NASA-ს უნდა, რომ კერძო კომპანიებს მთვარის მტვრის შეგროვებაში ფული გადაუხადოს
აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელი ბრძანება გასცა, რომ აშშ "გაუძღვეს ადამიანების მთვარეზე დაბრუნებას და მის შესწავლას, ხოლო მომავალში ადამიანების მარსზე გაგზავნას".
კოსმოსური მოგზაურობის და კვლევის ახალ ერაში ეროვნული სააგენტოების გარდა კერძო კომპანიებიც ინტენსიურად მონაწილეობენ.
ცოტა ხნის წინ NASA-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის მთვარეზე შეგროვებულ მასალებს იყიდიდა. კომპანიას, რომელსაც სურვილი ექნება, რომ მთვარის მტვერი მოიპოვოს და NASA-ს გადასცეს, რადმენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს.
კომპანიამ უნდა შეაგროვოს მთვარის ქვები, გადაიღოს ამის დამადასტურებელი ფოტო, შემდეგ კი შეგროვებული მასალა NASA-ს გადასცეს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც ამის გაკეთებას მოინდომებს, ხელშეკრულების გაფორმებისას სრული ანაზღაურების 10%-ს აიღებს, ხომალდის გაშვებისას დამატებით 10-ს, ხოლო მისიის წარმატებით განხორციელებისას — დანარჩენ 80-ს.
უშუალოდ ქვებისთვის NASA 15 ათაიდან 25 ათასამდე დოლარს გადაიხდის. შეიძლება, ეს დიდი თანხა არაა, თუმცა ინიციატივის არსი მთვარის ქვებით და, ზოგადად, კოსმოსური რესურსებით ვაჭრობის წახალისებაა.
NASA გეგმავს, რომ მთვარიდან ამ გზით მოპოვებული პირველი ქვები უკვე 2024 წლისთვის ჰქონდეს ხელთ.
კომენტარები