მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ამბობენ, რომ ეს პლანეტა "რუსულია"
მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ფიქრობენ, რომ ის არც მეტი, არც ნაკლები რუსული პლანეტაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა განაცხადა.
როგოზინის მტკიცებით, რუსები იყვნენ პირველები, ვინც ამ პლანეტის შესწავლა დაიწყეს და "მართალია ვენერაზე ჯოჯოხეთია", "მაგრამ მაინც მათია". ამავდროულად, როგოზინი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ასტრონომებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს.
როგოზინმა აღნიშნა, რომ ვენერას შესასწავლი ექსპედიცია, Venera-D, აშშ-სთან ერთად 2027-2029 წლებში ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ახლა ფიქრობენ, დამოუკიდებელი რუსული ექსპედიცია უფრო ადრე, 2021-2030 წლებში გაუშვან, იმ არგუმენტით, რომ ვენერა "მაინც რუსული პლანეტაა".
მეცნიერთა გუნდის თქმით, მათ ვენერას მჟავურ ღრუბლებში აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ პლანეტაზე მიკრობები შეიძლება არსებობდნენ.
მკვლევრებს თავად სიცოცხლის ფორმებისთვის არ მიუგნიათ, თუმცა საქმე ისაა, რომ ფოსფინი დედამიწაზე იმ ბაქტერიისგან წარმოიქმნება, რომელიც უჟანგბადო გარემოში არსებობს. ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ეს ნაერთი პირველად ჰავაიში მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით შენიშნა, შემდეგ კი აღმოჩენა ჩილეში მდებარე ატაკამას რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.
ფოსფინი — ფოსფორის ატომი, რომელზეც წყალბადის სამი ატომია მიერთებული — ადამიანებისთვის ძალიან მომწამვლელია.
მკვლევართა თქმით, მათ ვენერას ღრუბლებში ფოსფინის კონცენტრაციის არსებობის ამხსნელი არაბიოლოგიური წყაროები — ვულკანური მოვლენა, მეტეორიტები, ელვა და სხვადასხვა ქიმიური რეაქცია — გააანალიზეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.
კვლევა ახლაც მიმდინარეობს, რათა მეცნიერებმა ან სიცოცხლის არსებობის დადასტურება შეძლონ, ან ალტერნატიულ ახსნამდე მივიდნენ.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები