საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და კურორტის განვითარების მიზნით, კონკურსი ცხადდება.

უწყების ინფორმაციით, კონკურსი ორ ეტაპს — წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის პროექტისა და მისი ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის დოკუმენტების მომზადებას მოიცავს. სამინისტროს ცნობით, უკვე გამოცხადდა კონკურსი ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე.

"წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან", — ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებლად 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი, პრეტენდეტის არაკვალიფიციურობის გამო შეწყდა.

გაიგეთ მეტი: