დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალი ნაბიჯები
ამ სტატიაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ორ ახალ ტექნოლოგიაზე, ხალხის პრობლემაზე დაფიქრების და ფრთხილი მიდგომების დანერგვისთვის გაწეულ დამატებით ძალისხმევაზე და იმ პარტნიორობებზე გიამბობთ, რომელთა მიზანიც ტექნოლოგიების დახვეწა და საგანმანათლებლო სერვისების ეფექტურობის ზრდაა.
დეზინფორმაცია, რომ ფართოდ არის გავრცელებული ცალსახაა. ჯეიკობ შაპიროს მიერ პრინსტონში წარმოებული კვლევა, რომელიც სექტემბერში განახლდა, მოიცავს 96, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, უცხო ქვეყნების მიერ წარმოებული კამპანიის შესახებ ინფორმაციას, რომელთა სამიზნე, 2013-2019 წლებში, 30 სხვადასხვა ქვეყანა გახდა.
სოციალურ ქსელებში წარმოებული კამპანიების ჩანაფიქრი გავლენიანი ადამიანების რეპუტაციის შელახვა, საზოგადოების მცდარ ინფორმაციაში დარწმუნება და დებატების პოლარიზება იყო. კამპანიების 26%-ის მთავარ სამიზნეს შეერთებული შტატები წარმოადგენდა, თავდასხმის მსხვერპლი სხვა ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: სომხეთი, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და იემენი.
კამპანიების 93% ორიგინალი მასალის შექმნას გულისხმობდა, 86% უკვე არსებული მასალების ინტენსივობის ზრდას, ხოლო 74% ობიექტური ფაქტების დამახინჯებულ მიწოდებაზე აკეთებდა აქცენტს. ბოლო დროინდელი მოხსენებები ცხადყოფს, რომ Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია სიკვდილის და მოქალაქეთა კლინიკაში გადაყვანის მიზეზიც კი გახდა, რადგან ხალხი ვირუსისგან თავდასაცავად სიცოცხლისთვის საშიშ გზებს მიმართავდნენ.
საარჩევნო კამპანიების წარმართვის და არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის დაცვის გარანტი შესაძლოა ახალი ტექნოლოგია გახდეს, რომელიც მაიკროსოფტის დემოკრატიის დაცვის პროგრამის, მნიშვნელოვანი ნაწილია. ElectionGuard (არჩევნების მცველი), ასე ჰქვია სერვისს, რომელიც ამომრჩეველთა ხმებს დაიცავს. ის ყველა ადამიანს, რომელიც კამპანიის წარმოებაშია ჩართული ან უბრალოდ, სურს დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს, საშუალებას მისცემს დაიცვას საკუთარი და დემოკრატიული საზოგადოების გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების უფლება. აღნიშნული სერვისების უფრო ფართო ფოკუსი კი მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის დაცვა და განმტკიცებაა.
ახალი ტექნოლოგიები
დეზინფორმაცია მრავალი განსხვავებული ფორმით ვრცელდება და ნამდვილი, სანდო ინფორმაციის ამოცნობის საჭიროებას ერთი რომელიმე ტექნოლოგია ვერ გაუმკლავდება. მაიკროსოფტი ორ სხვადასხვა ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომლებმაც პრობლემის ორი სხვადასხვა ასპექტი უნდა გადაწყვიტონ.
ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა — deepfake, იგივე სინთეტიკური მედიაა, ის ფოტოებს, ვიდეოებს, თუ აუდიო მასალებს მოიცავს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცდილობს აზრის მანიპულირებას და რთული ამოსაცნობია.
დეზინფორმაციის გავრცელების ეს ხერხი ადამიანებს მიაწერს სათქმელს, რომელიც რეალურად მათ არ ეკუთვნით, ქმნის ვიზუალურ მასალას, რომელიც დაგარწმუნებთ რომ თავდასხმის სამიზნე ისეთ ადგილას იმყოფებოდა, სადაც რეალურად ფეხი არ დაუდგამს, აღნიშნული ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იწარმოება, შესაბამისად ამოცნობის ბერკეტებთან ადაპტირების, განვითარების და შენიღბვის ახალი ხერხების სწავლა შეუძლია. თუმცა, დროის მოკლე მონაკვეთში, რომელიც შეერთებული შტატების არჩევნებსაც მოიცავს, ამოცნობის ტექნოლოგია ეფექტიანი იქნება და ონლაინ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს deepfake ამოიცნონ.
