ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს. განახლებული მონაცემებით, დღეში 307 930 შემთხვევა გამოვლინდა.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი, 94 372 შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა, აშშ-ში — 45 523, ბრაზილიაში — 43 718. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 500-ით გაიზარდა და ჯამში 917 417 შეადგინა. მათგან, 1 000-ზე მეტი გარდაცვლილი ინდოეთსა და აშშ-ში, ხოლო 874 ბრაზილიაშია.

გამოცემის ცნობით, ბოლოს რეკორდული დღიური მაჩვენებელი 6 სექტემბერს იყო და მან 306 857 შემთხვევა შეადგინა.