მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერის ენით მართვის საშუალებას გაძლევთ
დიზაინერმა დოროთი კლასენმა ახალი მოწყობილობა შექმნა, სახელად Tong, რომელიც პირის ღრუში თავსდება და ადამიანს ენის საშუალებით კომპიუტერის მართვის საშუალებას აძლევს. მოწყობილობა ჩვეულებრივი სტომატოლოგიური რეტეინერისგანაა დამზადებული, რომელსაც ქვემოდან მაგნიტიანი ბურთი აქვს დამაგრებული. სადენი კი რეტეინერს Wi-Fi გადამცემთან აკავშირებს, რომელიც ყურის უკან თავსდება.
მოწყობილობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კომპიუტერთან ურთიერთობა ენის მეშვეობით ბურთულის წინ და უკან მოძრაობით შეძლოს. დოროთიმ ასევე კომპიუტერული თამაშიც შექმნა, რათა მოწყობილობის გამოცდა ყოფილიყო შესაძლებელი.
Tong შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ნამდვილად გამოსადეგი ხელსაწყო იქნება, რადგან ის მათ კომპიუტერის სრულყოფილად გამოყენების საშუალებას მისცემს.
Tong-ის დასამზადებლად რეტეინერი PETG გამოიყენეს, რომელიც მიკროპლასტმასის ერთ-ერთი ტიპია. იმისთვის, რომ მოწყობილობა უსაფრთხო ყოფილიყო, კლასენმა წებოს მაგივრად სილიკონი გამოიყენა. ელექტრული კაბელები ასევე სილიკონის თხელი ფენითაა დაფარული.
მსგავსი დანიშნულებით რეტეინერი აქამდეც გამოუყენებიათ — სულ ახლახან ლონდონის სამეფო კოლეჯის სტუდენტებმა შექმნეს აპარატი, რომელიც ადამიანებს მოწყობილობებისა და კარების გაღების საშუალებას სხვებისგან უხილავად, ასევე ენის გამოყენებით აძლევს.
სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც გრძნობათა ორგანოების გამოყენებითაა შექმნილი, ტაქტილურ შეგრძნებებზე დაფუძნებულ მოწყობილობასაც მოიცავს, რომელიც ადამიანის თითზე თავსდება და მას ვირტუალური რეალობის შიგნით ნივთებზე შეხების განცდის საშუალებას აძლევს.
კომენტარები