საუბარია მაიკროსოფტის ვიდეო ავთენტურობის დამდგენზე, რომელსაც ფოტოს და ვიდეოს ანალიზის საშუალებით სანდოობის კოეფიციენტის გამოთვლა შეუძლია და ხელოვნური მედია მანიპულაციის ალბათობას პროცენტულად ზომავს.
ვიდეოს შემთხვევაში, მისი მიმდინარეობისასვე ახდენს იდენტიფიცირებას და თითოეული კადრის სანდოობის პროცენტს აჩვენებს. აღნიშნული ტექნოლოგია, ადამიანის თვალისთვის ძნელად შესამჩნევი დეტალების ანალიზს ახდენს, როგორიც deepfake-ის მინიმალურ დონეზე შესამჩნევი საზღვრები, ძნელად მოსახელთებელი კადრის ნელი გადასვლები და მონაცრისფრო ტონებია.
ტექნოლოგიაზე მაიკროსოფტის კვლევების გუნდი, ხელოვნური ინტელექტის რისკების განმსაზღვრელი ჯგუფი და ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დანაყოფი, ასევე ინჟინერიისა და კვლევების ეთიკის და ეფექტების კომიტეტი, ანუ მაიკროსოფტის მრჩეველთა საბჭო ერთად მუშაობდნენ. აღნიშნული კომიტეტი აფასებს რამდენად არის პასუხისმგებლობის ჩარჩოები დაცული ახალი ტექნოლოგიების ათვისებისას. ვიდეო ავთენტურობის მდგენი იყენებს Face Forensic++-ის საჯარო მონაცემთა კრებულს და ის დიფფეიკის ამოცნობის გამოწვევის დროს შემოწმდა.
არსებობს მოლოდინი, რომ მეთოდები, რომლებიც სინთეტიკური მედიის გენერირებას ახდენენ კიდევ უფრო დაიხვეწება. ხელოვნური ინტელექტის ამომცნობ საშუალებას აქვს ლაფსუსები, ამიტომ მომზადებული უნდა შევხვდეთ მანიპულაციურ მედია მასალებს, რომლებსაც ამომცნობი საშუალებები ვერ გაუმკლავდებიან. გრძელვადიან მომავალში, უფრო მძლავრი მეთოდების ძიებაა საჭირო, რათა შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვიყოთ ახალი ამბების და სხვა ტიპის მასალების უტყუარობაში. ამ დროისთვის, რამდენიმე ბერკეტი არსებობს იმის დასადგენად, არის თუ არა მასალა, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ვეცნობით სანდო წყაროს მიერ მოწოდებული.
კიდევ ერთი სიახლეა ტექნოლოგია, რომელიც მანიპულაციური შინაარსის მასალის იდენტიფიცირებას ახდენს და წყაროს სანდოობას ამოწმებს. იგი ორი კომპონენტისგან შედგება:
- პირველი არის ხელსაწყო, რომელიც Microsoft Azure-ში არის ჩაინსტალირებული და საშუალებას აძლევს კონტენტის პროდიუსერს, თითოეულ კონტენტს შესაბამისი ჰეშები და სერტიფიკატები გააყოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემქმნელის მიერ დამატებული ინფორმაცია მეტადატად იქნება მითითებული ყველგან, სადაც არ უნდა მოხვდეს ეს კონტენტი;
- მეორე არის რიდერი, რომელიც ბრაუზერის გაფართოების ან რაიმე სხვა ფორმით იარსებებს და შეამოწმებს ამ სერიფიკატებსა და ჰეშებს, რისი საშუალებითაც ხალხს მაღალი ხარისხის სიზუსტით ამცნობს, რომ მასალა ავთენტურია და არ არის შეცვლილი, ასევე ახერხებს მასალის მწარმოებელზე დეტალების მოძიებას.
ტექნოლოგია მაიკროსოფტის კვლევების ჯგუფმა და Microsoft Azure-მა შექმნა, დემოკრატიის დაცვის პროგრამასთან თანამშრომლობით და ზურგს გაუმაგრებს ბიბისის მიერ ახლახანს დაანონსებულ პროექტს.
პარტნიორობები
ცალკეული ორგანიზაცია მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს დეზინფორმაციასთან და საზიანო Deepfake-თან ბრძოლაში. მაიკროსოფტი ძალისხმევას არ იშურებს, რათა გამოწვევას მაქსიმალურად მედგრად გაუმკლავდეს, თუმცა ეს პროცესი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების მასობრივ გავრცელებას, განათლების პროგრამებს, რომელთაც ხალხის დაინტერესება, ჩართულობა უნდა უზრუნველყონ, აუცილებელია ხალხმა გამოწვევის შესახებ ყველა სიახლე იცოდეს.
მაიკროსოფტი არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რათა დემოკრატიის დაცვის მიზანი შესრულდეს. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ფონდთან, რომელიც ჩიკაგოში დაარსებული ორმხრივი — კომერციული და არაკომერციული საწარმოა და მიზნად ხელოვნური ინტელექტის ძალის და დაცვის მექანიზმების მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ფონდის ინიციატივა — რეალობის მცველი 2020 [RD2020], ვიდეო ავთენტურობის მდგენს იმ ორგანიზაციებისთვის გახდის ხელმისაწვდომს, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებში არიან ჩართული, მაგალითად, ახალი ამბების გავრცელების საშუალებებს და პოლიტიკური კამპანიების მწარმოებლებს.
ეს ტექნოლოგია ორგანიზაციებს deepfake-ის ამოცნობის ეთიკურ ლიმიტებზე შეუქმნის წარმოდგენას. დაინტერესებულ კამპანიის მწარმოებლებს და ჟურნალისტებს რეალობის მცველი 2020-თან დაკავშირება აღნიშნული ლინკის საშუალებით შეუძლიათ.
მაიკროსოფტს პარტნიორობა მედია კომპანიების ერთობასთანაც აქვს, ამ გაერთიანების წევრები ისეთი კომპანიები არიან, როგორიც BBC, CBC/Radio-Canada და The New York Times. ეს მედია საშუალებები, პროექტ წარმომავლობის ფარგლებში, ტექნოლოგიებს გამოცდიან და მის დახვეწაში დაეხმარებიან მაიკროსოფტს, რათა მასობრივი გავრცელების სტანდარტს მოერგოს. სანდო ახალი ამბების ინიციატივა მოიცავს გამომცემელთა ფართო წრეს და სოციალური მედიის კომპანიებს და მზადაა მაიკროსოფტის ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, მომდევნო თვეებში გაწეული სამუშაო უფრო ფართოდ უნდა გავრცელდეს აღნიშნულ წრეებში.
მედიაწიგნიერება
მაიკროსოფტი ვაშინგტონის უნივერსიტეტთან, Sensity-თან (გამოვლენილი deepfake-ების ყველაზე დიდი საინფორმაციო ბაზა) და USA Today-თანაც თანამშრომლობს, მედიაწიგნიერების საკითხებზე. ამ კუთხით სიტუაციის გაუმჯობესება ხალხს გამონაგონის და ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნაში დაეხმარება, რაც deepfake-ების და cheap fake-ების (აუდიოვიზუალური მანიპულაცია, რომელიც ბევრად იაფი სისტემების დახმარებით იქმნება) თანმდევი რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.
პრაქტიკული მედია განათლება მედია შინაარსის კრიტიკულ გააზრებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, სატირის და პაროდიის ხიბლის აღქმის დაკარგვის საფრთხეც არ დადგება. თუმცა, სინთეტიკური მედია აუცილებლად ცუდი არ არის, მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსები ხალხს ეხმარება რეალური ყალბი მასალის ამოცნობაში.
მაიკროსოფტმა შეერთებული შტატების ამომრჩევლებისთვის ინტერაქტიული ქვიზი მოამზადა, რათა ესწავლებინა სინთეტიკური მედიის არსი, კრიტიკული აზროვნების უნარები აემაღლებინა და მეტი ცოდნა უზრუნველეყო ყალბი მასალების საზიანო გავლენების შესახებ. ტესტი ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფორმირებული საზოგადოების ცენტრთან, Sensity-თან და USA Today-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
დამატებით, მაიკროსოფტი კამპანიას იწყებს, რომელმაც უნდა წაახალისოს რეფლექსია, რათა ადამიანებმა უკეთ გადაამოწმონ ინფორმაცია სანდო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ არის წარმოებული თუ არა, სანამ სოციალურ ქსელში გააზიარებენ, ეს უმნიშვნელოვანესია კარს მომდგარი არჩევნების წინ. კამპანია უკეთ დაანახებს ადამიანებს დეზინფორმაციის საზიანო გავლენას დემოკრატიულ პროცესებზე და მიახვედრებს რამდენად მნიშვნელოვანია სანდო ინფორმაციის იდენტიფიცირებაზე, წარმოებაზე და გაზიარებაზე დახარჯული დრო. კამპანიის სარეკლამო მასალები, მთელი ამერიკის მასშტაბით, შემოდგომაზე რადიო სადგურებში ტრიალებს.
ბოლო თვეების განმავლობაში ახალი ამბების მცველის იმპლემენტაცია საგრძნობლად გაიზარდა, რაც ადამიანებს მეტ შესაძლებლობას და ცოდნას მისცემს, რათა გავრცელებამდე წყაროს შესახებ მეტი კითხვები დასვან. ახალი ამბების მცველი გამოცდილი ჟურნალისტების დახმარებით ფუნქციონირებს, რომლებიც ახალი ამბების საიტებს 9 ჟურნალისტური კრიტერიუმის საფუძველზე აფასებენ და ქმნიან, ასე ვთქვათ, შემადგენლობის იარლიყს, ასევე წითელ და მწვანე სარეიტინგო სისტემას თითოეული საიტისთვის. ახალი ამბების მცველის გამოყენება მარტივად, ბრაუზერის დამატების გააქტიურებით არის შესაძლებელი და მაიკროსოფტის ბრაუზერის მომხმარებლებისთვის უფასოა.
მაიკროსოფტი არ აკონტროლებს ახალი ამბების მცველის რეიტინგებს და არ ზღუდავს წვდომას ინფორმაციაზე, მისი შინაარსის მიუხედავად. ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის ზრდა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობაა, ახალი ამბების საიტების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიების გზით.
აუცილებელი ჩართულობა
სამთავრობო უწყებები, კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ინდივიდი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ უნდა იყოს მოწოდებული, რათა უზრუნველვყოთ არჩევნების გამჭვირვალობა. 2018 წელს, ინიციატივამ, პარიზი გიხმობს კიბერსივრცის სანდოობის და დაცულობისთვის, 9 საკვანძო პრინციპი შეიმუშავა ონლაინ სივრცის მეტი დაცულობისთვის. ამ პრინციპებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესის დაცვაა. მაისში, მაიკროსოფტი, დემოკრატიის დაცვის ალიანსი და კანადის მთავრობა გაერთიანდნენ ამ პრინციპის დაცვის მიზნით. ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მხარი აუბას აღნიშნულ წამოწყებას და მითითებული ლინკის დახმარებით შეუერთდეს ინიციატივას — პარიზი გიხმობს.
ამავე თემაზე:
- როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციის ხრიკებს, სიცრუესა და ქაოსს ინტერნეტში;
- 7 ინტერნეტ თამაში Fake News-ზე;
- როგორ გამოვიყენოთ ფეისბუქის Ad Library – გზამკვლევი;
- რა გზებით ერეოდა რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში ბოლო 30 წლის განმავლობაში.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები