათი საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარების.
"ხელისუფლების მხრიდან ლელოს საარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის ფაქტები და სუს-ის მიერ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების რეგულარული თვალთვალი და დევნა - მათი შეხვედრებისას და გადაადგილებისას გახდა ჩვეული მოვლენა. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და ყველა ჩვენს თანამებრძოლს ბოლომდე დავიცავთ ყველა სამართლებრივი გზით! საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, ლელო საქართველოსთვის აწარმოებს მასშტაბურ საარჩევნო კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის ლიდერები ყოველდღიურად ხვდებიან ამომრჩეველს სხვადასხვა ფორმატში და იმყოფებიან ველზე, რათა ლელოს მარშალის გეგმა - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა მიიტანონ თითოეულ ამომრჩევლამდე. ცხადია, ეს ყველაფერი უკიდურესად აშინებს ქართული ოცნების ხელისუფლებას და მათი მთელი ყურადღება არის მომართული ჩვენთვის ხელის შეშლაზე. ტროლების ფაბრიკისა და ადმინისტრაციული რესურსის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებამ უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია", - აცხადებს საბა ბუაძე.
მისივე განმარტებით, მისასალმებელია, როდესაც ოპოზიციის მიერ გამართულ ღონისძიებასა და შეხვედრებზე პატრულის ფორმიანი თანამშრომლები იცავდნენ წესრიგს, მაგრამ ყოვლად ვგმობთ ამ თვალთვალს, რომელსაც ეწევიან უფორმო შავებში გამოწყობილი ადამიანები. საბა ბუაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, ლაშა გვასალიას მიერ სოციალური ქსელის საშუალებით პარტიის წევრ ქალ მხარდამჭერებზე ზეწოლასა და ბულინგსაც შეეხო, როდესაც „ლელოს“ წევრს გვასალია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა. ბუაძემ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ დაგმო.
"აგრეთვე აქტიურად ხორციელდება ზეწოლა კერძო ბიზნესის გამოყენებით ბოლნისის ოლქში, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი და თანამებრძოლი, ალახვერდი ფოლადოვი, რომელიც მუშაობდა სოფელ ფარიზში, ვაშლის ბაღში დაცვის თანამშრომლად, გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან მისმა დამსაქმებელმა მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა ლელო და გადასულიყო ქართულ ოცნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ასეთი ფაქტები კიდევ არის უამრავი და სამწუხაროდ, საათობრივად მოგვდის ინფორმაცია კიდევ ახალ და ახალ ზეწოლისა და დაშინების ფაქტების შესახებ. ეს სამწუხარო ფაქტები ნათლად ასახავენ იმ რეალობას, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა და იმ არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით. უნდა ითქვას, რომ ლელო ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა სახელისუფლებო შეტევის. ამას ალბათ ჩვენი წარმატებული კამპანია განაპირობებს. მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, თქვენი უსაქციელობა მხოლოდ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ჩვენი მხარდამჭერები და თანამებრძოლები კი არ გატყდებიან, რადგან მათ ბოლომდე დავიცავთ", - განაცხადა საბა ბუაძემ.
ბრიფინგის მსვლელობისას საზოგადოებას ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმაც მიმართა. მისი თქმით ქართული ოცნების მთავარი ამოცანა ლელოს შანტაჟი და თვალთვალია, რადგან მათ არჩევნებამდე სხვა გზა არ დარჩათ.
"მინდა მივმართო ქართულ ოცნებას რომ ეს არის მათი ბოლო ცდა, რომ მოეპოტინოს ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან 31 ოქტომბერს მოსახლეობა ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ მმართველობას დაასრულებს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები