პანდემიის შედეგად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები იმატებს — კვლევა აშშ-დან
აშშ-ის ზრდასრულ მოსახლეობაში კორონავირუსის სტრესით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელების პრობლემების გამო სპეციალისტებთან მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. თუ აღნიშნული მაჩვენებელი მარტის თვისთვის 32%-ს შეადგენდა, ივლისისთვის იგი 53%-მდე გაიზარდა. აღნიშნული შესახებ Kaiser Family Foundation მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
ამ ზაფხულში შეერთებულ შტატებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების მქონე ადამიანთა რაოდენობამ 40%-ს მიაღწია. შედარებისათვის: იგივე მაჩვენებელი 1 წლის წინ სულ რაღაც 11%-ს შეადგენდა. იმავე მოსაზრებას იზიარებს დაავადებათა კონტროლის სამსახურიც (CDC). მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ალკოჰოლისა და მავნე ნივთიერებების მოხმარებამ 13%-ს მიაღწია. პანდემიასთან დაკავშირებული სტრესის გამო სუიციდზე სერიოზული ფიქრები 25%-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა. სოციალური იზოლაცია, მარტოობა, სამსახურის დაკარგვა, ეკონომიკურ სირთულეებზე ფიქრი და ვირუსით ინფიცირების შიში კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი სტრესორი გახლდათ.
Kaiser Family Foundation-ის მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ პანდემიის პირობებში ეკონომიკურ სიდუხჭირეში მცხოვრებთა 59%-ს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი პრობლემა მაინც გამოუვლინდა. უფრო მაღალია აღნიშნული მაჩვენებელი იმ ადამიანებში, ვინც საშუალოზე მაღალი რისკის ჯგუფში მოიაზრება (იგულისხმება ქრონიკული დაავადებების მქონე პირები).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები კაცებთან შედარებით ქალებს უფრო მეტად გამოუვლინდათ, თუმცა, სუიციდური ფიქრები კაცებში უფრო ჭარბობდა.
CDC-ის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ "უხელფასო მომვლელები", ანუ ის ადამიანები, რომლებიც სახლში უფროსი ასაკის ოჯახის წევრს უვლიან, ალკოჰოლის და მავნე ნივთიერებების მოხმარებისკენ უფრო მეტად გახდნენ მიდრეკილნი.
კომენტარები